x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ფაშისტ დიქტატორს ინტიმური ურთიერთობა დღეში ოთხ ქალთან ჰქონდა-საინტერესო ფაქტები ბენიტო მუსოლინის შესახებ
image


140 წლის წინ, 1883 წლის წინ დაიბადა ფაშიზმის ფუძემდებელი და იტალიის სოციალური რესპუბლიკის მმართველი 1943–1945 წლებში ბენიტო მუსოლინი, გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მისი ცხოვრებიდან.




***ბენიტო მუსოლინი დაიბადა ცენტრალურ იტალიაში რომანიის პატარა სოფელში ქალაქ ფორლის მახლობლად 1883 წლის 29 ივლისს. მამამისი ალესანდრო მჭედელი იყო, დედამისი როზა - სოფლის მასწავლებელი. მამამისი სოციალისტური პარტიის აქტიური წევრი იყო და თავის უფროსს ვაჟს დაარქვა ბენიტო ამილკარე ანდრეა - მექსიკელი რევილუციონერის ბენიტო ხუარესის, ცნობილი ანარქისტის ამილკარე ჩიპრიანოს და იტალიური სიციალისტური პარტიის დამაარსებლის ანდრეა კოსტას პატივსაცემად.


***ბენიტომ გვიან დაიწყო ლაპარაკი, მის მშობლებს ეჭვიც კი ჰქონდათ, რომ მათი შვილი ყრუ-მუნჯი იყო. მაგრამ მოგვიანებით ის უცებ განვითარდა, კითხვა 4 წლის ასაკში ისწავლა, ხოლო 5 წლისა უკვე ვიოლინოზე უკრავდა. ჭკვიანი იყო, მაგრამ თავხედი, დაუმორჩილებელი. კარგად სწავლობდა, მაგრამ უდისციპლინობის გამო ორი სკოლიდან გარიცხეს.


სკოლაში პედაგოგად მუშაობის დროს მუსოლინის მოსწავლეებმა მეტსახელი „ტირანი“ შეარქვეს, იგი არ უყვარდათ და მის გაკვეთილებს უხალისოდ ესწრებოდნენ.



***როგორც რადიკალური მარქსისტი, მუსოლინი, სამხედრო მოვალეობისგან თავის არიდების მიზნით, გადავიდა შვეიცარიაში, სადაც შეხვდა ლენინს. ამ პერიოდში ის იცავდა პაციფისტურ შეხედულებებს, მაგრამ თანდათან ჩამოშორდა ამ იდეას.



***მუსოლინი სხვადასხცა დროს მუშაობდა მტვირთავად, მიწის მთხრელად, ყასაბად, ღვინის მაღაზიაში. მათხოვრობდა კიდეც, რის გამო დააკავეს.

შვეიცარიაში ყოფნის დროს ქვისმთლელად;ბოლო-ბოლო ჯარში მაინც მოუწია წასვლა, სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სკოლაში მსაწავლებლად გაამწესეს, თუმცა კონფლიქტური ხასიათის გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა სამსახური, ამის შემდეგ გახდა ჟურნალისტი, მოგვიანებით გაზეთ "ხალხის" რედაქტორი.


***1909 წელს ბე­ნი­ტოს თა­ვი­სი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე რა­ქელ გვი­დი შე­უყ­ვარ­და. მან გო­გო­ნას შე­უღ­ლე­ბის გა­რე­შე თა­ნა­ცხოვ­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა. მუ­სო­ლი­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ოჯახს ეს­ტუმ­რა, ია­რა­ღი ამო­ი­ღო და რა­ქე­ლის დე­დას გა­ნუ­ცხა­და: “ქალ­ბა­ტო­ნო გვი­დი, ამ პის­ტო­ლეტ­ში 6 ტყვი­აა, თუ თქვენ უარს მე­ტყვით, პირ­ვე­ლი ტყვია თქვენს ქა­ლიშ­ვილს მოხ­ვდე­ბა, მე­ო­რე კი მე” - გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი მის წი­ნა­და­დე­ბას და­თან­ხმდნენ. სა­ბო­ლო­ოდ, მუ­სო­ლი­ნის რა­ქელ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა მა­ინც მო­უ­წია, მაგ­რამ ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და. რა­ქელ­თან ბე­ნი­ტოს 5 შვი­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ ოჯახ­თან იგი თით­ქმის არ ცხოვ­რობ­და. ოჯა­ხის ნაც­ვლად დუჩე დიდ დროს საყ­ვარ­ლებს უთ­მობ­და




