საზოგადოება კონსტანტინე მორგოშია: "ქართულმა ოცნებამ" "ვლასტის" შსანარჩუნებლად რუსებთან დაიწყეს კოჭების გაგორება" 2023, 14 აგვისტო, 14:03 დიდი ხანია არაფერი დამიწერია და ბევრი კითხვაც გაჩნდა. დიდი ინფორმაციები მოდის ჩემამდე და როგორც ყოველთვის, სანდო წყაროებიდან! ამ ინფორმაციების გადამოწმების და ანალიზის შედეგად, გადავწყვიტე დავწერო ის, რასაც ახლა გაეცნობით. უკვე წლებია, მხარს ვუჭერ რუსებთან ურთიერთობების დალაგებას, ქვეყნის დეოკუპაციას და ეროვნული ინეტერესების გატარებას, მაგრამ არასდროს არ მქონია აზრად და არც კი დამიშვია, რომ საქართველო, რუსეთის გუბერნიის მაგვარი ერთეული ყოფილიყო, ან რაიმე მსგავსი! მე ჩემი ქვეყანა მინდა იყოს რეალურად დამოუკიდებელი და არა ან რუსეთის გუბერნია, ან აშშ-ს კოლონია!
როცა ქართულ ოცნებას სჭირდებოდა, 9 წელი აშშ-ს და ევროპელების კოლონია ვიყავით, ხოლო როცა ვერ დალაგდნენ თავის ევროპელ და ამერიკელ “პარტნიორებთან”, მაშინვე თავისი პირადი კაპიტალის, "პალაჟენიის" და "ვლასტის" შესანარჩუნებლად, ვითომ კონსერვატიული მოტივებით, რუსებთან დაიწყეს კოჭის გაგორება, ოღონდ როგორც ყოველთვის, უნიჭოდ! 2024 წლის არჩევნებს, ფიქრობენ რომ მოიგებენ და 52/53%-ს მიიღებენ, რაც თითქმის შეუძლებელი და სისულელე მგონია.
ამიტომ, ფაქტობრივად ყველა კონსერვატიულ და ეროვნულ ძალას ებრძვიან, თან მიაჩნიათ, რომ ამ ნიშას თვითონ დაიკავებენ, რაც ასევე, კიდევ უფრო დიდი სისულელეა! ეს ყველაფერი კი ძალიან, ძალიან სახიფათო თამაშია! თუ “ქართული ოცნება” ვერ გაიმარჯვებს და ქვეყანა აირევა, 100% შემიძლია ვთქვა, რომ რუსები პირდაპირი გზებით ჩაერევიან ამ პროცესებში და ამით ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით!
რუსეთი აღარ დაუშვებს მაიდანს არსად, მის საზღვრებთან ახლოს. მითუმეტეს მაშინ, როცა რუსებს უკვე სანქციებით ვეღარავინ დააშინებს, რადგან ყველა სანქცია უკვე ისედაც ამოქმედებულია! იმის ნაცვლად, რომ კონსერვატიული ფლანგი გაძლიერდეს და ულტრა-ლიბერალური ფლანგი დამარცხდეს ქართველი ხალხის ერთობით, ამხელა რისკებზე მიდის “ქართული ოცნება”, რადგან რუსებთან დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყების და კონსერვატიული ძალების მხარდაჭერის ნაცვლად, მმართველი ძალის მხრიდან, გადადგმულია ამგვარი, სრულიად გაუაზრებელი ნაბიჯები!!!
ახლა იკითხავთ, გამოსავალი რაშია?! გამოსავალი იმაშია, რომ ყველამ უნდა გაითავისოს, “ნაცები” და “ოცნება”, ორივე ეს ძალა, მზად არის დალაგდნენ ყველასთან, ოღონდ "ვლასტი შეინარჩუნონ” და მათ კაპიტალს საფრთხე არ შეექმნას! თანაც ამ ყველაფრის სანაცვლოდ დალაგდნენ ისე, რომ ქვეყნის ინტერესები არც კი აღელვებდეთ! როგორც ევროპელები, ასევე რუსებიც, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.
თუ დაჯდები მათთან და დაელაპარაკები, ისინიც დაგელაპარაკებიან და შანსი გაჩნდება! თუ “საშველად” დაუძახებ შემოვა, მაშინ კი მოლაპარაკების ნაცვლად, უბრალოდ გუბერნიად, ან კოლონიად იქცევი და ამით მორჩა ყველაფერი! რუსების კარზე ახლა ისეთი ხალხი აკაკუნებს, რომლებიც ალტ-ინფოს, სულ რაღაც 1 წლის წინ, “ქართული ოცნების” და რუსების ერთობლივ პროექტს ეძახდა(მაგალითად პოლიტიკური პარტია “ტრიბუნა” და მისი ლიდერი)!
გასაკვირია ის ფაქტიც, რომ რუსებისთვის, თავისი თავის შეთავაზებას “ჩალიჩობს” ყოფილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, კოტე კემულარიაც! მოკლედ, რუსებიც და ევროპელებიც, ყველას მოუსმენენ, ვინც საკუთარ თავს მათ მიჰყიდის და ამაში გასაკვირი არაფერია. ყველა ნორმალური თუ არანორმალური ქვეყანა, ეცდება იმოქმედოს საკუთარი ინტერესებით! ამიტომ, ახლა ქვეყანას და მის რეალურ დამოუკიდებლობას, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი თუ გადაარჩენს, უფლის შეწევნით!!! ახლა ერთობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს!!" -წერს კონსტანტინე მორგოშია
140 შეფასება არ არის
|