პოლიტიკა მეფეებისთვის ყველაფერი შეიძლება: 5 არატრადიციული ორიენტაციის მქონე მსოფლიო მმართველი 2023, 3 აგვისტო, 19:29 როგორც ცნობილია, მმართველები ყველა პერიოდში ყოველთვის იღებდნენ იმას, რაც სურდათ და მათთვის უარის თქმას ვერავინ ბედავდა. ისეთ ისტორიულ ფიგურებს, როგორებიც იყვნენ ალექსანდრე მაკედონელი, გაიუს იულიუს კეისარი, ედუარდ II, რიჩარდ I ლომგული და ადოლფ ჰიტლერი - ერთი საერთო ვნება - მამაკაცებით გატაცება აერთიანებდათ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 არატრადიციული ორიენტაციის მქონე მსოფლიო მმართველს, რომელსაც ამის არც რცხვენოდა.გაიუს იულიუს კეისარიისტორიულ წყაროებში შემონახულია ინფორმაცია ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, მხედართმთავრის, რეფორმატორისა და იმპერატორის - გაიუს იულიუს კეისრის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ. მოგეხსენებათ ანტიკურ დროში ძველ რომში, ერთი და იმავე სქესის პირებს შორის კავშირი არაბუნებრივად არ აღიქმებოდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა 19 წლის გაიუს იულიუს კეისარი ბითინიის მეფესთან, ნიკომედე III ფილოპატორთან მოხვდა, სადაც სამი წლის განმავლობაში მის საყვარლებს შორის ირიცხებოდა, როდესაც იმპერატორი ტახტზე ავიდა, მისმა ოპონენტმა, სენატორმა ციცერონმა, საჯაროდ უწოდა კეისარს "ბითინიელი დედოფალი, რომელმაც ძალაუფლებისკენ გზა საკუთარი უკანალით გაიკვალა".ალექსანდრე მაკედონელიალექსანდრე მაკედონელის საგმირო საქმეები საუკუნეების განმავლობაში შემორჩა. ის ტახტზე 20 წლის ასაკში ავიდა და მომდევნო 11 წლის განმავლობაში როგორც უდიდესს სამხედრო სტრატეგისტსა და ტაქტიკოსს არც ერთი მარცხი არ განუცდია. ის გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, რომელმაც სიკვდილამდე თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყრო. ჰომოსექსუალების შესახებ გავრცელებულ სუსტი ქალური ბუნების ერთგვარ სტერეოტიპს მაკედონელი საერთოდ არ შეეფერებოდა. საოცრად მამაცი და გაბედული, ის ყოველთვის ფრონტის ხაზზე იბრძოდა და ხშირად სერიოზულ ჭრილობებსაც იღებდა.ახალგაზრდა იმპერატორს სამი ცოლი ჰყავდა, თუმცა ყველა ეს ქორწინება მხოლოდ პოლიტიკური სვლა იყო. მაკედონელი ნამდვილ კეთილგანწყობას მხოლოდ თავისი "ძვირფასი მეგობრის" ჰეფესტიონის მიმართ ავლენდა.საყვარლის გარდაცვალებით დასევდიანებულმა და განრისხებულმა ალექსანდრემ იმ ექიმის სიკვდილით დასჯაც კი ბრძანა, რომელმაც ჰეფესტიონი ვერ გადაარჩინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, იმპერატორის გატაცებად ახალგაზრდა სპარსელი ბაგოასი იქცა, რომელიც მმართველის ფავორიტად მის გარდაცვალებამდე დარჩა.რიჩარდ I ლომგულიისტორიკოსებს შორის, რიჩარდ ლომგულთან დაკავშირებით ერთი ისტორიული ფაქტის შესახებ მწვავე დებატები ჯერ კიდევ გრძელდება. 1187 წლით დათარიღებულ ჩანაწერებში მითითებულია რომ ინგლისისა და საფრანგეთის ალიანსის ნიშნად, რიჩარდმა ერთი ღამით სარეცელი მეფე ფილიპე II- სთან გაიზიარა. ბევრი ფიქრობს რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი იყო, თუმცა ასეთ მოვლენას ისტორიაში ადგილი ნამდვილად ჰქონდა.ედუარდ IIკიდევ ერთი ინგლისელი მონარქი, ედუარდ II, 1308 წელს იზაბელა ფრანგზე დაქორწინდა. სამწუხაროდ, ინგლისისა და უელსის მეფე მშვენიერი მეუღლის მოფერებისა და ალერსის მიმართ გულგრილი აღმოჩნდა და მის პალატებს მხოლოდ ტახტის მემკვიდრის ჩასახვისთვის ხელსაყრელ დღეებში სტუმრობდა. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია მისი "უსირცხვილო" საქციელი სიმპათიური გრაფებისა თუ ქვის მთლელი მამაკაცების მიმართ.მისი ოფიციალური ფავორიტი სერ ჰიუ ლე დისპენსერი იყო. მაშინ, როდესაც მეფე ყველას თვალწინ არატრადიციული ურთიერთობით ტკბებოდა, ჰიუ ამ სიტუაციიდან მაქსიმალურ სარგებელს იღებდა. მცირე პერიოდის განმავლობაში მეფის საყვარელმა უზარმაზარი ქონება დააგროვა. მრავალწლიანი არასათანადო მოპყრობის შემდეგ, დედოფალმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და ქმარი ღალატსა და სოდომიაში დაადანაშაულა, შედეგად ჰიუ ლე დისპენსერი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ედუარდ II ციხეში ფარულად მოკლეს.ადოლფ ჰიტლერიადოლფ ჰიტლერის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე ეჭვი ისტორიკოს ლოთარ მაჰტანის წიგნის გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა. 1915 წელს ახალგაზრდა ჰიტლერი საფრანგეთის ფრონტზე იქნა გაგზავნილი, სადაც ის მეძავ მამაკაცთან ერთად არაერთხელ იყო შემჩნეული. უკვე ფიურერის ამპლუაში თავისი ჰომოსექსუალური ვნებების დასამალად, მან რამდენიმე მაღალი რანგის ნაცისტი სიკვდილით დასაჯა.305 შეფასება არ არის |