x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135789
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510192
"ქვეყანაში კვალიფიციური ვეტექიმების ძალიან სერიოზული დეფიციტია... უკრაინიდან და რუსეთიდან ჩამოდიან ვეტექიმები აქ სამუშაოდ"-ბაკურ სვანიძე

image

რამდენიმე დღის წინ ბლოგერს და ჟურნალისტს ბაკურ სვანიძეს 6 წლის ძაღლი, სახელად მაურინიო მოუკვდა.

სოციალურ ქსელში ბაკურ სვანიძემ ცოტა ხნის წინ გამომწერებს მოუთხრო, თუ როგორ მოუკვდა ოთხფეხა მეგობარი და აღნიშნა, რომ საქართველოში ნორმალური ვეტკლინიკა და ნორმალური ვეტექიმი საერთოდ არ არსებობს.


"ბევრს ა ი ნ ტ ე რ ე ს ე ბ ს, რა დაემართა მ ა უ ს. რატომ
დ ა ი ღ უ პ ა ასე უეცრად? მოვყვები თანმიმდევრობით.
მე არავის არაფერს ვ ა ბ რ ა ლ ე ბ. მაუს მოულოდნელად
დაემართა ძალიან ს ა შ ი შ ი დაავადება, რომელიც 5 წლის
ასაკის ზევით უვითარდებათ მხოლოდ სუფთა ჯიშის და
დიდი ზომის ძაღლებს. პატარა ძაღლებს ეს არასოდეს
ემართებათ. მიზეზი უცნობია! შემთხვევები - საკმაოდ
ხშირი. თითქმის 25 პროცენტი. გადარჩენის შანსი - ძალიან
დაბალია - 50 პროცენტზე ნაკლები! ამიტომ ასე პირდაპირ
ვერავის ვადანაშაულებ... თუმცა, მაუს გამოცდილებამ
დამანახა, რომ ამ ქვეყანაში მძიმედ ცუდ დღეშია ზოგადად
ვ ე ტ ე რ ი ნ ა რ უ ლ ი მიმართულება და თუკი თქვენს
ოთხფეხა მეგობარს რამე ს ე რ ი ო ზ უ ლ ი დაემართა,
ჩათვალეთ, რომ ის ფაქტობრივად გ ა ნ წ ი რ უ ლ ი ა!
არ არსებობს არანაირი რ ე გ უ ლ ა ც ი ა, კრიტერიუმები,
არაფერი! ნებისმიერს შეუძლია იქირავოს ოთახი და
დაარქვას მას "ვეტერინარული კლინიკა". ყოველგვარი
პასუხისმგებლობების და ვალდებულებების გარეშე...
თუ ცხოველს რამე დაემართა ღ ა მ ი თ, ის უკვე ძალიან
დიდი ალბათობით მ კ ვ დ ა რ ი ა! მე მოგიყვებით ჩემს
საშინელ, მტანჯველ გამოცდილებას. ვიმეორებ, არავის
არაფერში ვდებ ბრალს, უბრალოდ მოვყვები ამბავს.
ეს არის ერთ-ერთი ბოლო ფოტო, რომელიც მაუს
კლინიკაში გადავუღე. ვეცადე შედარებით ისეთი ფოტო
შემერჩია, რომელიც ნაკლებად დაზაფრავდა მნახველს.
ბევრად მძიმე ფოტოებიც მაქვს... ამ პოსტს, ის მიზანიც
აქვს, რომ ვისაც გყავთ დიდი ზომის ჯიშიანი ძაღლები,
(30 კილოგრამზე ზევით, განსაკუთრებით 5 წლიდან!)
მაინც იცოდეთ და გ ა ფ რ თ ხ ი ლ დ ე თ. მართალია,
ძალიან ცოტაა შანსი საქართველოში (თბილისშიც კი!)
ამ შემთხვევაში ძაღლს უშველოთ, მაგრამ მაინც...
