x
მეტი
  • 31.10.2024
  • სტატია:137939
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511714
4 უძველესი ცივილიზაციებიდან რატომ გადარჩა მხოლოდ ჩინური?.. და ვისი შთამომავლები ვართ "ევროპელები"

მხედველობაში თუ არ მივიღებთ იდუმალ ცივილიზაციებს და მხოლოდ იმ ცივილიზაციებზე ვისაუბრებთ, რომლის არსებობა არტეფაქტებით დასტურდება, გამოვა რომ, ჩვენს პლანეტაზე, დაახლოებით, 9-10 ათასი წლის წინ, 4 ცივილიზაცია არსებობდა. ესენია: ინდის, ეგვიპტის, შუმერის და ჩინეთის. თუმცა დღეს, ამ ცივილიზაციების კერებიდან, მხოლოდ ერთია შემორჩენილი.


image


ისტორიკოსები და ეთნოგრაფები დღემდე კამათობენ, თუ რატომ მოხდა ცივილიზაციის განვითარება კონკრეტულად ამ რეგიონებში და არა სხვაგან? რით იყო გამოწვეული იქ მცხოვრები ადამიანების ტექნოლოგიურ-კულტურული პროგრესი და რატომ მოხდა, რომ ასეთი განვითარების მიუხედავად, ამ ცივილიზაციების განადგურება მაინც მოხდა და მხოლოდ ერთმა მათგანმა მოახერხა გადარჩენა?


პირველად ინდის ანუ ჰარაპის ცივილიზაცია დაიღუპა. მისი განადგურების მიზეზი უცნობია. არქეოლოგიური გათხრების მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ამ ცივილიზაციამ, თავისი აღზევების პერიოდში, დაახლოებით 1500 წელი იარსება და შემდეგ, ნელ-ნელა ჩაქრა, – ქალაქები დაიცალა, ხელოსნობა და ხელსაქმე მივიწყებას მიეცა... ხოლო, როდესაც ინდოეთში ჩრდილოეთიდან მომთაბარე–არიები, თანამედროვე ინდიელების წინაპრები, შეიჭრნენ, მათთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. ინდის ცივილიზაციიდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი და ჩვენ ისიც კი არ ვიცით, თუ რა ენაზე საუბრობდნენ მისი წარმომადგენლები!


image


მეორე შუმერების ცივილიზაცია დაიღუპა. გარკვეული მოსაზრებით, მას უფრო გაუმართლა, ვიდრე ინდის ცივილიზაცია, რადგან შუმერების კულტურა ნაწილობრივ შემონახულია და მეცნიერებს შუმერული ტექსტების წაკითხვაც კი შეუძლიათ. შუმერები მომთაბარე სემიტებმა დაიპყრეს და თანდათანობით, მათი ასიმილირება მოხდა აქადური და ასირიული ტომების წარმომადგენლებთან, რომლებიც თანამედროვე არაბების და ებრაელების წინაპრები იყვნენ. სემიტებმა შუმერებისგან ბევრი რამ შეითვისეს და გარკვეულწილად, მათი ცივილიზაციის მემკვიდრეები გახდნენ. ასე, რომ, ეს ცივილიზაცია უკვალოდ არ გამქრალა.


image


«ისტორიის» III «მსხვერპლი» ეგვიპტის ცივილიზაცია გახდა. ის საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე, თითქმის, 2 ათასი წელი «იფერფლებოდა» და არსებობა VII საუკუნეში შეწყვიტა, როდესაც ეგვიპტეში არაბები გამოჩნდნენ. ამ ქვეყნის დღევანდელი მოსახლეობის უმრავლესობას, ძველ ეგვიპტელებთან არანაირი კავშირი არა აქვს – ისინი სრულიად განსხვავებულ ენაზე საუბრობენ, განსხვავებული რელიგია და კულტურა აქვთ; უძველესი ცივილიზაციის პატარა «ნარჩენს» კოპტები წარმოადგენენ, – ე. წ. ერი უმცირესობა, რომლის რაოდენობა, ეგვიპტის მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს შეადგენს.


