x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
5 ჩვევა,რითაც თავს ირცხვენენ რუსი ტურისტები საზღვარგარეთ
image

რუსულმა საიტმა LIFE-მა გამოქვეყნა საკუთარი თანამემამულეების ის 5 ჩვეულება, რითაც თავს ირცხვენენ საზღვარგარეთ.








"როდესაც ჩვენი თანამემამულეები უცხოეთში მიემგზავრებიან ახალი კულტურის შესასწავლად და ეგზოტიკური პეიზაჟებით ტკბობის მიზნით, ისინი ხშირად ავლენენ საკუთარ თავში რუსისთვის დამახასიათებელ ჩვევებს. ამ „კულტურული ნაკვალევის“ წყალობით ჩვენ გვცნობენ მსოფლიოს ყველა კურორტზე. დიახ, თქვენ თვითონ ნახეთ, ალბათ, ეს ლოყებწითლებული სიმპათიური მამაკაცი ყვავილებიან შორტებში და სვიის არომატით-გინდა მიირბინო და ჩაეხუტო თანამემამულეს ამ რუსულ სულში არის რაღაც ლამაზი და სხვა ერებისთვის გაუგებარი."- ასეთ ანოტაციას უკეთებს სტატიას გამოცემა.



ახლა კი რუსების 5 ჩვეულება, რომელითაც თავს ირცხვენენ საზღვარგარეთ.(სტატიაში პირველ პირშია საუბარი)



კარგი მადა და თან ყველაფერი მუქთად



ჩვენ ყველამ ვნახეთ (და იგივეს ვაკეთებთ) რუსები შედური მაგიდის წინ. ეს მწველი თვალები ათას კაცში ამოიცნობა . ჩვენ ვცდილობთ შვებულების დროს ყველაფერი მუქთად დავითრიოთ, თუ არის უფასო საკვები, მაშინ რატომ არ ვჭამოთ იმდენი, რომ მოგვიანებით გაგვიჭირდეს არა მარტო სიარული, არამედ სანაპიროზე წოლაც კი. რუსი მოგზაურის მთავარი სლოგანია: ნებადართულია ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული. ხალათები სასტუმროდან, თეფშები ბუფეტიდან, უფასო კოქტეილები ბარიდან. გასაგებია, რომ ეს ხარჯები ტურისტული ადგილების მფლობელების ბიზნესში თავიდანვე იყო გათვალსიწინებული, მაგრამ ღიად რომ ტრაბახობდნენ უფასო სარგებლობის შესაძლებლობით, რატომღაც ზუსტად რუსული ეროვნული თვისებაა.



ფუფალები



ამბობენ, რომ რუსი გოგოები ყველაზე ლამაზები არიან მსოფლიოში. და გასაკვირი არ არის. მართლაც, რომ დაენახონ ქვეყნიერებას, ჩვენი თანამემამულეები ისე მიდიან მოგზაურობაში, თითქოს სილამაზის კონკურსზე მიდიოდნენ. ქალბატონებს ერთდროულად მიაქვთ ყველაფერი საუკეთესო: ბრენდირებული სამოსი, თმის უთო, ქუსლებინი ფეხსაცმელი, კოსმეტიკის ჩანთა. დიახ, დიახ, რუსი გოგონები პლაჟზეც კი იკეთებენ მაკიაჟს. და ვინც არ იხატება, იმან შვებულების წინ წამწამები დაიგრძელა. თქვენ იცნობთ ჩვენს ლამაზმანს მისი ვარცხნილობითა და ახალი ეფექტური მანიკურით, სუნამოს მძაფრი სურნელით და მის გარშემო მყოფი მამაკაცის ვნებიანი მზერით. ევროპელებსა და ამერიკელებს აზრადაც არ მოუვათ, რომ დასვენების დროს მაკიაჟითა და საღამოს სტილში გამოჩნდნენ.



პლაჟის ეგზოტიკური მოდა


რუსებს უყვართ ყურადღების მიქცევა. ქალები პლაჟისთვის საცურაო კოსტუმებს მყვირალა ფერებში არჩევენ, მდიდრულად მორთული მძივებითა და ბრჭყვიალა აქსესუარებით. მამაკაცის საცურაო კოსტუმები ეს არის სალამი საბჭოთა კავშირიდან. სანაპიროზე დასასვენებლად მამრი ამჯობინებს მჭიდრო შორტებს . ამას, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება წინდებზე წამოცმული "შლოპანცები" და მაისურებზე ლამაზი იუმორისტული წარწერა“ვთქვათ ამ ტიპის "Пивозавр".....სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს პუნქტი ეხება 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს - ახალგაზრდები ძირითადად საშუალო ევროპელებივით იცვამენ.



უაზრო სიჩქარე


ვინ მიდის აეროპორტში ყველაზე ადრე, დილის ექვს საათზე ქირაობს შეზლონგებს სანაპიროზე, ქმნის რიგს რეგისტრაციის დროს და ავტობუსის ასვლის დროს, როცა ყველასხვა ჯერ კიდევ სხედან თავიანთ ადგილებზე? სურვილი, რა თქმა უნდა, იყოს პირველი, , რატომღაც ჩვენს სისხლშია, მიხედავად იმისა, როცა ამას აზრი არა აქვს.





მუდმივი ფოტო გადაღებები


რა შვებულებაა მილიონი ფოტოს გარეშე! უახლესი კამერებითა და სმარტფონებით შეიარაღებული რუსი მოგზაურები ცდილობენ აღბეჭდონ მოგზაურობის ყოველი ძვირფასი მომენტი. რუსები ცდილობენ გადაიღონ საზღვარგარეთ შვებულების ყოველი ნაბიჯი, რათა მოგვიანებით სოციალურ ქსელებში მეგობრების წინაშე დაიკვეხნონ. ამიტომ, თითქმის ყველა რუსი დამსვენებელი შეგიძლიათ კამერით ხელში.(არც ქართველები ვართ ნაკლები მაგ მხრივ-ავტორი)

0
583
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
583
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0