(ლაპარაკია კუჭის "შებრუნებაზე" - კუჭის ტორსია)
მოკლედ, დავიწყოთ იმით, რომ მაუს პირველი ოპერაცია
არაფერ შუაშია. ის მოუშუშდა კარგად. ამიტომაც იყო
ე ლ დ ა, რო უცებ, დილით ს ა კ ვ ე ბ ზ ე, ქათმის თეთრ
ხორცზე თქვა უარი... (მანამდე ძაღლი უაზროდ დარბოდა
წინ და უკან, ეს, როგორც მერე გავიგე, ნიშნავს იმას, რომ
ძაღლს რაღაც სტკივა...) მაგდენი გამოცდილება კი მქონდა
და სასწრაფოდ დავურეკე ვ ე ტ ე ქ ი მ ს... თუმცა, კუჭის
"შებრუნებაზე" არაფერი მსმენოდა და მეგონა მძიმე
ენტერიტი, ვვარაუდობდი რომ სასწრაფოდ გადასხმები
დაჭირდებოდა... ოპერაცია არც მიფიქრია... ზოგადად, მაუს
მუდმივი ვეტკლინიკა იყო "ვეტაგრო" - რომელსაც ძალიან
ვემადლიერები, რადგან ხელს მიმართავდნენ როგორც
მკურნალობის დროს, ასევე კვების ამბავში - არაერთხელ
ნ ი ს ი ა დ ა ც კი მოუციათ საკვები. თუმცა, ამ კლინიკაში
რთულ ოპერაციებს ვერ აკეთებენ. ეს უფრო, შეიძლება
ითქვას "პოლიკლინიკაა" - ნემსები, გადასხმები და ა.შ.
"ნიუ ვეტი" ვარკეთილში, ანუ ომარაშვილის კლინიკა,
მანდ ძალიან კეთილი ხალხია, "მეტის" ცხოველებს სულაც
ნახევრ ფასში ა ს ტ ე რ ი ლ ე ბ ე ნ, მაგრამ ასეთ მძიმე
ოპერაციებს ვერც მანდ აკეთებენ - არ აქვთ არც ტექნიკა!
პირველი ოპერაცია მაუს გაუკეთდა "ბროლია"-ში... მანდ
აკეთებენ, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა დ ი ა გ ნ ო ზ ი
სახეზეა. რენტგენი, ექოსკოპია და ა.შ. არ აქვთ. ამიტომ
მაუ გავაქციე პირდაპირ "ბუნება"-ში, რომელიც ითვლება
ს ა უ კ ე თ ე ს ო კლინიკად საქართველოში. რენტგენმა
აჩვენა კუჭის გადიდება. სცადეს "ესპუმიზანით" და სხვა
მეთოდებით გ ა ზ ე ბ ი ს გაყვანა. არაფერი გამოვიდა და
გადაწყდა ოპერაცია! აი, აქ დაიწყო ჩემი და ძაღლის
წ ა მ ე ბ ა! თანაც კ ვ ი რ ა დღე იყო და კლინიკების
უმრავლესობა უბრალოდ დ ა კ ე ტ ი ლ ი იყო! "ბუნებას"
ქ ი რ უ რ გ ს არ ეცალა - ჩაწერილი პაციენტები ჰყავდა!
ფაქტი იყო, რომ მაუს გ ა დ ა უ დ ე ბ ე ლ ი ოპერაცია
სჭირდებოდა! მაგრამ ეს ხომ ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი ს კლინიკა
არ არის... ვინ გადადებს ფულგადახდილი, რიგში უკვე
ჩაწერილი ძაღლის ოპერაციას ვინ გადმოიტანს წინ
გადაუდებელს? მაუს ეს ამბავი შევნიშნე დილის 8 საათზე.
10 საათამდე "ბუნება" არ იყო ღია. 11-ის ნახევარზე
მიგვიღეს. 12-ზე დიაგნოზი დასვეს. 1-მდე "ესპუმიზანი"
სცადეს... 5 საათი უკვე აქ დაიკარგა! 1-იდან გამწარებული
ვეძებდი კლინიკას, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას
გაუკეთებდა მაუს! განგებ არ აღვწერ ჩემს განცდებს და
საშინელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როცა გავიაზრე,
რომ მაუს ს ა ს ი კ ვ დ ი ლ ო პრობლემა ჰქონდა და მე
ვერ ვახერხებდი მისთვის ოპერაციის გამკეთებელი
მეპოვა! აქვე ვიტყვი, რომ ერთი-ორი ძალიან კ ე თ ი ლ ი
ახლობლის წყალობით ფ უ ლ ი ს პრობლემა მალევე
მოვხსენი. ანუ ფული აღარ მადარდებდა! აი, ესაა ყველაზე
საშინელება კიდევ - არავის ეგონოს, ფული თუ მექნება
ჩემს ძაღლს არაფერს დავაკლებო! ფული დამირიცხეს
სასწრაფოდ, მაგრამ მაინც ვერაფრით ვშველოდი მაუს!
(მართალია ს ე ს ხ ა დ ავიღე, მაგრამ რაც მთავარია, იმ
მომენტში ფულზე აღარ ვფიქრობდი - ანგარიშზე მქონდა!)
