ქალი და მამაკაცი არსებობს თუ არა... 2012, 6 ოქტომბერი, 17:42 დიახ, ერთერთი ყველაზე საკამათო თემაა - ბიჭის და გოგოს მეგობრობა...მითია თუ რეალობა?ალბათ ბევრი თქვენგანი დარწმუნებით იტყვის, რომ რეალობაა და თავისი ცხოვრებიდანაც უამრავ მაგალითს მოიშველიებს, ნაწილი კი უარყოფს იმ აზრით შეპყრობილი, რომ ნამდვილი მეგობრობა მხოლოდ ერთი სქესის ადამიანებს შორის შეიძლება. დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერი ურთიერთობა მოწონებით იწყება, იქნება ეს მეგობრული, სასიყვარულო თუ ასე შემდეგ.უბრალოდ შეუძლებელია გქონდეთ ადამიანთან ნორმალური დამოკიდებულება თუ მასში რაღაც მაინც არ მოგწონთ და არაა აუცილებელი, ეს "რაღაც", მაინცდამაინც, გარეგნობა იყოს.სწორედ ასე იწყება ბიჭის და გოგოს ურთიერთობაც, რომელიც მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მაინც ყოველთვის დგას სიყვარულის "საფრთხის" წინაშე.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საუბარი მაქვს ნამდვილ მეგობრობაზე, რომელიც არ განისაზღვრება მხოლოდ კვირაში ერთხელ მოკითხვით, ან მარტო თქვენი პირადული ამბის მოყოლით, ვგულისხმობ ისეთ შემთხვევებს, როცა ადამიანებს ყველა სიტუაციაში შეუძლიათ ერთმანეთის თანადგომა და ნდობა, გულწრფელად აღელვებთ ერთიმეორის ბედი და მზად არიან საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის გაუწოდონ მეორეს დახმარების ხელი, ამისთვის კი არაა საკმარისი, ვიღაცამ მხოლოდ ის გაგანდოთ, ვინ უყვარს და გულახდილი საუბარი გაგიმართოთ შუაღამემდე. ასევე იწყება მეგობრობა ბიჭთან და გოგოსთან:თავიდან მოწონება, შემდეგ ხშირი ურთიერთობა, დაახლოება...და ბოლოს ორივე ერთმანეთის ცხოვრებაში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს, რადგან მეგობრებიც ხომ გულწრფელად გვიყვარს.რამდენად შეიძლება ასეთი ურთიერთობა არ გადაიზარდოს უფრო მეტში, თუ ისინი მთელ დროს ერთად ატარებენ, ყველაფერს ანდობენ ერთმანეთს და, თუ რაღაც ისე არ არის, იციან ვისთან იპოვიან ნუგეშს?განსაკუთრებით მაშინაა საინტერესო, თუ არცერთს არ ჰყავს შეყვარებული.სიყვარულიც ხომ უმეტესად მეგობრობით იწყება?თანაც თუ გოგო/ბიჭი სიმპათიურია, რამდენად შეიძლება ის უბრალოდ მეგობრად აღვიქვათ, როცა მასთან შინაგანადაც ახლოს ვართ?რასაკვირველია, ზოგჯერ გოგო-ბიჭური მოწონებაც საბოლოოდ კარგი მეგობრობით მთავრდება, მაგრამ თუ ბიჭმა/გოგომ თავიდან სხვანაირად შემოგხედათ, რა იცით რომ ის სხვა დროსაც თქვენში მეგობარზე მეტს არ აღმოაჩენს?თანაც ბევრი შემთხვევაა როცა, მაგალითად, ბიჭები სიყვარულს მეგობრობის ნიღბის ქვეშ მალავენ.ისიც მეეჭვება, რომ გოგოც არცერთი წუთით არ უშვებდეს შესაძლებლობას და არ ჰქონდეს წარმოდგენილი, თუ როგორი შეყვარებულები იქნებოდნენ ისინი, ამიტომ იქნებ ასეთი მეგობრობა მხოლოდ იქამდე არსებობს, სანამ უბრალოდ რაღაც ერთი მომენტი არ ჩაშლის ყველაფერს?წარმოიდგინეთ, რომანტიკულ გარემოში აღმოჩნდით თქვენს მეგობართან ერთად, რომელიც იმ დღეს ძალიან მომხიბლავადად გამოიყურება და თვალს ვერ წყვეტთ.რამდენადაა შესაძლებელი, უცებ, რაღაც სხვაც არ აღმოაჩინოთ მასში და სხვა კუთხითაც არ დაინახოთ იგი?დამეთანხმებით, რომ ძალიან "მტკიცე" მეგობრობაც კი ინგრევა ზოგჯერ ასეთი შემთხვევების წყალობით. ამიტომ საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას, ყოველთვისაა დასაშვები, რომ ამ ურთიერთობამ შეიძლება რომანტიკული ხასიათი მიიღოს.ზოგჯერ საბოლოოდ ასეც ხდება და ზოგჯერ არც, მაგრამ თუ თქვენს მეგობრობას ზურგსუკან სიყვარულიც ჰყავს ჩასაფრებული, არის კი ეს ნამდვილი მეგობრობა?თქვენ რას ფიქრობთ? 629 7-ს მოსწონს 1-ს არა
|