x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138447
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
"გათრევთ სახით… კიდე თავს ვიკავებ, რომ საჯაროდ არ გაგინოთ"- ვის მიმართავს ბაია პატარაია

image


ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია აღმოსავლეთ ევროპაში პირველი გრანდიოზული აკვაპარკის "Gino Paradise"-ის ხელმძღვანელობას საჯაროდ მიმართავს და მარტოხელა ქალისთვის საოჯახო პაკეტის მიყიდვაზე უარის გამო მათ ყველა ინსტანციით ემუქრება:


"Gino Paradise ახლა გავიგე, რომ სამშვილიან მარტოხელა დედას აკადრეთ და უთხარით, ოჯახი არა გყავს და საოჯახო პაკეტს ვერ მოგყიდითო. აეხლავე თქვენით დაურეკეთ იმ ქალს, თორემ ყველა ინსტანციაში გათრევთ სახით…


და მეორედ არ გავიგონო, შვილების მიმტოვებელ ღორკაცებს ითხოვდეთ ოჯახის პრერეკვიზიტად!
კიდე თავს ვიკავებ, რომ საჯაროდ არ გაგინოთ ცოცხალი და მკვდარი ცალკე იმ არაკაცებს და ცალკე თქვენ."- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.


როგორც პოსტის ქვეშ კომენტარებიდან ირკვევა უფლებადამცველს ზემოღნიშნული კომპანიის მენეჯერმა პირადად მისწერა, საიდანაც ირკვევა რომ ყველაფერი ჯერჯერობით ოპერატორს ბრალდება.


P.S. ისე, საინტერესოა ნუთუ ოპერატორი კომპანიის მიერ დაწესებულ პირობებს არ ახმოვანებს?


აკვაპარკის მენეჯერის მიერ ბაია პატარაიასთვის მიწერილ შეტყობინებას ასევე უცვლელად გთავაზობთ:


"Baia Pataraia


ეხლა ვნახე მენეჯერს მოუწერია ჩემთვის, აქ რატომღაც არ დააკომენტარეს ფეიჯის სახელით, რომ 2 ზრდასრულზე და 1-4 ბავშვამდე ვიძლევით საოჯახო პაკეტს და ნათესაობა და სქესი არ გვაინტერესებს უფროსებისო.


იმ ქალთან მიმოწერის სქრინებიც ჩააგდო და ოპეტატორი იმავეს აშკარად არ ეუბნება ქალს. ოპერატორს ბრალდება ჯერკერობით ეს ამბავი.
ნებისმიერი ორი ზრდასრული რატომ ითვლება ოჯახად, გაუგებარია.


ალბათ რამე მარკეტინგული ხრიკია, რადგან ბავშვები უმეტესად ერთ მშობელს დაჰყავს და რომ მათზე არ გავრცელდეს ფასდაკლება".


image






0
955
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
955