x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508626
15 "დანაშაული", რის გამოც ჩრდილოეთ კორეაში შეიძლება სიკვდილით დაგსაჯონ

image


ჩრდილოეთ კორეა - ერთ-ერთი ყველაზე დახურული ქვეყანაა მსოფლიოში. ამ ქვეყნის მოქალაქეები იძულებულნი არიან ტოტალიტარული რეჟიმის მძიმე პირობებში იარსებონ ამასთან, თითოეული მათგანი ციხეში სრულიად უწყინარი ქმედების გამოც კი შეიძლება აღმოჩნეს, უარესს შემთხვევაში კი სიკვდილით დაისაჯაოს. თქვენ წინაშეა იმ "დანაშაულთა" სია, რომლის გამოც კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ადამიანები სიკვდილით ისჯებიან.



აკრძალული მუსიკის მოსმენა


image


კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში უცხოელი შემსრულებლების მოსმენა იკრძალება. რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი და მედია სპეცსამსახურების სრული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. ყველაფერი უცხოური, როგორც სახელმწიფოს ხელისუფლება ირწმუნება, ჩრდილოეთ კორეის ეროვნულ ღირებულებებს შეურაცხყოფს.




არაგულწრფელი გლოვა


image


გლოვის პერიოდში, ჩრდილოეთ კორეის წინა ლიდერის, კიმ ჩენ ირისთვის კორეელებს ცრემლების ღვრა 100 დღის განმავლობაში მოუწიათ. ქვეყანა თითქოს ისტერიაში ჩავარდა. მუხლებზე დაჩოქვა, ხმამაღალი ტირილი, მოთქმა და ქვითინი ხელისუფლებისთვის არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, ამიტომ გრძნობების შეკავების მიზნით, მოქალაქე შეიძლება შრომით ბანაკში გაეგზავნათ ან საერთოდ სიკვდილითაც კი დაესაჯათ.



გლოვა

image


კიმ ჩენ ინმა მოქალაქეებს გარდაცვლილი ნათესავების გლოვა აუკრძალა. მაგალითად, 2013 წელს ჩან სონ-ტეკი, უზენაესი ლიდერის ბიძა, სიკვდილით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის დასაჯეს. როგორც კი მისმა მეუღლემ გარდაცვლილის სახელი ახსენა, ის მალევე დაკარგულად გამოცხადდა.




შეხვედრების დროს ძილი


image


კიმ ჩენ ინს არ მოსწონს როცა ხალხი მისი გამოსვლების დროს ამთქნარებს, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთოდ ჩაძინებაზე. რამდნიმე წლის წინ, სახალხო შეიარაღებული ძალების მინისტრს ჰენ ენ-ჩოლს შეხვედრაზე, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა ჩაეძინა, დამნაშავედ აღიარებული მეთაური მსხვილი კალიბრის "ZPU-4"-ის საზენიტო იარაღიდან სამხედრო სასწავლო მოედანზე ასობით მაყურებლის თანდასწრებით დახვრიტეს.




ალკოჰოლური სასმელის მიღება


image


ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს ალკოჰოლური სასმელების დალევის უფლება მხოლოდ სახალხო დღესასწაულებზე აქვთ. 2013 წელს ერთ-ერთი ჩრდილოეთ კორეელი ოფიცერი, კიმ ჩენ ირისთვის 100-დღიანი გლოვის დროს ალკოჰოლის მიღების გამო სიკვდილით დასაჯეს.



საკვების ქურდობა


image


ჩრდილოეთ კორეის შრომით ბანაკებში ადამიანები ფაქტიურად შიმშილით იხოცებიან, ამიტომ ქურდობის მოთხოვნილება იქ არც ისე იშვიათია, თუმცა ეს დანაშაულიც ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე საჯარო სიკვდილით ისჯება, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ასეთი სისასტიკის ბავშვებისგან დამალვა არ ხდება, პირიქით, სკოლის მოსწავლეებს ამ საშინელი სანახაობის სანახავად საგანგებოდ ეპატიჟებიან კიდეც.




