x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რაზეც ხელისუფლებას უნდა გავუ#რაკოთ, არის ეს…“ - რას წერს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი შოვში დატრიალებულ საშინელ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რაზეც მისი აზრით ხელისუფლებას პასუხი უნდა მოეთხოვოს:


"1) გარდაცვლილი პილოტის შვილმა ძალიან გულშიჩამწვდომი, მაგრამ ძალიან უსამრთლო პოსტი დაწერა ნიკოლოზ რაჭველზე, რადგან ნიკას არანაირი საყვედური არ დასცდენია პილოტების მიმრთ. ნიკას პოსტი იყო საყვედური ხელისუფლების მიმართ, რატომ არ გვყავს უკეთესი ვერტმფრენები და არ გვაქვს მაშველებისთვის უკეთესი აღჭურვილობა, რომ დაგვიანება არ მომხდარიყო.


2) სხვა დავის და გამოძიების საგანია, იყო თუ არა დაგვიანება? შესაძლებელი იყო თუ არა ვინმეს გადარჩენა ვერტმფრენი უფრო მალე რომ მისულიყო, ან ღამეც რომ გაგრძლებეულიყო სამაშველო სამუშოაები?

ამ საკითხზე დღეს მტკიცებით ფორმაში რამეზე საუბარი შეუძლებელია, რადგან არ არსებობს უტყუარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვინმე დაგვიანებული სამძებრო სამუშაოების გამო დაიღუპა.

არც იმის ზუსტი ინფორმაცია მინახავს ჯერ, არსებობს თუ არა მსოფლიოში რომელიმე ვერტმფრენი, რომელიც შეძლებდა ღამე მთიან და ტყიან ადგილებში დაბალ სიმაღლეე ფრენას და ოპერაციის განხორციელებას

3) სამაგიეროდ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ადრეული შეტყობინების სისტემას შეეძლო იქ ხალხის გადარჩენა. (წინა პოსტშიც დავწერე, რომ რამდენიმე წუთით ადრე მიღებული ინფორმაცია და რამდენიმე მეტრით გადაადგილება გადაარჩენდა იმ ხალხს).


თან ყველამ ნახა, როგორ საუბრობდა ხელისუფლება თავად რამდნეიმე წლის წინ ასეთი სისტმეების დამონტაჟების აუცილებლობაზე და ამის პირობასაც დებდა. ამიტომ მგონია, რაზეც ხელისუფლებას უნდა


გავუტრაკოთ, არის ეს საკითხი: რატომ არ შეასრულა თავისივე დანაპირები და გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ მის შეუსრულებელ პირობას ხალხის დაღუპვა მოყვა?"- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.



ახლა კი გთავაზობთ ტელეწამყვანის იმ სტატუსს, რომელიც მან ზემოაღნიშნულ პოსტამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა:



"სინამდვილეში ამ ხალხის გადარჩენა სულ რამდენიმე მეტრის ამბავი იყო. ყველა გადარჩა, ვინც კოტეჯების ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრით შემაღლებულზე, ან წინ იყო. მათგან ზოგს საერთოდ ვერ მიწვდა ტალახი, ზოგს კი, ვინც წინ იყო, მხოლოდ წელამდე მიწვდა და მათ გამოსვლა მოახერხეს.

ამიტომ ყველა ცრუობს, ვინც ამბობს, სტიქია ისე უცებ განვითარდა, რომც გვქონოდა წინასწარი შეტტობინების სისტემა, მაინც ვერ მივასწრებდით ხალხის გამოყვანასო. არანაირი გამოყვანა არ იყო საჭირო, გაფრთხილება და რამდენიმე მეტრით გადაადგილება გადაარჩენდა ამ ხალხს.

სულ რამდნეიმე მეტრი დააკლდათ სიცოცხლემდე", - დაწერა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.



