სხვა რატომ სძულდა სტალინს ფროიდი და რატომ აკრძალეს ლეგენდარული ფსიქოთერაპევტი სსრკ-ში 2023, 11 აგვისტო, 8:58 დიდი ავსტრიელი ფსიქიატრი ზიგმუნდ ფროიდი მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა როგორც ფსიქოანალიზის - სულის განკურნების მეთოდის ავტორი. ინტერნეტქსელში დღემდე განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს მეცნიერის ლექციები სიზმრების ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით და უნდა აღინიშნოს რომ ბევრი ანეგდოტიც ლეგენდარულმა "ფროიდისეულმა წამოცდენებმა" გააჩინა.ომამდელ ევროპაში ფსიქოანალიტიკოსი სამეცნიერო წრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ შემდეგ ის ნაცისტების რეპრესიების ქვეშ მოექცა. ფროიდი სძულდა ამხანაგ სტალინსაც, რომელმაც ფსიქიატრი დამნაშავედ აქცია, მაგრამ აი, ტროცკი კი, პირიქით, ის მისი ნაშრომებით გულწრფელად იყო გატაცებული, რამაც ეს უკანასკნელი საბოლოოდ შეიწირა კიდეც.ფროიდის მიღწევები ევროპაშიფსიქოანალიზის უჩვეულო მეთოდებმა ევროპა დააინტერესაფროიდის სახელს მჭიდროდ უკავშირდება მის მიერ გამოგონილი ფსიქოანალიზის კონცეფცია, რომელმაც ერთ დროს გავლენა იქონია ფსიქოლოგიაზე, სოციოლოგიაზე, მედიცინაზე და მე-20 საუკუნის ხელოვნებაზეც კი. მისი ინოვაციური შეხედულებები ადამიანის ბუნების შესახებ მრავალი წლის განმავლობაში სამეცნიერო საზოგადოებაში გარკვეულ რეზონანს იწვევდა. ევროპაში მის მთავარ მიღწევებს შორის განიხილებოდა ფსიქიკური განკურნების თერაპიული მეთოდების შემუშავება, სიზმრების ინტერპრეტაცია, პიროვნების განვითარების ფსიქოსექსუალური ფაზების გრადაცია, ოიდიპოსის კომპლექსის თეორია, "არაცნობიერის" გამოყოფა და სხვა. დღეს ხშირად შეგიძლიათ გაიგოთ "ფროიდისეული წამოცდენების" შესახებ. მეცნიერი ვარაუდობდა, რომ მეტყველებაში ან ქმედებაში ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომები არაცნობიერ სურვილებს წარმოაჩენდა.მისმა იდეებმა გამოხმაურება ჰპოვა როგორც ევროპელ მეცნიერებში, ასევე რევოლუციამდელ რუსულ მეცნიერებაშიც. რუსეთის იმპერიაში ფსიქოანალიზის პოპულარიზაციას ხელი შეუწყეს ისეთმა თეორეტიკოსებმა და კლინიცისტებმა როგორებიც იყვნენ ასათიანი, ბელობოროდოვი, ვირუბოვი, ვულფი, ზალკინდი, კანაბიხი და სხვები. ფროიდმა პირველი კრიტიკა რუსი კოლეგებისგან ფსიქოანალიტიკური იდეების გამო, ფსიქიკური აშლილობის სექსუალური ეტიოლოგიის შესახებ მიიღო. სწორედ მაშინ დაიწყეს ფსიქოლოგებმა და ექიმებმა საუბარი იმაზე, რომ თითქოს ფროიდის ფსიქოანალიზს ზიანის მიყენება შეეძლო, ხოლო მისი ეფექტურობა უბრალოდ გადაჭარბებული იყო.ახმატოვას პირადი მტერისტალინმა ბოლო მოუღო ფროიდიზმს სსრკ-შიოქტომბრის შემდეგ ფსიქოლოგიის ბევრმა რევოლუციამდელმა "საყრდენმა" რუსეთი დატოვა. მათმა შემცვლელმა ახალგაზრდობამ კი ავტორიტეტები უგულებელყო და ზიგმუნდ ფროიდის სწავლებებს მიუბრუნდა. ადამიანის სულის ღრმა საიდუმლოებების აღმოჩენა მტკივნეულად დამაინტრიგებელი იყო გამოუცდელი სპეციალისტებისთვის. ჯერ კიდევ 1911 წელს ამ წრეებში გაჩნდა რუსეთის ფსიქოანალიტიკური საზოგადოება, საიდანაც რუსი ავტორების კვლევების ტომები ვრცელდებოდა. პირველმა მსოფლიო ომმა ფსიქოანალიზისადმი ინტერესი შეამცირა, თუმცა მის მიმართ დაინტერესება 1917 წლის შემდეგ კვლავ განახლდა. ფსიქოანალიტიკურმა იდეებმა ფესვი გაიდგა რუსულ პედაგოგიკაში, ლიტერატურულ კრიტიკასა და მედიცინაში. მოსკოვში, ოდესაში, კიევში, როსტოვში ფროიდის ფსიქოანალიტიკური შეხედულებების მომხრეები ნევროზების გამომწვევ მიზეზთა გარშემო ჯგუფდებოდნენ. 1921 წელს ასეთი წრე ოფიციალურად 19 წლის ლურიამ დაარსა, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთი წამყვანი რუსი ფსიქიატრი გახდა. მეცნიერების მომავალი საბჭოთა კლასიკოსი, ლევ ვიგოტსკი, ფროიდის ნაშრომებით ასევე სერიოზულად იყო გატაცებული.