x
უცნაური დაავადებები, რომლებიც ამოუცნობი დარჩა
imageჩვენ, როგორც წესი, ვენდობით ექიმებს და გვგონია, რომ მათ შეუძლიათ გვითხრან ის, რაც სხვებმა არ იციან. ექიმები გვეუბნებიან რა გვჭირს, რატომ გვჭირს და როგორ ვიმკურნალოთ, მაგრამ არის გამონაკლისები. არსებობს გარკვეული, უცნაური დაავადებები, რომლებიც ექიმებს აფიქრებინებს, რომ საქმე მედიცინაში კი არა ჯადოქრობაშია.





ბრეინერდის დიარეა
თუ თქვენ გამოგიცდიათ სწრაფი კვების ობიექტში მირთმევის შემდეგ მოწამვლა, მუცლის ტკივილი და საპირფარეშოში გატარებული, არც თუ ისე ბედნიერი, წუთები, მაშინ არ
გაგიჭირდებათ იმის წარმოდგენა, თუ რას გრძნობს ადამიანი, როცა imageიგივე თვეების განმავლობაში, განუწყვეტლივ გრძელდება. მეტიც, ბრეინერდის დიარეით დაავადებულ პაციენტებს საპირფარეშოსკენ ყოველდღიური მარათონის გავლა 10-20-ჯერ უხდებათ.
სახელს დაავადება მინესოტას შტატის ქალაქ ბრეინერდიდან იღებს, სადაც 1983 წელს პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებისგან განკურნებას ექიმები ვერ ახერხებენ, ის თავისით რჩება 1 წლამდე ვადაში. არც მისი გამომწვევი მიზეზია ცნობილი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის აუდუღებელი რძისგან ჩნდება.


ძილის ავადმყოფობა
წარმოიდგინეთ გაციება, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ რთულდება და ავადმყოფი იყინება, ემსგავსება ძეგლს. ერთი შეხედვით ადამიანს ეგონება, რომ პაციენტს უბრალოდ სძინავს, მაგრამ როცა საბოლოოდ ის საავადმყოფოში ”იღვიძებს”, ავადმყოფი იქცევა ისე თითქოს ის შეპყრობილია. უემოციოდ ატრიალებს თვალებს და იწყებს ადამიანებზე შეტევას.
imageდაავადებამ, რომელიც საშინელებათა ფილმის სიუჟეტს მოგვაგონებს, მე-20 საუკუნის დასაწყისში ეპიდემიური ხასიათი მიიღო და ექიმები გაურკვევლობაში ჩააგდო. პაციენტები, რომლებსაც თითქოს ეძინათ, სინამდვილეში სრულიად ფხიზლები იყვნენ. მათ ესმოდათ და გრძნობდნენ ყველაფერს, მაგრამ არ შეეძლოთ განძრევა. ამ ყველაფერს ემატებოდა ჰალუცინაციებიც. გადარჩენილები განკურნების შემდეგ იტანჯებოდნენ შემაძრწუნებელი ქცევითი დარღვევებით ( ემოციური ინდეფერენტულობა, გადამეტებული მიდრეკილება ძალადობისკენ და სხვა). არავინ იცის საიდან გაჩნდა დაავადება ან სად გაქრა ის, მაგრამ ეპიდემიიდან 10 წლის შემდეგ მსგავსი რამ, ცალკეული შემთხვევების გარდა, საბედნიეროდ აღარ მომხდარა.



imageმეინის მხტუნავი ფრანგი კაცები
1878 წელს ჯორჯ მილერ ბერდმა აშშ-ს შტატ მეინში აღწერა ნევროლოგიური დარღვევა. მან შეამჩნია, რომ რეგიონის ფრანგ-კანადელი ტყისმჭრელები მცირე პროვოკაციაზეც კი პატარა გოგოებივით ხტუნვასა და კივილს იწყებდნენ. უვრო უცნაური კი ისაა, რომ იმისთვის, რომ მათ ხტუნვა-კივილი დაეწყოთ საკმარისი იყო ნებისმიერი ბრძანების გაცემა, მხოლოდ ხმამაღლა. დღესაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს იგივე ნევროლოგიური დარღვევა აქვთ, ხოლო ზოგიერთ მსხვერპლს დამატებით სხვა სიმპტომიც აღენიშნება - ისინი გიგანტური თუთიყუშებივით იმეორებენ ყველა ხმას, რაც მათ ესმით. ბევრი ფიქრობს, რომ დაავადება გენეტიკურია. ზოგიერთი კი დამნაშავედ ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და გარემოს მიიჩნევს. ფაქტი კი ერთია, დარწმუნებით არავის შეუძლია მსგავსი ქცევის მიზეზის ახსნა.
image







2
675
3-ს მოსწონს
ავტორი:Pumpkin Joe
Pumpkin Joe
675
  
2012, 7 ოქტომბერი, 14:50
რა საინტერესო დაავადებებიაა:))) არავის არ ვუსურვებდიიი
2012, 6 ოქტომბერი, 18:13
++++:)
0 1 2