ძაღლს უკვე თვალნათლივ ეტყობოდა რომ მძიმდებოდა...
2 საათზე ვიპოვე კლინიკა "ვეტ-ლაიფი" კანდელაკზე...
მანამდე დავრეკე "ბალტოში" "ვეტჰაუსში", "ზოოპლაზაში"
შარტავაზე - ყველგან! იმიტომ ვწერ, რომ კომენტარებში
არავინ დამიწყოს "აქ დაგერეკა" "იქ დაგერეკა" - დავრეკე
ყველგან! როგორც იქნა, 3 საათზე "ვეტ-ლაიფში" დაიწყეს
ოპერაცია. 6-ზე დასრულდა. ძაღლი გ ა დ ა რ ჩ ა და ნელა
გამოდიოდა ნ ა რ კ ო ზ ი დ ა ნ, მაგრამ მდგომარეობა იყო
ურთულესი და რეაბილიტაციის გასავლელად საჭირო
იყო ძაღლების 24 საათიანი ს ტ ა ც ი ო ნ ა რ ი... აქ დაიწყო
მორიგი წამება! 2 საათი ვეძებდი სტაციონარს! ვეხვეწე
თვითონ "ვეტ-ლაიფის" მ ე პ ა ტ რ ო ნ ე ს, ტელეფონით
ველაპარაკე მას, ვინმე ო ს ი პ ო ვ ს (თუ არ ვცდები) რომ
ის ღამე არ გაენძრიათ ურთულეს ოპერაცია გადატანილი
ძაღლი, გადავიხდიდი დამატებით თანხას და იქნებ ვინმე
იქვე, ადგილზე დარჩენილიყო, მეც დავრჩებოდი და
მიეხედათ ძაღლისთვის... კატეგორიული უარი მითხრა!
თმცა იცოდა რომ ძაღლი მომაკვდავი იყო... ბოლო-ბოლო
ვიღაცას წამოსცდა, რომ რ უ ს ე ბ ს თბილისში გაუხსნიათ
ვეტკლინიკა "კ ი ვ ი" - სადაც არის ს რ უ ლ ი სერვისი -
ოპერაციებიც ტარდება და მძიმე შემთხვევებისთვის აქვთ
სტაციონარიც... როგორც იქნა მაუ გადავიყვანე და იქ
მოვათავსე... ფული - აქაც მთავარი მოთხოვნა იყო, მაგრამ
ყველაზე კარგად მაინც აქ მიგვიღეს და ძაღლს გადაყვნენ!
(ბარემ ვიტყვი - მიუხედავად იმისა, რომ მოკვდა, მაუს
გადარჩენის მცდელობა ო რ ი ა თ ა ს ლარამდე დაჯდა!)
24 საათში მაუს გული გაუჩერდა... ესაა ამბავი, რომელიც
ჩემი 6 წლის მაუს სიკვდილით დასრულდა. მომიკვდა
ძაღლი, რომელიც 1 თვის, ავადმყოფი ავიყვანე, რომელსაც
აგდებდნენ ფაქტობრივად მდინარეში... მთელი 6 წელი
სულ მაუს გ ა დ ა რ ჩ ე ნ ი ს თ ვ ი ს ბრძოლებში გავიარე...
ბოლოს მაინც ვერ გადავრჩინე-თუმცა ამას მერე მოვყვები.
უბრალოდ, მარტივი კითხვები მაქვს - დილის 8 საათზე
ხომ უნდა არსებობდეს კლინიკები, სადაც გადაუდებელ
შემთხვევებში ძაღლს მიიყვან და 2 საათი არ დაელოდები?
"ზოოპლაზა" - კი ბატონო, თუმცა, იქ რამდენჯერაც აქამდე
დამჭირდა და მივედი, მუდამ ჰყავთ პაციენტი და ვერავინ
გაქცევს ყურადღებას... სულ დაკავებულია ის ერთადერთი
მორიგე, ვინც ღამით მორიგეობს... "ბალტო"? - მანდ ასეთი
სირთულის ოპერაციებს არ აკეთებენ. ერთი უკრაინელი
ექიმი სახელად მ ი ხ ა ი ლ ი კი, იმდენად უ ზ რ დ ე ლ ი
და უგვანო ტიპია, ცხოველთა პატრონებს პ ა ტ რ უ ლ ი ს
გამოძახება სჭირდებათ ხოლმე მასთან საურთიერთოდ...
