ხალხმა იეჭვა, რომ ჩინეთის ზოოპარკში დათვის ნაცვლად კოსტიუმში გადაცმული ადამიანია- ადმინისტრაციას პასუხის გაცემა მოუწია
რამდენიმე დღის წინ, ჩინელებმა ფაქტობრივად ვერ განასხვავეს დათვი ადამიანისგან. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო ჰანჯოუს ზოოპარკიდან, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გავრცელდა სხვადასხვა ბრალდებები ზოოპარკის წინააღმდეგ, დამთვალიერებლების და ინტერნეტის მომხმარებლების თქმით, ვოლიერში დათვის მაგივრად ადამიანია, რომელსაც დათვის კოსტიუმი აცვია.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ დათვი ადამიანივით იდგა და მეტიც, უკნიდან თითქოსდა კოსტიუმის ნაკეცებიც ეტყობოდა. ვიდეოები რა თქმა უნდა ვირუსული გახდა და მას შემდეგ ზოოპარკს სწორედ ამ დათვის სანახავად ყოველდღიურად 20 000 მდე ადამიანი სტუმრობს.
ზოოპარკის წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ვიდეო ნამდვილი მალაიზიური დათვია. უფრო სწორედ, დათვი სახელად ანჟელა. მათი თქმით, სახელმწიფო დაწესებულება არ დათანხმდება მსგავს მოტყუებას და არანორმალურ სიცხეში +40°C, დათვის კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი რამდენიმე წუთსაც ვერ გაძლებს. ისინი ჟურნალისტებს პრესტურის გამართვას დაჰპირდნენ, რათა დათვის ავთენტურობა გადაემოწმებინათ.