x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ბატონო ლევან, როგორი ერის წარმომადგენელი ხართ, ბერბიჭაშვილების და ყორღანაშვილების?" -ნინო წილოსანი

image
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილს მიმართავს:


"ამ დღეების განმავლობაში, სულ ვფიქრობ, რა დავარქვა ამ ბოროტ დემაგოგიას.. სიღრმისეულ მსჯელობაში რომ არ შევიდე, ნათელია, რომ ყველაფერი იმის ნგრევასა და გაუფასურებას ისახავს მიზნად, რაც ქართველებს ჩვენს იდენტობაში გვაქვს - თუ გიორგი ბრწყინვალე ბრწინვალე არ არის, თუ თამარი და ერეკლე უნდა ჩარეცხოთ, მაშინ ვინ ხართ თქვენ, ბატონო ლევან, როგორი ერის წარმომადგენელი ხართ, ბერბიჭაშვილების და ყორღანაშვილების?
რამხელა სიბოროტე და უგუნურებაა ამ ყველაფერში..
ამ მავნებლობის ფონზე, ის რაღა მოსატანია, ლეკვი ლომისა სწორია-ს იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დააყენეთ, ბატონო ლევან. როგორი დეგრადირებული აზროვნების მაჩვენებელია და რა სევდიანია ეს ყოველივე…
დიდი იმედი მაქვს, იქ მყოფი საზოგადოება, რაღაც მომენტში მაინც მიხვდა, თუ რა სიგიჟეებს უსმენდა და რა ალაპარაკებდა აღნიშნულ პირს .."-წერს წილოსანი.
ლევან ბერძენიშვილის მორიგ ვიდეოფრაგმენტს, სადაც ის საუბრობს, რომ "თამარ მეფე კატასტროფა იყო ჩვენს ისტორიაში, იმდენად არასწორი იყო ქრისტიანული თვალსაზრისით, ხოლო გიორგი ბრწყინვალეს დროს დავკარგეთ ნახევარი საქართველო" ირონიული პოსტით გამოეხმაურა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი და პედაგოგი ვასილ მაღლაფერიძეც.(მიყევი ბმულს <<"ქართლის ცხოვრება" აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას-თამარი და ერეკლე შერაცხულები არიან მოღალატეებად, ხოლო შაჰ-აბასი და აღა-მაჰმად-ხანი" - ეროვნულ გმირებად"
0
112
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0