სხვა ლევან ბერძენიშვილის მტკიცებით,ხალხის ორი უსაყვარლესი მეფე-თამარი და ერეკლე,ყველაზე უვარგისები იყვნენი(ვიდეო) 2023, 28 ივლისი, 18:34 სოციალურ ქსელში ვრცელდება ფილოლოგის და პოლიტიკოსის, ლევან ბერძენიშვილის მორიგი ლექციის ვიდეო ფრაგმენტი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ თამარ მეფე კატასტროფა იყო ჩვენს ისტორიაში, იმდენად არასწორი იყო ქრისტიანული თვალსაზრისით და დასძენს:"ქართველ ხალხის ყველაზე საყვარელი მეფეები არიან თამარი და ერეკლე-ორი ყველაზე წარუმატებელი მეფე" „თქვენ შეიძლება თქვათ, ვინ არის გიორგი ბრწყინვალე, რომლის დროსაც დავკარგეთ ნახევარი საქართველო. თამარ მეფე, მაგაზე ლაპარაკიც არ მინდა, ეს იყო კატასტროფა ჩვენს ისტორიაში, თამარის მეფობა, ის იმდენად არასწორი იყო ქრისტიანული თვალსაზრისით, რომ შეეჯახა ერთმანეთს მეფობა და რელიგია და საქართველო დაიბნა. ვეფხისტყაოსანში ხომ წერია, რომ ქალი არ უნდა იყოს მეფედ, ხომ წერია, რომ ტარიელი გამეფდა, ავთანდილი გამეფდა, თინათინი და ნესტანი ხომ არ გამეფებულა? ანუ, ვეფხისტყაოსანმა პირდაპირ დაწერა, სწორი რა არის და სწორი რა არ არის. დის მკვლელობა, ქაჯეთში გაგზავნა და ა.შ. სწორი რომ არ არის, ეს საქართველოს ისტორიაა ყველაფერი. საქართველოში ხალხის საყვარელი მეფეები არიან თამარი და ერეკლე - ორი ყველაზე წარუმატებელი ჩვენი მეფე“ - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი. ლევან ბერძენიშვილს ბოლო ხანებში საზოგადოების გარკვეული ნაწილი აუმხედრდა, მეფე ერეკლე მეორეს მოღალატედ მოხსენიების გამო და აგრეთვე კიდევ ერთი სკანდალი აგორდა მის წინააღმდეგ, როდესაც ვაჟა -ფშაველას შემოქმედების განხილვის დროს (ალუდა ქეთელაური)ხევსურეთში გავრცელებულ კაციჭამიობაზე საუბრობდა. 762 3-ს მოსწონს |
გაულაწუნებს ვინმე ამის გამო და ატყდება ალიაქოთი, ლევან ბერძენიშვილსაც შეეხნენო.