x
თვითნასწავლი მხატვრის თამთა მოდებაძის ფერწერაში გაცოცხლებული ქართული მულტიპლიკაცია

image ნიჭს, რომელსაც საზღვრები არ აქვს, თვითნასწავლი მხატვრის თამთა მოდებაძის შემოქმედებაში კიდევ ერთი ახალი იდეის განხორციელების შესაძლებლობად იქცა. ამჯერად, მხატვარმა ყველასათვის საყვარელი ქართული მულტიპლიკაციური ფილმების პერსონაჟები გააცოცხლა.

imageცხრა ქარული მულტიპლიკაციური ფილმიდან:წუნა და წრუწუნა, მწვანე ტოტი, ტყის კვარტეტი, მე წვიმად მოვალ, ჩხიკვთა ქორწილი, სიზმარა, ჯადოსნური კვერცხი, ბატი ტასიკო, მგელი და კრავი, 11 ტილოზე ასახა ის დასამახსოვრებელი სცენები, რომელთა გახსენება ყოველთვის გვაბრუნებს ბავშვობის იმ სასიხარულო და სასიამოვნო ემოციებთან, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში ცოცხლობს.

image

უძველესი ქართული ანიმაციებისადმი მიძღვნილი ნახატების ეს სერია წარმოდგენილი იყო ღია ცის ქვეშ, ყოფილი პიონერთა სასახლის რამდენიმე თვის წინ გახსნილ პარკში თამთა მოდებაძის პერსონალურ გამოფენაზე „ქართული მულტიპლიკაციური ფილმები ფერწერაში“.

image

როგორც მხატვარმა აღნიშნა მან ამ გამოფენით ბავშვებს გაუკეთა საჩუქარი, მისცა შესაძლებლობა მშობლებთან ერთად ყოფილიყვნენ დამთვალიერებლები.

image

ღია ცის ქვეშ გამოფენა საოცარი შთაბეჭდილებებით იყო სავსე.

image

ქართველი და უცხოელი ბავშვები დიდი ინტერსით ათვალიერებდნენ თითოეულ ტილოზე ასახულ პერსონაჟს, ცდილობდნენ გამოეცნოთ მულტფილმები და ესაუბრათ შინაარსზე.

image

ამრიგად, თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედება, რომელიც ჟანრობრივად მრავალფეროვანია კიდევ უფრო დაამშვენა ქართული მულტიპლიკაციური ფილმებისადმი მიძღვნილმა ნახატების სერიამ.

image


მხატვრის ჩანაფიქრმა ფერწერაში გაეცოცხლებია პერსონაჟები წარმატებით ჩაიარა.

image

გამოფენაზე მოსული ბავშვები, რომელთაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ნანახი რომელიმე ქართული მულტიპლიკაცია თითოეულმა ნახატმა კიდევ უფრო დააინტერესა ნახონ ქართული ანიმაციები, შეიყვარონ პერსონაჟები, უამბონ ერთმანეთს შინაარსი, სადაც სიკეთე, მეგობრობა და სიყვარული ასე ლამაზ ფერებში არის ასახული.

image

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0