10 კვირის განმავლობაში ეს ქალი ინგლისელებს ასულელებდა გამოგონილ ენაზე საუბრითა და უცნაური ქცევებით.
ეს ამბავი ინგლისის ქალაქ ალმონსბერიში მოხდა. 1817 წლის 3 აპრილს იქ უცნაური გოგონა გამოჩნდა. ევროპული ნაკვთები ჰქონდა, აღმოსავლურ სტილში იყო ჩაცმული და გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა. ფეხსაცმლის მწარმოებელმა, რომელმაც ის იპოვა, იფიქრა, რომ უცხო ადამიანისთვის საუკეთესო ადგილი ღარიბთა თავშესაფარი იქნებოდა. მაგრამ იქაც ვერ მიიღეს, რადგა ვერ გაიგეს თუ ვინ იყო და საიდან მოვიდა ის. ამიტომ უცნობი გაგზავნეს მოსამართლე სამუელ ვოროლთან. მოსამართლის მსახური, წარმოშობით ბერძენი, რამდენიმე ენაზე ლაპარაკობდა, მაგრამ გოგონას არც ერთზე არ გამოხმაურებია.
ერთ დღეს ამ სახლის ზღურბლზე გამოჩნდა პორტუგალიელი მეზღვაური მანუელ ეინესო, რომელმაც განაცხადა, რომ გოგონას საუბარი ესმოდა. მან თარგმნა მისი ამბავი. უცნობის სახელი იყო პრინცესა კარაბუ, ის იყო ინდოეთის ოკეანის კუნძულ იავასუდან. გოგონა, სავარაუდოდ, მეკობრეებმა დაატყვევეს და ინგლისის სანაპიროზე მან მოახერხა ბორტზე გადახტომა. კარაბუს სანაპიროზე მან თავისი ძვირადღირებული ტანსაცმელი საჭმელში და უფრო უბრსლო ტანსაცმელში გაცვალა.
პრინცესას ფაქსიმილე - კუნძულ იავასუს ენად და დამწერლობად შერაცხეს. საოცარი კი ისაა, რომ ამ ამბის ინგლისელებმა მართლა დაიჯერეს. გოგონას პრინცესასავით ეპყრობოდნენ. 10 კვირის განმავლობაში მოსამართლეს სტუმრობდნენ ჟურნალისტები, მოგზაურები და ადგილობრივი წარჩინებულები. კარაბუ იქცეოდა მისი ეგზოტიკური გამოსახულების შესაბამისად: შიშველი ცურავდა მდინარეში, ეძინა იატაკზე, ლოცულობდა უცნობ ღმერთებზე.
მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. სინამდვილეში, "უბედური" პრინცესა კარაბუ აღმოჩნდა ნამდვილი ავანტიურისტი, სახელად მერი ბეიკერ-უილკოქსი. ის კიდევ კარგა ხანს მოატყუებდა გარშემომყოფებს, ქალბატონ ნილს რომ არ ამოიცნო, რომელთანაც გოგონა მოსამსახურედ მუშაობდა. ყოფილი მფლობელი ამტკიცებდა, რომ მერი თავის ქალიშვილებს საკუთარ ენაზე (ესპანური, ბერძნული და ბოშა) ართობდა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გაეგრძელებინა პრინცესას როლი, მერი ბეიკერ-უილკოქსს მოუწია თავისი ნამდვილი ვინაობის გამხელა.კადრი ფილმიდან “პრინცესა კარაბუ" 1994
მხილების შემდეგ, მერი გაემგზავრა შეერთებულ შტატებში, სადაც კვლავ სცადა პრინცესა კარაბუს იმიჯის გამოყენება, მაგრამ უშედეგოდ. მრავალი წლის ხეტიალის შემდეგ, ქალი დაბრუნდა ინგლისში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე საავადმყოფოსთვის ყიდდა წურბებს.