***1914 წელს, რო­დე­საც პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი და­ი­წყო და მას­ში იტა­ლია არ ჩა­ერ­თო, მუ­სო­ლი­ნის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი გა­უჩ­ნდა. სა­ბო­ლო­ოდ, იტა­ლია ომში ჩა­ერ­თო და მუ­სო­ლი­ნიც იბ­რძო­და, ვიდ­რე ფეხ­ში არ და­იჭ­რა.

სულ მალე ბე­ნი­ტო ჯა­რის­კა­ცე­ბის კერ­პი გახ­და. მან გა­და­წყვი­ტა ესარ­გებ­ლა ამ პო­პუ­ლა­რო­ბით და 1919 წლის 23 მარტს მი­ლან­ში, ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ყრი­ლო­ბა გა­ი­მარ­თა. მუ­სო­ლი­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას Fasci italiani di combattimento ერ­ქვა (“იტა­ლი­ის ბრძო­ლის კავ­ში­რი”). შე­მოკ­ლე­ბით კი მათ ფა­შის­ტებს ეძახ­დნენ. მუ­სო­ლი­ნი არ მა­ლავ­და თა­ვის მის­წრა­ფე­ბას: “ფა­შიზ­მი - ეს არის მო­რა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ძა­ლე­ბის გი­გან­ტუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცია. რა გვსურს ჩვენ? გე­ტყვით პირ­და­პირ: ჩვენ ქვეყ­ნის მარ­თვა გვინ­და!”


ბენიტო საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო: კარგად ლაპარაკობდა ფრანგულად, ასევე შეეძლო კომპეტენტურად წერა მშობლიურ ენაზე. გარდა ამისა, ორატორული ნიჭით იყო დაჯილდოებული, თავს კომფორტულად გრძნობდა საზოგადოებასთან საუბრისას. მან პოლიტიკაში პოპულარობის მოპოვება შეძლო თავისი საოცარი ნიჭის წყალობით, რთულ მოვლენებზე საუბრობდა მარტივი და გასაგები სიტყვებით.




***მისი სიმაღლე იყო 169 სმ, წონა - დაახლოებით 70 კგ, ყავისფერი თვალებით. მკვრივი აღნაგობით, კარგად განვითარებული კუნთებით და განიერი მხრებით. ადრე გამელოტდა, რის გამოც იგი ასაკთან შედარებით უფროსი ჩანდა. სიმელოტის დასაფარად თავი მთლიანად გადაიპარსა.


ჩვევად ჰქონდა დგომა ეგრეთ წოდებულ „ნაპოლეონის პოზაში“: გაშლილი ფეხები, ხელები თეძოებზე და შეკრული წარბები.


პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ მუსოლინი იძულებული გახდა ნაჩქარევად ესწავლა საერო მანერები. თუმცა ამაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, ამიტომაც უცხო ადამიანებთან ერთად ჭამა ყოველთვის ეუხერხულებოდა.



***მოზარდობის ასაკიდან მოყოლებული ბენიტო ადგილობრივი ბორდელების მუდმივი სტუმარი გახლდათ, მოგვიანებით მან არაერთხელ აღიარა, რომ აღგზნების მიზნით საწოლში ის ქალს მეძავად წარმოიდგენდა.


