x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი მარგალიტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ

არქეოლოგების აზრით, სწორედ მარგალიტი გახდა პირველი სამკაული, რომელმაც მიიპყრო ნახევრად ველური ადამიანის ყურადღება ესთეტიკური სრულყოფილების გამო. ვინაიდან ისე ადვილი იყო ამ უცნაური და ლამაზი ბურთების მოპოვება, თითქმის მაშინვე დაიწყო მისი დაფასება.image

1. მარგალიტი ერთადერთი ძვირფასი მინერალია, რომელიც დამუშავებას არ საჭიროებს.

2. ეს ქვა პირველად ჩინელებმა გამოიყენეს. ჯერ კიდევ 42 საუკუნის წინ, ქრისტეშობამდე 2206 ერლს ჩინური მარგალიტი იყო არა მხოლოდ დეკორაცია, არამედ დიდი ფულადი ერთეულების ექვივალენტი. ასევე სოციალური სტატუსის ნიშანი. ჩინეთში მმართველების თავსაბურავზე დიდი მარგალიტები მბრძანებლური ძალაუფლების სიმბოლო იყო და ზოგიერთი ძვირადღირებული შესყიდვა მარგალიტით ხდებოდა.


3. ლეგენდების თანახმად, დედოფალ სემირამიდას უყვარდა მარგალიტის სამკაულები და დღესასწაულებზე ატარებდა ღია ვარდისფერი მარგალიტისგან დამზადებულ მძივებს. ხოლო დედოფალმა კლეოპატრამ, ლეგენდის თანახმად, ღვინოში გახსნა უზარმაზარი მსხლისებური მარგალიტი და დალია მარკუს ანტონიუსის თვალწინ. ყველაფერი კი უბრალო სანაძლეოს გამო მოხდა, კლეოპატრა შეჰპირდა ანტონიუსს ყველაზე ძვირადღირებულ სადილის მომზადებას და რა თქმა უნდა მოიგო კიდეც.image

4. ბუნებაში არსებობს მარგალიტის 8 კონფიგურაცია: ღილაკი, წვეთი, მსხალი, ოვალური, ნახევარწრიული, წრე, არარეგულარული ფორმა და სფერო.

5. ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს რჩევით, ალექსანდრე მაკედონელმა ინდოეთზე თავდასხმამდე უპირველეს ყოვლისა აიღო კუნძული სოკოტრა, რომელიც განთქმული იყო ულამაზესი შავი მარგალიტით. შავმა მარგალიტებმა იმდენად მოხიბლა მეთაური, რომ ისინი შეაერთა თეთრ და ვარდისფერ მარგალიტებთან და გაგზავნა საბერძნეთში. ამის შემდეგ დაიწყეს მსგავსი სამკაულების დამზადება.image


6. როდესაც ლუი XIII მონათლეს, მის დედას, საფრანგეთის დედოფალს მარი დე მედიჩის მარგალიტით მოქარგული კაბა ეცვა. მასზე არც მეტი, არც ნაკლები 30 000 მარგალიტი იყო.

7. ესპანეთის მეფე ფილიპ მეორე ერთ დროს იყო მსხლის ფორმის მარგალიტის მფლობელი, სახელად "პერეგრინი". ეს მარგალიტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია დღემდე. პეგრინის მფლობელები მხოლოდ ცნობილი ადამიანები გახდნენ, სხვადასხვა დროს იგი ეკუთვნოდა ინგლისის დედოფალს, მარია ტიუდორს, ნაპოლეონ III-ს. ბოლო დრომდე კი მარგალიტი ელიზაბეტ ტეილორთან იყო - ეს იყო მისი მეუღლის რიჩარდ ბარტონის საჩუქარი. კარტიეს სახლის იუველირებთან ერთად მსახიობმა მოიფიქრა ბრილიანტებით მარგალიტის ყელსაბამი და, რა თქმა უნდა, „პერეგრინი“ გახდა ამ სამკაულის მთავარი ელემენტი.image

8.ძალიან იშვიათია, რომ ორი ან მეტი მარგალიტი ერთად გაიზარდოს. ამ ფენომენის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია „დიდი სამხრეთის ჯვრის“ მარგალიტი. როდესაც მეთევზეებმა ნიჟარა გახსნეს, აღმოაჩინეს, რომ ცხრა მარგალიტი ერთად გაიზარდა ჯვრის სახით.image

9. ყველაზე დიდი მარგალიტი მსოფლიოში. ნახსენებია, გინესის რეკორდების წიგნში. ფილიპინურიი "ალაჰის მარგალიტი"- 6, 35 კილოგრამი, 32000 კარატი, დიამეტრი 238 მილიმეტრი.image

10. "ყველაზე ძვირფასი მარგალიტის" ტიტული ასევე ეკუთვნის "რეგენტის" მარგალიტს, რომელსაც კვერცხის ფორმა აქვს. მისი სხვა, უფრო ცნობილი სახელია ბონაპარტის ოჯახის მარგალიტი. ნაპოლეონმა ის 1811 წელს იყიდა თავისი მომავალი მეუღლისთვის მარია ლუიზისთვის. შემდეგ იგი ფაბერჟეს გადასცეს, რის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში მის კოლექციაში იყო პეტერბურგში. 2005 წელს ის აუქციონზე გაიყიდა რეკორდულ ფასად მარგალიტებში 2, 5 მილიონ დოლარად.

0
185
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0