სხვა 20 აგვისტო სიზარმაცის მსოფლიო დღეა - როგორ ავღნიშნოთ ის? 2023, 20 აგვისტო, 13:52 ![]() ეს უჩვეულო დღესასწაული რამდენიმე ათეული წელია 20 აგვისტოს აღინიშნება დღესასწაულის ისტორია სიზარმაცის დღე დაიბადა 1984 წელს მრეწველობის, ვაჭრობის და კულტურის ფესტივალზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდებოდა 2012 წლამდე კოლუმბიაში, ქალაქ იტაგუიში. ფესტივალის დასკვნით დღეს „სიზარმაცის მსოფლიო დღე“ ეწოდა და მონაწილეებს მოუწოდებდნენ, ცოტა ხნით დაევიწყებინათ დატვირთული სამუშაო დღეები და მისცენ საკუთარ თავს საშუალება შეჩერდნენ, დაისვენონ და არაფერი გააკეთონ და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფესტივალი აღარ იმართება, სიზარმაცის მსოფლიო დღე ბევრ ქვეყანაში აღინიშნება, თუმცა, სხვადასხვა დროს - მაგალითად, აშშ-ში, მას 10 აგვისტოს აღნიშნავენ. ![]() სადღესასწაულო ტრადიციები სიზარმაცის მსოფლიო დღე არის დღესასწაული, მართალია არა ოფიციალური, მაგრამ უკვე ფართოდ გავრცელებული. მას სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ, მაგრამ ყველაზე დიდი მოვლენები ხდება, რა თქმა უნდა, მის სამშობლოში - კოლუმბიაში. ყოველწლიურად კოლუმბიელებს ქუჩებში საწოლები გამოაქვთ, ჰამაკებს კიდებენ, პიჟამოებს იცვამენ და მთელი დღის განმავლობაში გამომწვევად არაფერს აკეთებენ – რათა გამვლელებმა ნახონ და მათგან მაგალითი აიღონ. დღესასწაულის დევიზია „სიზარმაცის უფლებისთვის“ ![]() როგორ აღვნიშნოთ თუ გადაწყვეტთ სიზარმაცის დღის აღნიშვნას, ამას მთელი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. აქ არის რამდენიმე მარტივი სახელმძღვანელო, რომელიც საშუალებას მოგცემთ ფოკუსირება მოახდინოთ არაფრის კეთებაზე, კონცეტრირება რაიმემ არ უნდა გაგიფანტოთ. გამორთეთ თქვენი სამუშაო ტელეფონი და არ წაიკითხოთ მესიჯები - ეს დღეს მხოლოდ თქვენთვისაა, არ ღირს კოლეგების და სხვების შეკითხვებზე ყურადღების მიქცევა . 39 2-ს მოსწონს
|