x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
20 აგვისტო სიზარმაცის მსოფლიო დღეა - როგორ ავღნიშნოთ ის?
image

წელიწადში ერთ დღეს შეგიძლიათ მოდუნდეთ, არაფერი გააკეთოთ და არ ინანოთ ამის გამო. ყოველწლიურად 20 აგვისტოს სიზარმაცის მსოფლიო დღე აღინიშნება და არც 2023 წელი არის გამონაკლისი.





ეს უჩვეულო დღესასწაული რამდენიმე ათეული წელია 20 აგვისტოს აღინიშნება


დღესასწაულის ისტორია



სიზარმაცის დღე დაიბადა 1984 წელს მრეწველობის, ვაჭრობის და კულტურის ფესტივალზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდებოდა 2012 წლამდე კოლუმბიაში, ქალაქ იტაგუიში. ფესტივალის დასკვნით დღეს „სიზარმაცის მსოფლიო დღე“ ეწოდა და მონაწილეებს მოუწოდებდნენ, ცოტა ხნით დაევიწყებინათ დატვირთული სამუშაო დღეები და მისცენ საკუთარ თავს საშუალება შეჩერდნენ, დაისვენონ და არაფერი გააკეთონ და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფესტივალი აღარ იმართება, სიზარმაცის მსოფლიო დღე ბევრ ქვეყანაში აღინიშნება, თუმცა, სხვადასხვა დროს - მაგალითად, აშშ-ში, მას 10 აგვისტოს აღნიშნავენ.

image

იტაგუი არის კოლუმბიის მსხვილი ინდუსტრიული ცენტრი, რომლის მაცხოვრებლები დიდ დროს ატარებენ სამსახურში, რის გამოც ძილი აკლიათ და ცოტა დროს უთმობენ საკუთარ თავს. სიზარმაცის დღე კი, როგორც თავიდან შეიძლება იფიქროთ, სულაც არ ემსახურება მანკიერების განდიდებას. პირიქით - ამ დღეს, ერთის მხრივ, უნდა გახსოვდეთ, რომ ცხოვრება მხოლოდ შრომა არ არის და ზოგჯერ სასარგებლოა ირგვლივ მიმოიხედო და მომენტით დატკბე, მეორე მხრივ, რომ არ არსებობს პროდუქტიული სამუშაო დასვენების გარეშე. ასე რომ ცოტა სიზარმაცზე საკმაოდ სასარგებლოც კია.


სადღესასწაულო ტრადიციები


სიზარმაცის მსოფლიო დღე არის დღესასწაული, მართალია არა ოფიციალური, მაგრამ უკვე ფართოდ გავრცელებული. მას სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ, მაგრამ ყველაზე დიდი მოვლენები ხდება, რა თქმა უნდა, მის სამშობლოში - კოლუმბიაში. ყოველწლიურად კოლუმბიელებს ქუჩებში საწოლები გამოაქვთ, ჰამაკებს კიდებენ, პიჟამოებს იცვამენ და მთელი დღის განმავლობაში გამომწვევად არაფერს აკეთებენ – რათა გამვლელებმა ნახონ და მათგან მაგალითი აიღონ. დღესასწაულის დევიზია „სიზარმაცის უფლებისთვის“

image

სხვა ქვეყნებში სიზარმაცის დღემ ადგილობრივი კოლორიტი შეიძინა - სხვადასხვა სახელმწიფოებმა განავითარეს საკუთარი ტრადიციები. მაგალითად, მონტენეგროში ტარდება შეჯიბრებები დივანზე წოლაში - იმარჯვებს ის, ვინც უფო დიდხანს იგორავებს.


როგორ აღვნიშნოთ


თუ გადაწყვეტთ სიზარმაცის დღის აღნიშვნას, ამას მთელი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. აქ არის რამდენიმე მარტივი სახელმძღვანელო, რომელიც საშუალებას მოგცემთ ფოკუსირება მოახდინოთ არაფრის კეთებაზე, კონცეტრირება რაიმემ არ უნდა გაგიფანტოთ.


გამორთეთ თქვენი სამუშაო ტელეფონი და არ წაიკითხოთ მესიჯები - ეს დღეს მხოლოდ თქვენთვისაა, არ ღირს კოლეგების და სხვების შეკითხვებზე ყურადღების მიქცევა .

0
39
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0