რევოლუციის შემდეგ ახალგაზრდა საბჭოთა ფსიქიატრები სერიოზულად იყვნენ ფროიდით გატაცებულიფროიდიზმის აყვავება სსრკ-ში დღეს ადვილად აიხსნება ერთ-ერთი ბოლშევიკი ლიდერის, ლეონ ტროცკის სწავლებისადმი ინტერესით. ამ იდეებით ის მისი თანაპარტიელის აბრამ იოფეს მიერ იქნა გატაცებული, რომელიც ევროპაში მკურნალობას ფროიდისტს, ალფრედ ადლერთან გადიოდა. ტროცკიმ ხელი შეუწყო მოსკოვში ფსიქოანალიტიკურ ბავშვთა სახლი-ლაბორატორიის "საერთაშორისო სოლიდარობის" გახსნას, სადაც სხვათა შორის, აღიზარდა ვასილი სტალინიც და სხვა საბჭოთა ფუნქციონერთა შვილები.პოსტრევოლუციური განადგურების პერიოდში ბევრმა პროფესიონალმა და მოყვარულმა თავისი პრაქტიკა პირად რეჟიმში გადაიტანა, და სწორედ ამ დროს იდუმალი ფროიდი ადამიანური არსებობის ინტიმურ ასპექტებისადმი თავისი განსაკუთრებული ყურადღებით ზუსტადაც რომ დროული აღმოჩნდა. ამასთან, ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებიც რუსული კულტურის ტრადიციების ერთგული იყვნენ ავსტრიელი ფსიქოანალიზის ფუძემდებლის შეხედულებებს უარყოფდნენ. მაგალითად, ანა ახმატოვა ფროიდს თავის პირად მტერს უწოდებდა. "ყველაფერი მძულს. და ყველაფერი ტყუილია, "- წერდა პოეტი."კრიმინალი N1" საბჭოთა ფსიქოლოგებისთვისფროიდი სიკვდილის წინფროიდმა თავის ნაშრომებში განსაკუთრებული ადგილი სიზმრების ინტერპრეტაციას დაუთმო. ფსიქოლოგის მთავარი პაციენტი რუსი პუბლიცისტი - პანკეევი იყო, რომელთან შეხვედრებსაც ავსტრიელმა საკუთარ ნაშრომებში მრავალი გვერდი მიუძღვნა. მოზარდობის ასაკში პანკეევს მდუმარე, ნაცრისფერი მგლები ესიზმრა, რომლებიც მას თვალებით რაღაც სახის შეტყობინებას უგზავნიდნენ, მას შემდეგ მას ტყის ნებისმიერი ცხოველის გამოსახულების ისტერიულად ეშინოდა, ღამით კი შიშისგან ეღვიძებოდა და ყვიროდა რომ მგელი მას შეჭამდა. ფროიდმა, რომელმაც პაციენტის განკურნებაზე პასუხიმგებლობა აიღო საბედისწერო სიზმრის მნიშვნელობა თავისებურად განმარტა. მგლებში მან პანკეევის მამის ხატება დაინახა, მსხვერპლში კი - თავად ბიჭი. მოგვიანებით ფროიდმა დაავადების აღწერას ნაშრომიც კი მიუძღვნა, სადაც ანონიმურობის პირობებში მთავარ გმირს "კაცი - მგელი" უწოდა.ტროცკის მიერ ფროიდის მხარდაჭერა ფსიქოანალიტიკოსზე ცუდად აისახა, როდესაც ბოლშევიკმა გავლენა ძალაუფლების რიგებში დაკარგა, ფროიდიზმმაც ავტომატურად პოზიციები დაკარგა. 1930 წელს რუსეთის ფსიქოანალიტიკური საზოგადოება ლიკვიდირებული იქნა, ხოლო ლურიასა და ვიგოტსკის მიმდევრები სერიოზულად დაზარალდნენ სათანადო სიფხიზლის არარსებობის გამო, ფროიდი კი საბჭოთა ფსიქოლოგიისთვის "N1 კრიმინალად" იქცა.სიტუაციის ასეთმა შემობრუნებამ ახლადგამომცხვარ ლიდერში, იოსებ სტალინში "ფსიქოანალიზისადმი" და ტროცკისადმი პირადი ზიზღი გამოიწვია. ფროიდის თეორიები ამიერიდან სსრკ-ში აღიქმებოდა როგორც "ბინძური სიტყვები, რომლებიც დაკავშირებული იყო სექსუალურ გარყვნილებასთან." ოფიციალური იდეოლოგიის თანახამად, ფროიდიზმი თავისი ფსიქოანალიზით ინდივიდს საზოგადოებისგან იზოლირებულად განიხილავდა, რაც სოციალურ პროპაგანდაში მიუღებელი იყო.ამით ფროიდის უსიამოვნებები არ დასრულებულა. ნაცისტების გერმანიის ძალაუფლებაში მოსვლასთან ერთად, მისი სამეცნიერო ნამუშევრები გერმანიაშიც აიკრძალა, ხოლო ფსიქოანალიტიკური ასოციაცია საერთოდ დაიშალა. ფროიდი, თავისი ებრაული წარმოშობის გამო, ეთნიკური ნიშნით რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ქალიშვილის დაპატიმრებისა და გესტაპოს მიერ მისი მკაცრი დაკითხვის შემდეგ, მოხუცებული ზიგმუნდ ფროიდი დიდი ძალისხმევის შედეგად საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. გადასახლებაში მყოფი ის მტანჯველი ავადმყოფობისგან იტანჯებოდა, რის შედეგადაც, ერთი ვერსიით, მან საკუთარი სიკვდილი ზედოზირებით დააჩქარა.
431 1-ს არ მოსწონს |