ცნობისთვის, გუდაურში დაღუპული მფრინავის ზაზა ლო­რი­ას ქალიშვილი ანა ლორია, შოვში მომხდარ საზარელ ტრაგედიასთან დაკავშირებით ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის მიერ გაზიარებულ პოსტს ვრცელი სტატუსით გამოეხმურა და მუსიკოსი გააკრიტიკა:


"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი. 2 თვის წინ ღა­მის 9 სა­ათ­ზე ვა­შინგტონ­ში ჩა­მო­წო­ლი­ლი ღვარ­ცო­ფის შე­დე­გად 11 ადა­მი­ა­ნი და ერთი ძაღ­ლი ჩარ­ჩა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ქა­რის ფაქ­ტო­რის გამო, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ვერ მო­ხერ­ხდა ღა­მის ფრე­ნებ­ზე ვერ­ტმფრე­ნის გაგ­ზავ­ნა. 12 სა­ა­თის შემ­დეგ, გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და მათი ევა­კუ­ა­ცია. ნეტა თუ ჩა­ქო­ლეს და "მაშ­ვე­ლებს ეძი­ნათ?" ეძა­ხეს?ნეტა თუ მი­წას­თან გა­ას­წო­რეს, რა­ტომ ერთ სა­ათ­ში არ მოფ­რინ­დნე­ნო?


ნეტა მა­მა­ჩემს რომ შარ­შან გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ვერ გაფ­რინ­დე­ბა ვერ­ტმფრე­ნი და წა­მო­სუ­ლი­ყო ჩემ­თან, რას უზამ­დნენ? ნეტა თუ ცო­ცხლად და­მარ­ხავ­დნენ იმ 7 ადა­მი­ან­თან ერ­თად! ნეტა თუ კარ­გია, რომ შე­აკ­ლა თავი?!

ბორ­ჯო­მის ხან­ძრე­ბის დროს თურ­ქე­თის ავი­ა­ცია და­ი­ქი­რა­ვეს და­სახ­მა­რებ­ლად! 4 სა­ა­თი იფ­რი­ნეს და გა­ა­ჩე­რეს ვერ­ტმფრე­ნე­ბი. ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის გამო პი­ლო­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით მეტს ვერ ვიფ­რენ­თო. მა­მა­ჩე­მი და მისი ეკი­პა­ჟი გა­თე­ნე­ბი­დან მზის ბოლო სხი­ვამ­დე ენა­გად­მოგ­დე­ბუ­ლე­ბი რომ დაფ­რი­ნავ­დნენ, დღის ბო­ლოს ფეხ­ზე რომ ვე­ღარ იდ­გნენ, ის­მენ­დნენ, რა­ტომ შე­ა­ჩე­რეს ღა­მის ფრე­ნე­ბიო!გაბ­რა­ზე­ბულ­მა რომ ავ­დე­ქი და ვუ­თხა­რი, ხოდა რა თავს იკ­ლავთ, და­გეს­ვე­ნათ და გეთ­ქვათ თქვენც, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ვე­ღარ გავფრინ­დე­ბი­თო: "ჩემი ქვეყ­ნის ტყე იწ­ვის, მა­გათ რა ადარ­დებთ" მი­ვი­ღე პა­სუ­ხად! მა­მა­ჩე­მის პა­ნაშ­ვი­დებ­ზე მო­სულ ბი­ჭებს სულ გუ­ლის ფი­ცარ­ში რომ ვურ­ტყი მუჯ­ლუ­გუ­ნე­ბი, არ გა­ბე­დოთ მის­ხა­ლი რის­კის ფა­სად არ­სად გაფ­რე­ნა-თქო, ორ­სი­ტყვი­ა­ნი პა­სუ­ხი გამ­ცეს: "აბა რო­გორ?"მთე­ლი ბავ­შვო­ბა ყო­ველ დი­ლით რომ შუბ­ლზე კოც­ნით გვემ­შვი­დო­ბე­ბო­და მა­მა­ჩე­მი ოჯა­ხის თი­თო­ე­ულ წევ­რს, წას­ვლის წინ კარ­ზე გაკ­რულ "სახ­ლი­დან გას­ვლის წინ ლოც­ვას" რომ კი­თხუ­ლობ­და, ოჯა­ხის ტრა­დი­ცია მე­გო­ნა.



