x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რისთვის სჭირდებოდათ ძველ ეგვიპტელებს კატების მუმიები? - მიზეზი მართლაც გაგაოგნებთ!

image


ძველი ეგვიპტელები კატებს ამრავლებდნენ არა ოჯახში შინაური ცხოველების ყოლისთვის, არამედ რიტუალური მუმიფიკაციისა და ღმერთებისთვის მსხვერპლშესაწირად. ასევე, სამარხებში კატების მუმიებს იმისთვის ათავსებდნენ, რომ ეს წმინდა ცხოველები მიცვალებულებს იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც დახმარებოდნენ.


image


ძველი ეგვიპტის კატებმა სახელი მთელს მსოფლიოში ეგვიპტელთა თავაზიანი მოპყრობის გამო გაითქვეს. მათ ისინი დადებითი ადამიანური თვისებებით დააჯილდოვეს. ითვლებოდა, რომ კატებს მისტიკური ძალა ჰქონდათ და მიწისქვეშეთის საიდუმლოებებსაც ფლობდნენ.


image


ცხოველთა მაღალი როლი ეგვიპტურ საზოგადოებაში იმით იყო განპირობებული, რომ სახელმწიფოში მთავარ მრეწველობად სოფლის მეურნეობა ითვლებოდა. ეს კი ნიშნავდა, რომ საჭირო იყო თაგვების, ვირთხებისა და გველების შემოსევის წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც ჩანს, ეგვიპტელებმა შეიტყვეს რომ კატებს "დაუპატიჟებელ" სტუმრებზე ნადირობა შეეძლოთ და მათ საწყობებსა და მინდვრებში სპეციალურ საკვებსაც კი უტოვებდნენ.


image


კატის მსგავსად, ასევე ნიანგს, ქორსა და ძროხას განსაკუთრებით კი ცივილიზაციის ადრეულ პერიოდში მაგიური ძალა ენიჭებოდათ. თითოეული კატა მაგალითად დაკავშირებული იყო მიწისქვეშეთთან და უბრალო ადამიანს მიცვალებულთა სამეფოში შესვლისას იცავდა. ეგვიპტის მთელი ისტორიის განმავლობაში კატისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ძალიან მაღალი ჯარიმები იყო დაწესებული. ბასტეტის კულტის პოპულარობის დროს კატის მოკვლა სიკვდილით ისჯებოდა, თუმცა კატების მუმიებზე ჩატარებული კვლევები მიუთითებს რომ ბუბასტისში მათ ან ტრავმები ჰქონდათ მიყენებული ან განზრახ იყვნენ მოკლულნი.

image



როდესაც ოჯახს კატა უკვდებოდა, მისი წევრები ღრმა ტრაურში ვარდებოდნენ და წარბებს იპარსავდნენ. კატის ცხედარს მუმიფიცირებას უკეთებდნენ და მარხავდნენ, საწყობს კი თაგვებით, ვირთხებითა და რძით აფორმებდნენ.


image


ზოგიერთი საფლავი ნაპოვნია ბუბასტისში, გიზაში, დენდერაში, ბენი - ჰასანსა და აბიდოსში. 1888 წელს ბენი - ჰასანში აღმოაჩინეს კატის ნეკროპოლისი 80000 კატის მუმიით. კატის სხეულს როგორც წესი, ბალზამირებას უკეთებდნენ.


imageimageimage









0
221
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
221