კუს ფერმის ცუდი მენეჯმენტი


image


2015 წელს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ კიმ ჩენ ინის კუს ფერმაში მოგზაურობის შესახებ ფოტორეპორტაჟი გამოაქვეყნა. ლიდერს არ მოეწონა ის, რომ თანამშრომლებმა ლობსტერების მოშენება ვერ შეძლეს, რასაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა "არაკომპეტენტურობის გამოვლინება" უწოდა, საქმე სიკვდილით დასჯის გარეშე არ დასრულებულა.




სერიალების ყურება


image


2013 წელს 80 ჩრდილოეთ კორეელი სამხრეთ კორეული დრამების ყურების გამო საჯაროდ დასაჯეს, ხოლო 2014 წელს კიდევ - 50. დაღუპულთა შორის 10 თანამდებობის პირიც იყო.



საზღვარგარეთ დარეკვა


image


ჩრდილოეთ კორეაში გარე სამყაროსთან კომუნიკაცია მკაცრად აკრძალულია. მაგალითად, 2013 წელს ჩრდილოეთ კორეელი სამხრეთ კორეელ მეგობართან საუბრის გამო დახვრიტეს.



ინტერნეტთან წვდომა


image


ჩვენთვის ალბათ უკვე ძნელი წარმოსადგენია ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. სამწუხაროდ, ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეები მოკლებულნი არიან მსოფლიო ქსელის თავისუფალ გამოყენებას, მათ აქვთ წვდომა მხოლოდ სახელმწიფო პროპაგანდით გაჯერებულ პორტალზე.




პორნოგრაფიის ყურება


image


ჩრდილოეთ კორეაში პორნოგრაფიის ნახვა და გავრცელება სიკვდილით ისჯება. ზოგიერთი ცნობით, კიმ ჩენ ინის საყვარელი, მომღერალი ჰენ სონ ვოლი მშობლების თვალწინ სწორედ თამამი ვიდეოს გადაღებისთვის მოკლეს.




ქვეყნიდან გასვლა


image


ჩრდილოეთ კორეელებს არ აქვთ ქვეყნიდან თავისუფლად გასვლის უფლება, მეტიც, ისინი მოკლებულნი არიან ქვეყნის შიგნით თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობასაც.




ლიდერების მიმართ უპატივცემულობა


image


სახელმწიფოს მეთაურების სკულპტურების წინაშე თაყვანი სცემა და მათ ფეხებთან ყვავილების მიტანა ტურისტებსაც კი მოეთხოვებათ. ქვეყნის ლიდერის მიმართ უპატივცემულობის ნებისმიერი გამოვლინება სიკვდილით ისჯება.




სარწმუნოება


image


ჩრდილოეთ კორეაში არსებობს "დიდი ლიდერის" კიმ ირ სენის და მისი ვაჟის კიმ ჩენ ირის პიროვნების კულტი. ამ ორი ადამიანის იდეოლოგიურმა სწავლებამ ჩაანაცვლა კორეელების ტრადიციული რელიგიური შეხედულებები. ხელისუფლება საზოგადოებას რელიგიის თავისუფლებას არ აძლევს, ის ქვეყანაში მხოლოდ ამის ილუზიას ქმნის. 2013 წელს 80 ადამიანი სიკვდილით მხოლოდ ბიბლიის სახლში შენახვის გამო დასაჯეს.



დასავლური ლიტერატურის შენახვა ან გაყიდვა


image


დასავლური კულტურა ჩრდილოეთ კორეის საფუძვლებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება და ძირს უთხრის ლიდერისადმი რწმენას. ასე რომ, უცხოური მუსიკა, ლიტერატურა და ფილმები - ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნამდვილ ბოროტებას წარმოადგენს. ჩრდილოეთ კორეელებმა მშვენივრად იციან, რომ აკრძალული მასალების ქონა, გავრცელება ან გაყიდვა ნებისმიერი მათგანისთვის ლეტალურად დასრულდება.









0
1132
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1132