საზოგადოებრივი ყველაზე საშინელი მოვლენა ევროპის ისტორიაში 2023, 8 აგვისტო, 8:17 შუა საუკუნეების ევროპაში, არსებული სოფლის მეურნეობის დონის გამო, შიმშილი იშვიათობას არ წარმოადგენდა. იყო ცუდი და შედარებით ცუდი წლები. მაგრამ, სამი წლის მანძილზე, 1315-1317 წწ. მოსავალი თითქმის არ მოვიდა და მილიონობით ადამიანი შიმშილით დაიღუპა (ქალაქებში მოსახლეობის მეოთხედი ამოწყდა, ხოლო სოფლად, — მსხვერპლის რაოდენობა ცნობილი არ არის, რადგან არავის აინტერესებდა და არც არავინ ითვლიდა). გარდა ამისა, თითქოს ეს საკმარისი არ იყო, გადარჩენილებს «შავი ჭირის» ეპიდემია «დაერია»... მისი პიკი 1348 წ. იყო, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში, 30-დან – 90%-მდე მოსახლეობა დაიღუპა.
გარდა ამისა, საზოგადოებამ გაველურება დაიწყო — მორალის ყველა ნორმა, გადარჩენის ცხოველურ ინსტინქტებს შეეწირა... იმ პერიოდის ქრონიკებს თუ დავუჯერებთ, «1315 წელს ლივონიაში (ისტორიული მხარე ბალტიისპირეთში XIII-XVI სს.) საკვებ პროდუქტებზე ისეთი მაღალი ფასები და ისეთი შიმშილი იყო, რომ ადამიანები საკუთარ შვილებს ხოცავდნენ, საფლავებიდან მიცვალებულებს თხრიდნენ, სახრჩობელიდან გვამებს ხსნიდნენ, ხარშავდნენ და ჭამდნენ» (ჰერმან ვარტბერგი (Hermann von Wartberge) (? - 1330 წწ.), «ლივონიის ქრონიკა»). ისტორიული ქრონიკის გარდა, ამ საშინელმა პერიოდმა ჩვენამდე, ყველასთვის ცნობილი ზღაპრების და ლეგენდების სახით მოაღწია. მაგ., ზღაპრები კაციჭამიებზე, ტყეში დატოვებულ ბავშვებზე, რომლის გამოკვება მშობლებს არ შეეძლოთ და სხვა... არხის სხვა სიახლეები:* ის უფსკრულზე 18 მ. სიმაღლეზე ეკიდა და მხოლოდ ჯიბის დასაკეცი დანა ჰქონდა...* კატასტროფა, რომელმაც მზის სისტემაში უდიდესი ცვლილებები გამოიწვია* ფოლადის არმატურამ ტვინში გაიარა... გადარჩენის წარმოუდგენელი ისტორიები* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი753 2-ს მოსწონს
|