მოზ­რდილ­მა რომ ვკი­თხე, რა­ტომ აკეთბ­და ამას? "მე ისე­თი პრო­ფე­სია მაქვს, კარს რომ მო­ვი­ხუ­რავ უკან დავ­ბრუნ­დე­ბი თუ არა არ ვიცი", - მი­ვი­ღე პა­სუ­ხად. ნეტა რო­მე­ლი­მეს პი­რით ერთი გა­დაკ­რუ­ლი წუ­წუ­ნი მა­ინც თუ მო­გის­მე­ნი­ათ წლე­ბია, ნეტა რო­მე­ლი­მეს გულ­ში თუ ჩა­გი­ხე­დავთ, "პი­ლო­ტებს ეძი­ნათ" კო­მენ­ტა­რებს რომ კი­თხუ­ლო­ბენ. ნეტა ადა­მი­ა­ნე­ბის და­ფა­სე­ბას თუ ვის­წავ­ლით რო­დეს­მე? დღეს ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი "ვერ პა­ტი­ობს" სი­ცო­ცხლეს. დღეს ტა­ლახ­ში ჩამ­ხრჩვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა იპო­ვეს მფრი­ნა­ვებ­ში. მი­მი­ფურ­თხე­ბია თქვე­ნი სა­მარ­თა­ლის­თვის ბა­ტო­ნო მა­ესტრო! ჩემი გუ­ლის ფეთ­ქვა ხართ, ბი­ჭე­ბო, მა­მა­ჩე­მი ხართ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი, ბი­ჭე­ბო! არ გაბ­რაზ­დეთ, არ გე­წყი­ნოთ!



მე რა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ყველ­გან ხმის ჩახ­ლე­ჩამ­დე ვიყ­ვი­რებ და თქვენს ინ­ტე­რე­სებს და­ვი­ცავ! ერთი ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბამ­დეც თუ მი­ვი­ტან თქვენს ფიქ­რებს ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი!გას­კდა გული, გან­მი­ახ­ლდა ჩემი მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი, სუ­ლის ყვე­ლა ნა­წილ­ში მტკი­ვა ტა­ლახ­ში ჩამ­ხრჩვა­ლი ხალ­ხი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გუ­ლებ­ში ვერ­ჩამ­ქრა­ლი იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი. თავს შე­ვაკ­ლავ და არ ვა­პა­ტი­ებ არა­ვის ერთ გა­დაკ­რულ სი­ტყვას! მშვი­დო­ბა მოგ­ცეთ ღმერ­თმა, გაკ­მა­როთ თქვენც და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს!" - წერს ლო­რია.



ნიკოლოზ რაჭველი შოვში დატრიალებულ ტრაგედიას კი ასეთი სტატუსით გამოეხმაურა, რის გამოც ანა ლორიას გულისწყრომა დაიმსახურა:

"მე ვერასდროს ვერავის ვერ ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…
არანაირი ძალა და ძალაუფლება არ გამაჩნია პასუხი ვაგებინო ამაში დამნაშავე პირებს, მაგრამ იმის უფლებას ვიტოვებ ბოლომდე მძულდეს გადაწყვეტილების მიმღები ყველა ჩინოსანი, ვინც რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საათი დააკარგვინა მეწყერის მსხვერპლებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად!
არაპროფესიონალიზმის, დილეტანტური და პროვინციალური მიდგომის, გაუაზრებლობის, უსაფუძვლო ამბიციურობის და ჩამორჩენილი მენტალიტეტის გამო გვაქვს ეს ტრაგიკული რეალობა, რომელიც დაატყდა ჩემ რაჭას და მის მკვიდრებს თუ მასპინძლებს!


ამასთანავე მახრჩობს სიბრაზის შეგრძნება ყველა იმ ადამიანის საბურველში გამოწყობილი გარეული ცხოველის მიმართ, ვინც სოციალურ ქსელებში გარდაცვლილებს პოლიტიკურ გემოვნებას და სოციალურ აქტიურობას უხსენებს, როგორი კომენტარებიც არაერთი შემომხვდა უკვე."- დაწერა ნიკოლოზ რაჭველმა.



შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვთან" მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 ადამიანის ძებნა კი კვლავაც გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში სულ 210 ადამიანია გამოყვანილი.









0
213
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
213