რაჭა ლეჩხუმი "ძალიან დიდი დრო გავიდა და მე ისევ 3 აგვისტოთი ვცხოვრობ " - დავით ჯელაძისა და მაკა რაზმაძის პოსტები 2023, 12 აგვისტო, 18:15 ![]() შოვის მეწყერს გადარჩენილი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „წეღან კალენდარს შევხედე და 12 აგვისტო ყოფილა, ძალიან დიდი დრო გავიდა და მე ისევ 3 აგვისტოთი ვცხოვრობ, ჩვენ ისევ 3 აგვისტოთი ვცხოვრობთ .. საშინელებააა“ - წერს დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში. ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ დავით ჯელაძესთან მიმოწერის სქრინები გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ მოხარულია მისი გაცნობით: "შოვის ტრაგედიის გმირმა დავით ჯელაძემ, ამ საოცარმა ადამიანმა მომწერა გუშინ და პასუხი გასცა ჩემს შეკითხვას ვინ იღებდა იმ ისტორიულ ფოტოებს რომელმაც მისი გმირობა დაგვანახა-ეს იყო მისი და, რომელმაც თურმე ამ ყველაფრის ჩავლის შემდეგ აღმოაჩინა ეს ფოტოები როცა უკვე სამშვიდობოს იყვნენ .როდის გადავიღეო თურმე კითხულობდა
![]() 75 3-ს მოსწონს
|