სექსით დაკავების ერთადერთ გზას კი, იტალიელი "ერის მამა" პარტნიორზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ხედავდა, მისი სექსუალური მადა კი იყო საშინელი. ფაშისტ დიქტატორს ინტიმური ურთიერთობა დღეში ოთხ ქალთან ჰქონდა, თუმცა ზოგჯერ მათი რაოდენობა ათამდეც აღწევდა. 1922 წელს ბენიტო მუსოლინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მის ქვეშევრდომებს მასზე შეყვარებული გოგონების წერილების გადარჩევა სისტემატურად უწევდათ, რომელთა შორის ბევრი გათხოვილი ქალიც იყო, სწორედ მათ შორის არჩევდნენ ისინი ყველაზე შესაფერის კანდიდატებს დუჩესთვის წუთიერი სიამოვნების მისანიჭებლად, და უნდა ითქვას, რომ ყოველდღიურად მუსოლინი უამრავ ასეთ წერილს იღებდა. დიქტატორთან სექსი როგოც წესი, ხუთ წუთზე მეტხანს იშვიათად გრძელდებოდა.



***1937 წელს მუ­სო­ლი­ნი და ჰიტ­ლე­რი ერ­თმა­ნეთს ბერ­ლინ­ში შეხ­ვდნენ და პარტნი­ო­რო­ბა­ზე შე­თან­ხმდნენ. 1941 წელს მუ­სო­ლი­ნიმ გერ­მა­ნი­ის მსგავ­სად საბ­ჭო­თა კავ­შირს ომი გა­მო­უ­ცხა­და. გა­წე­ლი­ლი ომი­სა და გახ­ში­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო მარ­ცხის შე­დე­გად, იტა­ლი­ა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი და­ი­წყო. 1943 წელს ომი უკვე თა­ვად იტა­ლი­ას და­ე­მუქ­რა. 10 ივ­ლისს ინ­გლი­სურ-ამე­რი­კუ­ლი კორ­პუ­სი სი­ცი­ლი­ა­ში შე­იჭ­რა. მუ­სო­ლი­ნიმ დახ­მა­რე­ბის­თვის ჰიტ­ლერს მი­მარ­თა, მაგ­რამ ფი­უ­რერ­მა რუ­სე­თის ფრონტზე შექ­მნი­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბის გამო, დახ­მა­რე­ბა ვერ შეძ­ლო.

ფა­შის­ტთა ლი­დე­რებ­მა დიდი კრე­ბა მო­იწ­ვი­ეს და დიქ­ტა­ტორს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ იგი პარ­ტი­ის ლი­დე­რის პოს­ტი­დან გა­და­ყე­ნე­ბუ­ლია. ბე­ნი­ტომ კრე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ სცნო. მე­ო­რე დღეს იგი იტა­ლი­ის მე­ფემ და­ი­ბა­რა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან მისი და­თხოვ­ნის შე­სა­ხებ აუ­წყა. მე­ფის სა­სახ­ლი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ბე­ნი­ტო და­ა­პა­ტიმ­რეს.

მუ­სო­ლი­ნი შვე­ი­ცა­რი­ა­ში გაქ­ცე­ვას შე­ე­ცა­და, მაგ­რამ იგი პარ­ტი­ზა­ნებ­მა და­ა­კა­ვეს და დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯეს. იგი იმა­ვე დღეს, თა­ვის საყ­ვა­რელ კლა­რე­ტა პე­ტა­ჩეს­თან ერ­თად დახ­ვრი­ტეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, დახ­ვრე­ტის დროს, კლა­რე­ტა თა­ვის საყ­ვა­რელს მკერ­დით გა­და­ე­ფა­რა. მათი ცხედ­რე­ბი პარ­ტი­ზა­ნებ­მა მი­ლან­ში გა­და­ი­ტა­ნეს და პი­ა­ცა ლო­რე­ტოს მო­ე­დან­ზე თავ­და­ყი­რა და­კი­დეს.

0
544
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
544
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0