image


როგორც ხედავთ, უძველესი ცივილიზაციებიდან, ჩვენს დრომდე მხოლოდ ერთმა – ჩინეთის ცივილიზაციამ მოაღწია. რატომ მოხდა ასე? – ბევრი ვერსია არსებობს! თუმცა, მეცნიერები დღემდე ვერ თანხმდებიან, თუ როგორ მოხდა, რომ ასეთმა მაღალგანვითარებულმა და კულტურულმა ცივილიზაციებმა მომთაბარე ტომების ზეწოლას ვერ გაუძლეს და გაქრნენ.

ზოგიერთების აზრით, ეს «სასიცოცხლო ძალების» ნაკლებობის გამო მოხდა, ზოგი კი ფიქრობს, რომ მათი დაღუპვის მიზეზი, კარგი ცხოვრებით და ფუფუნებით განებივრება იყო. ასევე არსებობს აზრი, რომლის მიხედვით, კულტურულ ადამიანს, თავისი წესიერებით, ღირსებით, სიკეთით და გულმოწყალებით, უპრინციპო ბარბაროსებთან დაპირისპირებისას, გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნია.



image


მაგრამ, მაშინ ჩნდება კითხვა: ჩინეთის ცივილიზაციამ როგორ შეძლო ველური ტომებისგან თავდაცვა და გადარჩენა?

დიახ, ჩინეთსაც ჰქონდა აყვავების და დაცემის პერიოდები (ის მონღოლებმაც კი დაიპყრეს) – თუმცა, ცივილიზაციამ გაუძლო, გადარჩენა შეძლო და დღემდე მოვიდა! მაგრამ, ეს როგორ მოახერხა? ზოგადად, რაც არ უნდა მომხდარიყო, ამ ცივილიზაციის არსებობის პერიოდში, ძველი წეს-ჩვეულებები და ჩინელების განსაკუთრებული ცხოვრების წესი, დღემდეა შემორჩენილი. მათ შეძლეს გლობალური კრიზისებისთვის თავიდან აცილება...

ჩინური ფენომენის ასახსნელად, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ითვლება, რომ სხვა ცივილიზაციებისგან განსხვავებით, მხოლოდ ჩინური ცივილიზაცია იყო საკუთარი მიწის ერთგული. ჩინელები აქ ათასობით წლის განმავლობაში ზრდიან ბრინჯს. ეს ცივილიზაცია მიგრაციების შედეგად არ ჩამოყალიბებულა და არც ის ტერიტორია დაუპყრია, რომელზეც მისი ფორმირება მოხდა. ის თანდათანობით ყალიბდებოდა, რამაც განსაკუთრებული მენტალიტეტის და კულტურის შექმნა გამოიწვია.


image


და ჩვენი ცივილიზაცია? – რომელსაც «ევროპულს» ეძახიან, ჩვენ საიდან მოვდივართ?

ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ჩვენ, გარკვეულწილად, ძველეგვიპტური (აქ საუბარია ძველ ეგვიპტელებზე და არა დღევანდელი ეგვიპტელების წინაპრებზე) და შუმერული ცივილიზაციების მემკვიდრნი ვართ. თუმცა, არა პირდაპირი. ის ცოდნა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ძველი ბერძნებისგან და რომაელებისგან გვერგო. თავის მხრივ, მათ ეს ცოდნა ძველი ბაბილონელებისგან (სემიტების მემკვიდრეები, რომლებმაც შუმერები დაიპყრეს) და ძველი ეგვიპტელებისგან მიიღეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ დადიოდა სტალინი გრიმით და რამ შეაშფოთა მავზოლეუმის თანამშრომელი გარდაცვლილი ბელადის ნახვისას?

* გარდაცვალებით ყველაფერი არ მთავრდება – 9 ფაქტი სიკვდილის შესახებ

* უცნაური ხელსაწყო, რომელმაც არაერთი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
496
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
496
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0