სხვა ასამდე ეგვიპტური მუმიის დნმ-ის ანალიზმა მეცნიერები შოკში ჩააგდო! 2023, 19 აგვისტო, 10:55 მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიისა და ებერჰარდ-კარლს ტუბინგენის უნივერსიტეტის გერმანელმა მეცნიერებმა 3500-დან 1500 წლის 90 ეგვიპტური მუმიის გენომი ნაწილობრივ აღადგინეს. მეციერები ანალიზის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ რომ ძველი ეგვიპტელები აფრიკელები არ იყვნენ. ზოგი თურქი იყო, ზოგიც სამხრეთ ევროპიდან და ასევე იმ ადგილებიდან სადაც ახლა ისრაელი, იორდანია, სირია, ლიბანი და საქართველო მდებარეობს.ცოტათი ადრე, მსგავსი კვლევები ციურიხში მდებარე გენეალოგიური ცენტრის "iGENEA"-ს ბიოლოგებმა ჩაატარეს. მათ მხოლოდ ერთი, თავად ტუტანხამონის მუმიიდან აღებული გენეტიკური მასალა გაანალიზეს. მისი დნმ ძვლის ქსოვილიდან იქნა აღებული - კონკრეტულად კი, მარცხენა მხრიდან და მარცხენა ფეხიდან."iGENEA"-ს სპეციალისტებმა ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი და თანამედროვე ევროპელების გენომი ერთმანეთს შეადარეს და გაარკვიეს რომ ბევრი მათგანი ტუტანხამონის ნათესავია. საშუალოდ, ევროპელი მამაკაცების ნახევარი "ტუტანხამონელია". დნმ შეადარეს ე.წ ჰაპლოჯგუფების - დნმ-ის ფრაგმენტების დამახასიათებელი ნაკრების მიხედვით, რომლებიც თაობიდან გადაეცემა და თითქმის უცვლელი რჩება. ფარაონის ნათესავები საერთო ჰაპლოჯგუფმა R1b1a2- მა "გასცა".მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ტუტანხამონის R1b1a2, რომელიც ევროპელ მამაკაცებში ასე გავრცელებულია, თანამედროვე ეგვიპტელებში ძალიან იშვიათად გვხვდება. მისი მატარებლების წილი მათ შორის ერთ პროცენტს არ აღემატება."საინტერესო არ არის, რომ ტუტანხამონი გენეტიკური ევროპელია", - გაოცებული კითხულობს "iGENEA "-ას ცენტრის დირექტორი რომან შოლცი. შვეიცარიელებისა და გერმანელების გენეტიკურმა კვლევებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თანამედროვე ეგვიპტელები, ფარაონების გადაგვარებული შთამომავლები არ არიან. უბრალოდ, მათ თითქმის არაფერი აქვთ საერთო თავიანთ ძველ მმართველებთან, რაც გარკვეულწილად ეგვიპტური საზოგადოების თავისებურებებს ხნის. თავად ფარაონები კი, ადგილობრივები არ არიან."დარწმუნებული ვარ, რომ ეგვიპტის მეფეებისა და ევროპელების საერთო წინაპარი კავკასიაში დაახლოებით 9500 წლის წინ ცხოვრობდა", - განაცხადა შოლცმა. დაახლოებით 7 ათასი წლის წინ მისი უშუალო შთამომავლები ევროპაში დასახლდნენ, ვიღაცამ კი ეგვიპტემდე ჩააღწია და გარკვეული ძალისხმევის შედეგად ფარაონიც გახდა, თუმცა ირკვევა, რომ ტუტანხამონის წინაპრები, დიდი ბაბუებიდან დაწყებული და ის თავადაც კავკასიელი იყო.ჰო, და კიდევ ერთი.... მოვა დრო და ისინი გაცოცხლდებიან, როგორც ეს თავად სურდათტიუბინგენის უნივერსიტეტის პალეოგენეტიკოსმა, იოჰანეს კრაუზემ ჟურნალ "Nature Communications"-ში განაცხადა, რომ 151 მუმიიდან სამის გენომი, რომელზეც გერმანელი მკვლევარები მუშაობდნენ სრულად იქნა აღდგენილი. მათი დნმ კარგად იქნა შემონახული და მეცნიერის თქმით, მიუხედავად ეგვიპტური ცხელი კლიმატისა, სამარხების მაღალი ტენიანობისა და ბალზამირებისთვის გამოყენებული ქიმიკატების მიუხედავად ჩვენამდეც იდეალურად მოაღწია.გენომის აღდგენა- თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში - მისი პატრონის კლონირების გზით სრულ აღდგენას გვპირდება, რაც ძველ ეგვიპტელებს ფრიად გაეხარდებოდათ, რომლებიც იმედოვნებდნენ ოდესმე მკვდრეთით აღდგომას, სწორედ ამიტომაც იქცნენ ისინი მუმიებად, თითქოს წინასწარ გრძნობდნენ, რომ მათი ნაშთები მეცნიერებისთვის გამოსადეგარი იქნებოდა.546 შეფასება არ არის |