საზოგადოება „შოვში სტალინის სახლს არაფერი შეეხო, იმიტომ, რომ სწორად დაგეგმარდა და არა მეწყერს მოეხათრა მისი“ – მაშველი 2023, 7 აგვისტო, 8:48
.
როგორც რაჭაში სამაშველო ოპერაციებში ჩართული პირები აცხადებენ, კურორტ შოვში გასულ საუკუნეში სტალინისა და ბერიასთვის აშენებულ სასახლეს მეწყერი არ შეხებია, ეს კი იმიტომ რომ მისი მშენებლობა სწორად დაგეგმარდა, ხოლო კოტეჯები პირდაპირ კალაპოტში იყო აგებული, რაც საფრთხის შემცველი იყო.
.
“თუ ნახეთ, კადრებში ბევრგან ჩანს, შოვში სტალინის სახლს არაფერი შეეხო, ეს იმიტომ, რომ სწორად დაგეგმარდა მშენებლობა და არა მეწყერს მოეხათრა მისი. კოტეჯები კი პირდაპირ მდინარის კალაპოტშია. – მაშველი . . * * *. . შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია პირველ განცხადებას ავრცელებს. ასეთ მომენტებში საზოგადოება ყოველთვის ელის ამ სფეროს წარმომადგენელთა აზრს. ლელა კაკულია მომხდარს რამდენიმე დღის შემდეგ გამოეხმაურა და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა... პოსტში ის საზოგადოებას აფრთხილებს, რომ კიდევ ერთ მეწყერსაშიშ ადგილს უახლოეს მომავალში კახეთის რეგიონში ხედავს, სადაც წინასწარმეტყველის აზრით უფრო მეტი მიწა მოწყდება, ვიდრე ეს შოვში იყო. ლელა კაკულია საზოგადოებას აფრთხილენს. გთავაზობთ უცვლელად მის პოსტს. ,ლელა კაკულია: ეს იქნება პასუხი მათთვის, ვინც შოვის ტრაგედია საქართველოს ანტირუსული განწყობის სასჯელად გამოაცხადა!
ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება.
.
2023 წელი, 6 აგვისტო
ამ წუთას ვხედავ სერიოზულ შეტევას პოლონეთზე — ბომბს ჩამოაგდებენ. უკრაინა კი ბომბს კრემლს ესვრის და ვხედავ, როგორ იწვის კრემლის ვარსკვლავები.
.
აქ ლუკაშენკოს შეშინებულ სახეს ვხედავ. ის წინ აღუდგება პუტინს და გადაწყვეტს, რომ ბრძოლა გამოუცხადოს. საქართველო დაავიწყდებათ — ევროკავშირის ქვეყნებზე გადაერთვებიან. საქმეში ამერიკაც ჩაერევა. ამ დროს კი საქართველოს რთული პოლიტიკური თამაშებიდან ძვრება.
.
ვხედავ, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“, 50 კოსმიური ლეგიონი ფეხზე დგას. ერთი ხელის აქნევა და მთელ რუსეთს წალეკავს მეწყერივით, როგორც შოვი წალეკა. და ეს იქნება პასუხი მათთვის, ვინც შოვის ტრაგედია საქართველოს ანტირუსული განწყობის სასჯელად გამოაცხადა.
.
ვხედავ კიდევ ერთ მეწყერსაშიშ ადგილს საქართველოში — ეს გომბორია! იმაზე მეტი მიწა წყდება, ვიდრე შოვში მოწყდა, მაგრამ კახეთი გადარჩება — სასწაულებრივად გადარჩება!!! უზარმაზარი ენერგია მოდის კოსმოსიდან და ამ ყველაფერს აჩერებს. ნეტავ, ჩემი თვალით შეგახედათ და დაგანახათ ეს სასწაული... -- წერს ლელა კაკულია975 შეფასება არ არის
|