x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ეს წარმოუდგენელი კადრები უფრო მეტს გეტყვით, ვიდრე ისტორიის წიგნებში ამოკითხული თარიღები

image


ინტერიერის ანტიკური ნივთები, ძველი შენობების დეკორი, ტანსაცმელი - ეს ყველაფერი საშუალებას გაძლევთ გაიგოთ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები წარსულში, გაეცნოთ მათ კულტურასა და ცხოვრების წესს, თუმცა მათ შორის შეხვდებით ისეთ აღმოჩენებსაც, რომლებსაც მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან. ნახეთ, ყველაზე წარმოუდგენელი ნივთების ფოტოები, რომლებიც უფრო მეტს გეტყვით, ვიდრე ისტორიის წიგნებში მოყვანილი ციფრები. მაშ, ასე თქვენ წინაშეა ძველი რომის უდიდესი საგანძური და კიდევ 11 სხვა რამ, რაც ისტორიის შესწავლას შთაგაგონებთ, არტეფაქტები ხომ ისტორიის გასაგებად ყველაზე საუკეთესო საშუალებაა.


image



არქეოლოგები პომპეიში მუშაობის პროცესში



image


გერმანიის ქალაქ ტრირში ნაპოვნი ძველი რომის დროინდელი საგანძური, რომელიც რომაულ საგანძურს შორის აღმოჩენილ ყველაზე დიდ განძად ითვლება


image


მე-15 საუკუნეში მუდეხარის სტილში აშენებული კოკას ციხე ესპანეთში, აღნიშნული სტილი აერთიანებს გოთურ და მავრიტანულ არქიტექტურას



image


ინგლისი ქალაქ ჰოვში შემთხვევით ნაპოვნი 3200 წლის ქარვის ჭიქა


image


ჩინეთის იმპერატორის მცველთა ჯავშანი, მე -18 საუკუნე




image


ინგლისის საგრაფო ჰემფშირის სააბატოში მიტოვებული ქანდაკებები

image


პაპუა-ახალი გვინეა და სახლი, რომელშიც არავინ ცხოვრობს


image


ბულგარეთში ნაპოვნი ჩვ.წ. IV საუკუნის ოქროს ბეჭედი, რომელიც თრაკიელთა მეფეს ეკუთვნოდა


image


გიგანტური ძველი რომაული აკვედუკი ესპანეთის ქალაქ სეგოვიაში, რომელიც I-II საუკუნეებში აშენდა


image


მოზაიკა თურქეთის ქალაქ ზევგმაში, სწორედ ამ ქალაქშია განთავსებული უძველესი მოზაიკის მუზეუმი, სადაც 1700 კვ. მ ფართობზე მსოფლიოში უდიდესი კოლექციაა წარმოდგენილი. მოზაიკური ნახატი ფოტოთი დედალოსს და იკაროსს აღბეჭდავს


image


ოქროს ხელთათმანი - XVI საუკუნის საფრანგეთის მეფის ანრი III დე ვალუას ჯავშნის ნაწილი



image


ძვ.წ. VI საუკუნეში ირანის ქალაქ სუზაში ნაპოვნი სპარსელი მეომრების გამოსახულებები, ანტიკური ქალაქი სუზა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, სადაც ხალხი ჯერ კიდევ ცხოვრობს











0
1083
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1083