x
მეტი
  • 09.07.2024
  • სტატია:135860
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
სიმართლე თუ გაბუქებული ისტორია?- მატარებელი იაპონიაში, რომელიც მხოლოდ ერთი სკოლის მოსწავლისთვის დადიოდა

კარგი რაღაცები ხანდახან გველოდება იქ, სადაც არ ველოდებით - მაგალითად, სამსახურში ან სკოლის გზაზე. რამდენიმე წლის წინ აქტიურად ვრცელდებოდა გულისამაჩუყებელი ისტორია იმის შესახებ, რომ იაპონიაში რკინიგზის სადგური, რომელიც სამუდამოდ იხურებოდა, ცოტა ხნით გაიხსნა საშუალო სკოლის მოსწავლის, სახელად კანას გულისთვის, რომელიც ყოველდღიურად მიდიოდა სკოლაში მატარებლით. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, კანამ სკოლა უკვე დაამთავრა, საკითხავი მხოლოდ ისაა, რამდენად შეესაბამებოდა ეს ისტორია სიმართლეს.image

ამ პატარა ქალაქში სულ სამი სადგური იყო და ყველა მათგანი მგზავრების სიმცირის გამო აღარ იყო საჭირო. 2015 წელს მათ დახურვა ემუქრებოდათ, მაგრამ ერთ-ერთ სადგურს მაინც ყოველ დილით სტუმრობდნენ სკოლის მოსწავლე, რომელიც სკოლაში უნდა წასულიყო და მისი რამდენიმე კლასელი.
ინტერნეტში მყისიერად გაჩნდა თეორია, რომ ამის შესახებ რკინიგზის კომპანიამ შეიტყო და სწორედ ამიტომ შეთანხმდნენ, რომ ჯერ-ჯერობით სადგური ფუნქციონირებას გააგრძელებდა.

ბავშვების განრიგი დიდწილად იყო დამოკიდებული მატარებელზე - დილით მხოლოდ ერთი მატარებელი ტოვებდა მათ სადგურს, ხოლო სკოლის შემდეგ მათ შეეძლოთ სამი მატარებლიდან ერთ-ერთზე ასულიყვნენ. მაგრამ როდესაც კანას ამბავი მთელ იაპონურ მედიაში გავრცელდა, ამბავი გარკვეულწილად გალამაზებული და გაბუქებული გახდა. ბევრგან ეწერა, რომ გოგონა მარტო მგზავრობდა, სადგური კი მისი სწავლის დასრულებამდე ასე იფუნქციონირებდა მხოლოდ მისთვის.
გარდა ამისა, დაბნეულობა გაჩნდა სადგურების სახელებში: წერდნენ, რომ გოგონა მატარებელში ჯდებოდა კამი-შირატაკის სადგურზე, მაგრამ სინამდვილეში, კანა და კლასელები ცხოვრობდნენ კიუ-შირატაკიში.image
2016 წლის მარტში გოგონამ საშუალო სკოლა დაამთავრა და ამავდროულად, კიუ-შირატაკის სადგური კვლავ დაიხურა. 69 წლიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ ლიანდაგზე ბოლო მატარებელი მივიდა. და მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს ორი სიტუაცია რატომღაც არის დაკავშირებული და რკინიგზა ნამდვილად ელოდა კანას სკოლის დამთავრებას, ყველას უნდა ლამაზი ზღაპრის დაჯერება.
0
151
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0