x
image
ირინა მ.
ნაპოვნი "ოქროს ბიჭუნა" ქ. ედფუდან

image


ქ. ქაიროს ეგვიპტოს მუზეუმმა საინტერესო კვლევა გამოაქვეყნა იმ მრავალრიცხოვან მუმიათაგან ერთ-ერთზე, რომლებიც ტაჰრირის მოედანზე მდებარე ცნობილი შენობის სარდაფში ინახება.

მამაკაცის მუმია ედფუდან, მუზეუმში საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ინახებოდა. აქ იგი 1916 წელს მოხვდა, ნაჰ ელ-ჰასაიას ნეკროპოლის გათხრებიდან, რომლის სამარხები ძირითადათ პტოლემეების გვიან პერიოდს მიეკუთვნება.


image


მუმია ორ სარკოფაგში იყო ჩასვენებული: შიდა სარკოფაგი შესრულებული იყო ეგვიპტური კანონებით, მდიდრულად მოხატული, მოოქროვილი და დაფარული ეგვიპტური იეროგლიფებით; გარე სარკოფაგი კი შეიცავდა ტექსტებს, შესრულებულს ბერძნულ ენაზე. მუმია დაფარული იყო მუქი ყავისფერი ქსოვილით, თავზე მოოქროვილი ნიღბით, მკერდზე ფართო სამკაულით, ხოლო ფეხებზე სანდლები ემოსა. სასქესო ორგანოც ქსოვილით იყო დაფარული. ის, რომ ნეშტი არ იყო წინადაცვეთილი, მიუთითებს იმაზე, რომ იგი ეგვიპტელი არ ყოფილა. ძველ ეგვიპტეში წინადაცვეთა არ იყო სავალდებულო, თუმცა ეგვიპტელი მამაკაცების უმრავლესობა (თუ მუმიების მიხედვით ვიმსჯელებთ) მაინც მისდევდა ამ წესს.


imageimageimage

პირველადმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ქსოვილებისა და მოოქროვილი ნიღბის ქვეშ 14-15 წლის მოზარდის სხეულია. კბილების მდგომარეობისა და მუმიფიკაციის ხარისხის მიხედვით, დადგინდა, რომ იგი დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელია. მიცვალებულის სიმაღლე 127, 7 სმ.-ია, შინაგანი ორგანოებიდან მხოლოდ გული აქვს ადგილზე. ქსოვილების ნაკეცებს შორის აღმოჩენილ იქნა 49 ამულეტი, აქედან 30 ოქროსია, დანარჩენი ფაიანსისა და ნახევრად ძვირფასი ქვებისგანაა შესრულებული. მუმიის ენა დაფარული იყო ოქროს თხელი ფირფიტებით, რათა ენა დაცული ყოფილიყო გახრწნისგან და მიცვალებულს ოსირისის სამსჯავროზე შესძლებოდა პასუხის გაცემა.


image

"ოქროს ბიჭუნას" მუმიაზე აღმოჩენილი ამულეტები ტომოგრაფიის პროცესში: 5-ოქროს ჭურჭელი-სიტულა, 6-ოქროს "ჯედი", 7-ოქროს "უჯათი", 8-ოქროს "შუტი", 9-ოქროს ხოჭო, 10-ოქროს "უჯათი", 11-ქვის "უჯათი", 12-ფაიანსის ნახევარმთვარე, 13-ოქროს ხოჭო, 14-ფაიანსის ნახევარმთვარე, 15-გველის ქვის თავი, 16-ისიდას ოქროს კვანძი "თიტი", 17-ოქროს ფირფიტა, 18-ფაიანსის "უჯათი", 20-ოქროს "შუტი", 21-ოქროს სიტულა, 22-ქვის პლაცენტა, 23-ოქროს "ჯედი", 24-ოქროს კუთხე, 25-ოქროს ჭურჭელი "ნუ", 26-ფაიანსის ნახევარმთვარე, 27-ოქროს სიტულა, 28-ოქროს ჭურჭელი, 29-ოქროს ამულეტი "აქეტი", 30-ოქროს ცილინდრი, 31-ოქროს მძივი, 32-ფაიანსის "აქეტი", 33-ოქროს ცილინდრი, 34-ოქროს სიტულა, 37-ოქროს "ჯედი", 38-ოქროს ზიგზაგი, 39-ამულეტი "ტებტი", 40-ოქროს ფირფიტა.

მიუხედავად იმისა, რომ მუმია, რომელსაც "ოქროს ბიჭუნა" უწოდეს, ძალიან კარგად არის შემონახული, მოზარდის სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდა.



image










იხილეთ სხვა სტატიები:







არქეოლოგებმა ძველი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც ყელზე ცელი ჰქონდა მიბჯენილი

image


რატომ ეზრდება თმა იაპონურ თოჯინას? - გამოცანა, რომელიც უკვე 100 წელია გამოცანად რჩება

image


"მიცვალებულის თითები", "იუდას ყურები" და ა.შ. სოკოები, რომლებიც სრულიად ამართლებენ სახელწოდებებს

image


მოყვარულმა უბრალო დეტექტორით 2, 6 კგ. ოქრო იპოვნა

image


რატომ გაშიშვლდა 2500 ადამიანი სიდნეის პლაჟზე (18+)

image


მასაჟის ყველაზე უცნაური ნაირსახეობები

image


როცა ბავშვები სახლში მარტო რჩებიან

image


გარანტია ათასი წელი: უძველესი მაიას ტომის სტომატოლოგიის დონით მეცნიერები გაოცებული არიან

image


პლანეტის 11 უცნაური და საშინელი არსება

image


ბელმონდო: მომხიბვლელი ავანტურისტი, რომელიც ყოველთვის უყვარდათ ქალებს

image





0
176
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
176