"ბუნება" - ალბათ შეეძლოთ 2 საათი "ესპუმიზანით" არ
ეწვალებინათ ძაღლი და პირდაპირ ეთქვათ, რომ საჭირო
იყო ოპერაცია... "ვეტ-ლაიფი" - ალბათ ვალდებული იყვნენ
ეთქვათ, რომ მათ არ აქვთ სტაციონარი და მიეთითებინათ
კლინიკა "კივი"-ზე რომლის არსებობა მე არ ვიცოდი, მათ
კი ნამდვილად იცოდნენ, რადგან ბოლოს სწორედ მათ
გამიშვეს იქ! მაგრამ მაგ შემთხვევაში ოპერაციის ფულს
თვითონ ვეღარ აიღებდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ
ოპერაცია გაეკეთებინათ, ფული აეღოთ და მერე "კივი"-ში
გავეშვი რეაბილიტაციისთვის... არადა მძიმე ოპერაციის
შემდეგ ძაღლის ტრანსპორტირებაც, ალბათ, გარკვეული
რისკი იყო... საბოლოოდ - კარგად გავეცანი ძაღლებში
კუჭის "შებრუნების" (კუჭის ტორსია) შესახებ ცნობებს
ინტერნეტში და ვიაზრებ, რომ ყველაზე სწრაფი ჩარევის
და უსწრაფესი ოპერაციის დროსაც, გადარჩენის შანსი
50 პროცენტზე ნაკლებია - გააჩნია კუჭის მდგომარეობას,
რამხელაზეა შებრუნებული. ისიც ვიცი, რომ თავიდანვე
"კივი"-ში რომ გადამეყვანა, გადარჩენის შანსი მაქსიმუმ
5 პროცენტით იზრდებოდა, მეტით არა! მაგრამ ყოველივე
ამან, ვეტექიმების გულგრილობამ, რეგულაციების არ
არსებობამ, განუკითხაობამ - ის 5 პროცენტი ხომ მაინც
წამართვა? ჩემთვის კი ჩემივე სიცოცხლეს უდრიდა მაუს
სიცოცხლე! მეტს არაფერს ვიტყვი... არ მინდა ვინმემ ან
უმადური დამიძახოს, ან ინტრიგანი! მაგრამ რ ე ა ლ ო ბ ა
ასეთია! და რაც მთავარია - დიდი ზომის სუფთა ჯიშის
ძაღლების პატრონებო, გ ა დ ა უ ზ ი ა რ ე თ ერთმანეთს ეს
გამოცდილება და თუკი თქვენს ძაღლს ასეთ სიმპტომებს
შენიშნავთ, პირდაპირ მიიყვანეთ ისეთ კლინიკაში, სადაც
აქვთ საკუთარი სტაციონარი, აქვთ რენტგენი, აქვთ "ეხო"
ჰყავთ ქირურგი და რაც მთავრია ამ ქირურს "სცალია"!
ასევე, მგონია, რომ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო მ მეტი ყურადღება
უნდა მიაქციოს ამ სფეროს და იყოს რეგულაციები, რომ
გადაუდებელ შემთხვევებში, ვეტ-ქირურგს არ ჰქონდეს
უფლება უ ა რ ი უთხრას ოპერაციაზე ძაღლის პატრონს!
ასევე, უნდა არსებობდეს ნორმალური კლინიკა, რომელიც
სწორედ გადაუდებელ შემთხვევებზე იმუშავებს კვირა
დღეს, ასევე მთელი ღამით 24 საათის განმავლობაში!
ვეტ-ქირურგი ვალდებული უნდა იყო "რიგში ჩაწერილი"
ძაღლების ოპერაციები რამდენიმე საათით გადადოს
და "ურიგოდ" მიიღოს გადაუდებელი შემთხვევა!
გავიგე ისიც, რომ ქვეყანაში კვალიფიციური ვეტექიმების
ძალიან სერიოზული დ ე ფ ი ც ი ტ ი ა... უკრაინიდან და
რუსეთიდან ჩამოდიან ვეტექიმები აქ სამუშაოდ, მაგრამ
ღამის სტაციონარისთვის მაინც არაა საკმარისი კადრები...
აქვე, პირველ კომენტარში დავდებ ბ მ უ ლ ს, სადაც
შეძლებთ წაიკითხოთ რა არის "კუჭის ტორსია ძაღლებში".
მე პირადად, ამის უცოდინარობამაც დამღუპა ალბათ...
გსურვებთ, დიდხანს გყავდეთ გვერდით მ ე გ ო ბ ა რ ი.."-წერს ბაკურ სვანიძე.
0
52
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0