x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ამ კაცმა სიკვდილი დაიმსახურა, ყოჩაღ დათვს" - რაჭაში დატრიალებულმა ტრაგედიამ სოცქსელში მწვავე დისკუსია გამოიწვია
imageდღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, ონის ტყეში დათვმა მონადირე შეჭამა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.


მონადირეებმა ერთი დათვი მოკლეს, მეორეს თავდასხმას არ ელოდებოდნენ და უბედური შემთხვევაც ამ დროს მოხდა.


„ერთი მოკლეს და მეორეს არ ელოდებოდნენ, ბუნაგიდან გამოვარდა. სხვა მონადირეები ცოტა წინ წავიდნენ და განწირულ ღრიალზე უკან გაიქცნენ, მაგრამ აღმართი იყო და მალე ვერ ასულან. ადგილზე მისულებს საშინელი სურათი დახვდათ. ნახევარი კაცი შეჭმული იყო უკვე“, - განაცხადა ადგილობრივმა.


ფეისბუქჯგუფში "რაჭა და რაჭველები" ამ ინფორმაციამ მწვავე დისკუსია გამოიწვია, ზოგიერთმა მომხმარებელმა მიიჩნია, რომ ძალიან კარგია, რომ დათვმა მონადირე მოკლა:


"კაია, ხანდახან დათვმაც მოკლას ადამიანი"


"მონადირე არის არსება, რომელი სიამოვნებისვის კლავს.ამ კაცმა სიკვდილი დაიმსახურა.ყოჩაღ დათვს"

image


დიალოგი მომხმარებლებს შორის:





კომენტარი:"ზოგადად მონადირე არ მეცოდება თუ რამე დაუშავდება.თავი ძლივს გააქვს ცხოველს გაეშვი იცხოვროს ტყეში თავისთვის .გშია??? გწყურია??? რატომ კლავ რა სიამოვნებას განიჭებს????"




პასუხი: "თავისთვის თუ იქნება კი, მაგრამ ნახეთ - რაჭაში ხდება ასეთი, დათვი არის მიჩვეული ყურძენი რომ დამწიფდება მოკრეფამდე ყოველდღე შედის ვენახში და მიირთმევს მწიფე ყურძენს, იმან თუ შეჭამა ყურძნის მომყვანს რა?? მარტო მთელი წელი ვენახში შრომა-ტრიალი??


კომენტარი:" ეს ამდენი ჰუმანური, საიდან გამოხტით?! თუ ხელოვნურ ხორცს ცეცხლავთ ხოლმე?!


პასუხი:"ნადირობით რომ სიამოვნებას იღებენ, ამით ერთობიან და ყველა ოთხფეხაში საკვებ მასალას ხედავენ ეგ არის პრობლემა."


პასუხი:"ფერმაში სპეციალურად განაყოფიერებულ ღორს ადარებთ ტყეში რომ მიუვარდები დათვს?"


პასუხის პასუხი:"შენ შეგიჭამოს გაზრდილი, ნაწვალები საქონელი და ნახავ მოკლავ თუ არა!"



კომენტარი:" იმ ხალხის გამკვირვებია რომ წერენ ღირსი იყოო. ღმერთმა შეგინდოთ. ადამიანს და ცხოველს როგორ ადარებთ. მიყვარს ცხოველები და მეცოდებიან მაგრამ რაც მოხდა საშინელებაა...."


კომენტარი:"ცხოველები როდესაც სოფელში ჩამოდიან და ადამიანის შინაურ ცხოველებს ესხმიან თავს აბა როგორ მოიქცნენ ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს ვიზიარებ ახლობლების მწუხარებას"


ჯგუფის ადმინი "რაჭა და რაჭველები:"სოფლებში გახშირებულია ნადირის თავდასხმა პირუტყვს უჭამს, ფუტკრის სკებს უმტვრევს და ხშირია გზად დათვების და მგლების “შეჩეხება" მანქანით თუ ქვეითად მავალს ბევრს შეხვედრია მათ შორის მეც.გამოხშირვა თუ არ მოხდა უარეს შედეგებს ვიხილავთ(ყველას ჯვარი წერია) იმ ახალგაზრდა კაცის ხსოვნას პატივი ვცეთ რომ განვიკითხავთ ჯერ არ გაციებულა, ღმერთმა აცხოვნოს!!!"

1
2044
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2044
  
2022, 20 მარტი, 22:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1