x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ცნობილი დიქტატორების უცნაური კვებითი ჩვევები, რომელთა შესახებ წარმოდენაც კი არ გქონდათ

image


პოლიტიკურ მოღვაწეებს შეუძლიათ საკუთარ თავს ძალიან ბევრის უფლება მისცენ, მათი უჩვეულო ახირებები როგორც წესი, ყველა სფეროს, მათ შორის მათივე გასტრონომიულ ვნებებსაც ეხება. ადამიანების უმრავლესობა დარწმუნებულია რომ მსოფლიოს ლიდერები მხოლოდ დელიკატესებით იკვებებიან, თუმცა ისტორიაში არაერთი საპირისპირო შემთხვევა არსებობს, როცა საქმე განსაკუთრებით, ცნობილ დიქტატორებს ეხებათ. მაშ ასე, გთავაზობთ, მსოფლიოს ყველაზე სასტიკ ლიდერთა კვების უცნაურ ჩვევებს რომელთა შესახებ აქამდე არაფერი იცოდით.




მაო ძედუნი


image


ჩინეთის ლიდერსა (1945–1976 წლებში) და "მაოიზმის" ფუძემდებელს - მაო ძედუნს ჩაი განსაკუთრებით უყვარდა, და ძალიან ბევრს ეწეოდა, თუმცა ყოველთვის მცირე ულუფებითა და იშვიათად იკვებებოდა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩინეთის სახელმწიფო მოღვაწე დანა- ჩანგალს თითქმის არასდროს იყენებდა.





ბენიტო მუსოლინი


image


ბენიტო მუსოლინი იტალიური სამზარეულოს დიდი მოყვარული იყო, სხვა ერების კერძებს იტალიელი დიქტატორი არ აღიარებდა, ვინაიდან მათ უგემურად მიიჩნევდა.პოლიტიკოსს განსაკუთრებით ნივრით, ზეითუნის ზეთითა და ლიმონის წვენით შეზავებული სალათა უყვარდა.



ადოლფ ჰიტლერი


image


ნაცისტური პარტიის ლიდერი, ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ინიციატორი ადოლფ ჰიტლერი ვეგეტარიანელი გახლდათ, ის ყველაზე ხშირად პარკოსნებს, მაკარონსა და ყვავილოვან კომბოსტოს გეახლებოდათ. ხორცზე უარის თქმა გერმანიის ფიურერისა და რაიხსკანცლერის იდეოლოგიის ნაწილი გახლდათ - მისთვის ცხოველური საკვები ისეთივე მიუღებელი იყო, როგორც შერეული რასები, თუმცა სანამ ის ვეგეტარიანელი გახდებოდა ჰიტლერს ქათმის ღვიძლითა და ნიგვზით ფარშირებული, ღუმელში გამომცხვარი მტრედები უყვარდა.



კიმ ჩენ ირი


image


სანამ ჩრდილოეთ კორეელები შიმშილით იხოცებოდნენ, მათი ლიდერი თავს ახალი ლობსტერებითა და ძვირადღირებული შამპანურით ინებივრებდა. ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაურის ერთ-ერთი საყვარელი კერძი კი არც მეტი, არც ნაკლები ზვიგენის ფარფლებისა და ძაღლის ხორცისგან მომზადებული წვიანი გახლდათ.




სადამ ჰუსეინი

image


ერაყის ყოფილ ლიდერს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები აწუხებდა, ამიტომ ძირითადად წვნიანით, ქათმითა და ბოსტნეულით იკვებებოდა, თუმცა ყველაზე მეტად მას ცეცხლზე გამომცხვარი თევზი უყვარდა.








0
1324
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1324