x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ამ მოთხოვნას შეუერთდება ყველა, ორშაურად გაყიდული “ექსპერტების” გარდა…"- რა ინიციატივით გამოდის გია ხუხაშვილი

image


ექსპერტი გია ხუხაშვილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის და ოპოზიურ პარტიებს ურჩევს საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე სწორედ აღნიშნული საკითხის დაყენებით დაკავდნენ. ხუხაშვილის თქმით, მოთხოვნას ყველა ჭირისუფალი შეუერთდება, ვინაიდან ჭირისუფალი მთელი საქართველოა, ორშაურად გაყიდული "ექსპერტების" გარდა:


"ჩემი რჩევა ოპოზიციას - საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე უნდა მოითხოვონ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა…


თუ ხელისუფლება აქაც ქვორუმ-ობსტრუქციას მოაწყობს, ეს ფაქტობრივად დანაშაულის აღიარების ტოლფასი ქმედება იქნება…


ვფიქრობ, რომ ამ მოთხოვნას შეუერთდება ყველა ჭირისუფალი…ჭირისუფალი კი მთელი საქართველოა, ორშაურად გაყიდული “ექსპერტების” გარდა…
P.S.ახლა ვნახე, რომ ანა დოლიძეს დაუყენებია ეს საკითხი, რაც ძალიან კარგია…"- წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვთან" მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე დაგვიანებით სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი ჩაფრინდა. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 13 ადამიანის ძებნა კვლავ გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში სულ 210 ადამიანია გამოყვანილი.








0
398
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
398