დღეს გამთენიისას უკრაინულმა საზღვაო დრონმა შეუტია და დააზიანა რუსული სამხედრო ხომალდი
უკრაინელები უკვე ღიად უტევენ საზღვაო დრონებით რუსულ სამხედრო ხომალდებს, როგორც საზღვაო რეიდზე დგომისას, ასევე ბაზის სიახლოვეს მდგარ ხომალდებსაც.
დრონებად კი იყენებენ ზე სწრაფმავალ უკრაინული წარმოების კატარღებს, რომლებიც აღჭურვილია 2-3 უსწრაფესი ძრავით, რაც მსუბუქი კონსტრუქციის კატარღას, ძალიან დაბალი პროფილით და დისტანციური მართვით, საშუალებას აძლევს ღამი საათებში ელვისებური შეტევა განახორციელოს რუსული სამხედრო გემების წინააღმდეგ.
ამჯერად უკრაინულმა დრონმა შეუტია რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების დიდ სადესანტო ხომალდს "Оленегорский горняк", რომელიც 775 პროექტის საზღვაო-სადესანტო ხომალდების კლასს მიეკუთვნება, გემი შEდის რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობაში, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო შავი ზღვის რუსულ სამხედრო ფლოტს მიუერთეს დროებით, გაურკვეველი ვადით.
სწორედ აღნიშნულ სადესანტო ხომალდს შეუტია უკრაინულმა საზღვაო დრონმა, რომელსაც თან 450 კილოგრამი ტროტილი მიჰქონდა. მართალია რუსებმა შესძლეს ორი დრონიდან ერთის დროზე ადრე აფეთქება, მაგრამ ერთერთმა დრონმა მაინც შესძლო საბრძოლო ამოცანის შესრულება და ის სადესანტო გემს დაეჯახა, რასაც მძლავრი აფეთქება მოჰყვა.
რუსული ხომალდის სსახელოდ უნდა ითქვას, რომ მისმა ორმაგი ფენის მქონე ჯავშანმა მეტნაკლებად გაუძლო მძლავრ აფეთქებას და ის არ ჩაძირულა, თუმცა დიდი ხნით მწყობრიდან გამოვიდა და საბუქსირე კატარღებით იქნა პორტში გადაყვანილი.
სადესანტო ხომალდს აშკარად ეტყობა დრონის დაჯახების შედეგი, ხომალდი სერიოზულადაა გადახრილი ერთ მხარეს.
აი ასეთი საზღვაო დრონებით უტევენ უკრაინელები რუსულ ხომალდებს.