x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თქვენ მოგი#… სქრინები და ერთმანეთი"- ვის მიმართავს ნათია ფანჯიკიძე

image


ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე შოვში დატრიალებულ საზარელ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელს სამთავრობო "მესიჯ - ბოქსებით" შესეულ ხელისუფლების პარტაქტივსა და ტროლ - ბოტებს საჯაროდ მიმართავს და წერს:


"ხშირად ვხედავ აქ კარგი ადამიანების წუხილს “ტრაგედიის დროს მაინც გავერთიანდეთ, ხალხო, რა გვჭირს!!!”


ხოდა ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ – არაფერი არ გვჭირს. გადასარევადაა ხალხი გაერთიანებული, ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს, მთელი რაჭა ფეხზე დგას პირველი წუთიდან, მაშველების მისვლამდე ადგილობრივები გაჩნდნენ იქ, რაჭის გარედანაც ვინ თავის დრონით მირბოდა მისახმარებლად და ვინ რითი და რათქმაუნდა, არავის აზრადაც არ მოსვლია, ვინმესთვის ეკითხა, აბა მიშა დაიფიცე ან ბიძინაო.


ფბ-ში რაც ხდება, ამას პარტაქტივები და ტროლები ქმნიან, სწორედ იმიტომ, რომ ისინი არ იცნობენ ხალხს. ერთმანეთის მეტი არაფერი აინტერესებთ და რანაირად გაიცნობდნენ. ამ ბობოქარ შეყვარებულებს ადამიანები დიდი ხანია გამოვრჩით. თქვენ მოგიტ… სქრინები და ერთმანეთი"- წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვთან" მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 ადამიანის ძებნა კი კვლავაც გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში სულ 210 ადამიანია გამოყვანილი.



0
494
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
494