x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვაკის პარკშიც არ შეიძლება თამაში, არც შოვში დასვენება, არც ჯუთასკენ მგზავრობა"- რას წერს ვიკა ბუკია

image


ჟურნალისტი ვიკა ბუკია შოვში დატრიალებულ საზარელ ტრაგედას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"ვაკის პარკშიც არ შეიძლება თამაში,


არც შოვში დასვენება,


არც ჯუთასკენ მგზავრობა;


რიკოთზე რაც ხდება, კი იცით. ქუჩაში რომ დავდივარ სულ მგონია რომელიღაც მშენებლობიდან უნდა დამეცეს რამე. ერთხელ ჯიხურს მივეყუდე (რამდენიმე წლის წინ) ვიგრძენი დენმა როგორ გაიარა სხეულში. ბავშვებს უყვართ გუბეებთან თამაში. მაგისიც მეშინია.

ამ გუბემ არ ჩაყლაპოს, იქნებ ეს გუბე ჭაა. ან იქნებ დენია. ექსკურსიაზე რომ ვუშვებ ბავშვს ჩემითვე ვარკვევ მანქანას, ამორტიზატორს, მუხრუჭს, მძღოლი ნასვამი ხომ არაა?


#დარჩითსახლში რომ ქონდათ სლოგანი, აი, ეგ შეიძლება მარტო. შეშინებულები და სოროში შემძვრალები უნდა ვიყოთ.


და მაინც, ტვინში ვერ ლაგდება ეს: საქართველო მეწყერსაშიში ზონაა. 1000მდე ზონაა ასეთი. 1000ზე მეტი. და 1 ცალი ვერტმფრენი არ გვყავს. 1 ცალი. 10000 მეწყერი და 1 ვერტმფრენიც არა…


მეტიც, გვჩუქნიდნენ და უარი ვთქვით. არ ლაგდება ეს თავში"- ვკითხულობთ ვიკა ბუკიას ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვთან" მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 ადამიანის ძებნა კი კვლავაც გრძელდება.






0
471
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
471