x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ დადიოდნენ რაინდები მძიმე ჯავშნებით ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად

image


როცა საქმე შუა საუკუნეების რაინდულ ბრძოლებს ეხება, წარმოსახვა მაშინვე ხატავს მოელვარე აბჯარასხმული გმირების კონტურებს დროშებით ხელში, ან უარეს შემთხვევაში თავიდან ფეხებამდე ლითონის საბრძოლო სამოსელით შემოსილ მეომრებს, მაგრამ თუ რომანტიკას დროებით გვერდით გადავდებთ და გავიხსენებთ, რომ რაინდებიც უბრალო ადამიანები იყვნენ, მაშინ შეიძლება ლოგიკური კითხვაც გაჩნდეს: მაშ, როგორ იკმაყოფილებდნენ ლითონის საფარში გახვეული რაინდები ბუნებრივ მოთხოვნილებებს?


image

როგორც წესი, რაინდებს ჯავშანს სკვაირები აცმევდნენ, რასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა. ისეც ხდებოდა რომ ლითონის ფორმის წონა 50-60 კილოგრამს აღწევდა, ამიტომ დიდი სურვილის მიუხედავადაც კი, რაინდს სწრაფად გაშიშვლება და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება არ შეეძლო, თუმცა ისიც გამორიცხულია ისინი ყველაფერს შიგნითვე აკეთებდნენ თუ გახანგრძლივებულ სამხედრო ბრძოლებზე არ იყო საუბარი.


image


ვინაიდან რაინდი ყველაზე ხშირად ცხენზე რჩებოდა, მისი შესამოსლის ქვედა ნაწილი არმირებული არ იყო. შარვალი თანამედროვე გაგებით მაშინ საერთოდ არ არსებობდა. მეომრები როგორც წესი, იმ დროს საცვლების ზემოდან წინდებს ატარებდნენ, რომელსაც წელზე თოკით იმაგრებდნენ. წინ იყო სარქველი, რომელიც ქსოვილის სამკუთხედ ფორმას წარმოადგენდა და ის ერთი შეხედვით უფრო ტომარას მოგაგონებდთ, ამიტომ რაინდს მოშარდვის შემთხვევაში ყველაფრის გახდა არ სჭირდებოდა.


imageimage


დროთა განმავლობაში, სარქველის დაფარვა ასევე ლითონით დაიწყეს, რომელიც არა მხოლოდ პრაქტიკულ, არამედ ესთეტიკურ ფუნქციასაც ასრულებდა. ხშირად ლითონის სარჩულის ზომები იმაზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ამის საჭიროება იდგა. ამგვარად, ყველას შეეძლო თავისი "მამაკაცური ძალის" საჯაროდ დემონსტრირება.


image


შუა საუკუნეების ჯავშანი არა მხოლოდ საჭირო აბჯარს, არამედ რაინდის ნამდვილ მორთულობასაც წარმოადგენდა. იტალიელი ფილიპო ნეგროლი ჯავშნის გრანულირების ნამდვილ ვირტუოზად ითვლებოდა. ის ჩაფხუტებს, ფარებსა და ჯავშნებს ნამდვილ სამკაულებად აქცევდა, რაშიც შეგიძლიათ თავადაც დარწმუნდეთ.


imageimageimageimageimageimage













0
920
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
920