x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მეტი მოკრძალებაა საჭირო: ეპატაჟური სამოსის მოყვარული ვარსკვლავები

image


მოდამ თავის აბსურდულობაში შეიძლება წარმოუდგენელ სიმაღლეებსაც კი მიაღწიოს. მიმზიდველობისა და კომფორტის ცნებები ერთმანეთისგან საკმაოდ შორს არის და საინტერესოა, რომ ცნობილი ადამიანები უფრო მეტად, უპირატესობას სწორედ პირველს ანიჭებენ, მაგრამ ასევე არსებობს ორი სხვა კატეგორია: ესთეტიკური და პრაქტიკული და გასაკვირია, სელებრითები როგორ ვერ ახერხებენ მათ შორის არსებული ნიუანსების გარჩევას. თქვენ წინაშეა მსოფლიო შოუ - ბიზნესის ვარსკვლავები, რომლებიც ეპატაჟურ ჩაცმულობას აღმერთებენ.





ლედი გაგა


image


ეპატაჟური პოპ- ვარსკვლავი ყოველთვის ექსცენტრული ჩაცმულობებით გამოირჩევა, ამჯერად, გამონაკლისად არც მისი ეს ერთი შეხედვით, მოკრძალებული "ლუქი" იქცა. ორ ფერში გადაწყვეტილი, გრძელი, თავისუფალი ფორმის კაბა იმდენად გამჭვირვალე იყო, რომ დამსწრე საზოგადოებას "უკანა ხედიდან" საკმაოდ შთამბეჭდავ სანახაობას სთავაზობდა, თუმცა პოპ - ვარსკვლავისთვის ეს უხერხულობას სულაც არ ქმნიდა.



ბელა ჰადიდი


image


ბელა თანამედროვე მოდელებს შორის ყველაზე მოდურ სტილის "ხატად" არის აღიარებული, თუმცა ზოგჯერ უხერხული მომენტები მასაც კი აქვს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა დაკავშირებულია მის შავ გამჭვირვალე კომბინეზონთან, რომელშიც მოდელი არამარტო უცნაურად გამოიყურებოდა, არამედ მასში თავს აშკარად არაკომფორტულადაც კი გრძნობდა.




M.I.A


image


წარმოშობით შრი-ლანკელ მომღერალს, ოქროს, ბრჭყვიალა კოსტიუმებისა და მოდური სამოსისადმი წარმოუდგენელი ლტოლვა აქვს. ის გლამურული სტილის ელემენტებს ადგილობრივ მოტივებს უთანხმებს, რაც მის "ლუქებს" კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას სძენს.




რიანა


image


მსოფლიო შოუ- ბიზნესის ვარსკვლავები შანს ხელიდან არ უშვებენ წითელ ხალიჩაზე რაც შეიძლება უფრო თამამი და სკანდალური სამოსით წარსდგნენ. პოპულარობისთვის ვარსკვლავები მზად არიან ყველაფერი ჩაიცვან, ზოგჯერ კი - საერთოდაც არაფერი გამონაკლი არც ბარბადოსელი ლამაზმანი რიანაა, რომელიც კოლეგების მსგავსად ასევე ეპატაჟური ჩაცმულობის დიდი მოყვარულია.




ქლოი გრეის მორეცი



image


ცოტა ხნის წინ, ქლოი გრეის მორეცი გარეგნულად შესამჩნევად შეიცვალა, თუმცა ვარსკვლავი ჯერ კიდევ არ არის მიჩვეული თავისი სამოსის ახალ ზომასთან. ზოგჯერ ვიწრო სამოსი დამატებით დატვირთვას ვერ უძლებს და ირღვევა, რის გამოც მსახიობი საზოგადოების წინაშე უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ აღმოჩენილა. ოდესღაც სელებრითი ექსპერიმენტებისკენ იყო მიდრეკილი და გამჭვირვალე კოსტიუმებზეც არ ამბობდა უარს, რაც მსახიობს კიდევ უფრო მეტ გამბედაობასა და იდუმალებას მატებდა.





ბლეონა


image


"American Music Awards"-ის ერთ-ერთ ცერემონიაზე დასასწრებად ნიჭიერმა ალბანელმა მომღერალმა ყურადღების მიპყრობის მიზნით გამჭვირვალე კაბა შეარჩია მკერდზე დეკორატიული სტიკერებით, თუმცა დროთა განმავლობაში მომღერალი იმ დასკვნამდე მივიდა რომ კიდევ უფრო მეტი სითამამეც არ აწყენდა და გადაწყვიტა თავისი "ღირსებები" მთელი თავისი ბრწყინვალებით პუბლიკისთვის წარმოეჩინა. მსოფლიო შოუ- ბიზნესში თუ თამამ სამოსს ვინმე აღმერთებს, ეს პირველ რიგში - ბლეონაა.




ჰოლზი


image


როდესაც ეპატაჟური მომღერალი ჰოლზი წვეულებაზე ან წითელ ხალიჩაზე მაამებლურ მიწვევას იღებს, ვარსკვლავის დიზაინერთა გუნდი დაუყოვნებლივ იწყებს მზადებას ამ დირექტივით: "შექმენით რაიმე მართლაც ორიგინალური და, რა თქმა უნდა, თამამი ელემენტებით!".










0
305
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
305