სხვა ექსპედიცია დედამიწის ცენტრისკენ (+ მიწისქვეშა სამყაროში გადაღებული ფოტოები) 2023, 31 ივლისი, 8:47 ეს ექსპედიცია სერ ჰენრი ფრენსის ბართლომეოსმა მოაწყო და ვიდრე მის შედეგებზე ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვით, ამ ადამიანის პიროვნებასაც უნდა შევეხოთ. ჰენრი ფრენსის ბართლომე იგნასიო სტივენს III, ХХ საუკუნის დასაწყისისთვის, მილიონერი იყო და ქველმოქმედის რეპუტაცია ჰქონდა. ის არაერთ სამეცნიერო პროექტს აფინანსებდა, რომელთა უმეტესობა, რბილად რომ ვთქვათ, ავანტიურული იყო. ხოლო, მას შემდეგ, რაც ჯონ ური ლოიდ რომანი – "ეტიდორპა, ანუ დედამიწის კიდე" წაიკითხა, რომელიც მიწისქვეშა სამყაროში მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს, სერ ჰენრი ისეთი ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ მოექცა, რომ დედამიწის ცენტრისკენ, საკუთარი ექსპედიციის მოწყობა გადაწყვიტა... ლოიდმა რუკები შეისწავლა რომელიც რომანში მოთხრობილ ისტორიას ჰქონდა დართული და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ქვესკნელის ერთ-ერთი შესასვლელი, კენტუკის შტატში მდებარე, მამონტის გამოქვაბულებში იყო. ეს ვარაუდი სავსებით ლოგიკურად ჩანდა, იმის გათვალისწინებით, რომ მამონტის გამოქვაბულები ცნობილია, როგორც ყველაზე გრძელი კარსტული გამოქვაბულების ქსელი დედამიწაზე. უნიკალური ექსპედიცია 1903 წელს ჩატარდა და მასში ჩართულები, გამოცდილი მკვლევარები, მეცნიერები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის გეოლოგები და ბიოლოგები იყვნენ. ჯგუფში ასევე შედიოდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები, რომლებიც, იმ დროისთვის, უახლესი ფოტოტექნიკით იყვნენ "შეიარაღებულნი". მოკლედ რომ ვთქვათ, ექსპედიციის სრული კომპლექტაციის შემდეგ, მისი მონაწილეები აღნიშნულ მღვიმეში შევიდნენ... და სამუდამოდ გაქრნენ! მაგრამ, 1973 წ. მამონტის მთების გამოქვაბულებისა და გვირაბების ქსელის დეტალური კარტოგრაფირება გადაწყდა. ამისთვის მიწვეული იყო გამოცდილი სპელეოლოგთა ჯგუფი, რომელმაც ადრე შეუსწავლელ, ერთ-ერთ გვირაბში, ჰენრი ფრენსის ბართლომეს დაკარგული ექსპედიციის რამდენიმე წევრის ნეშტი აღმოაჩინა. ერთ-ერთი ჩონჩხი, რომელიც, როგორც ჩანს, ფოტოგრაფს ეკუთვნოდა, რადგან მას ხელში ფოტოალბომი ეჭირა. სწორედ იქ ნახეს ფოტოები, რომლებიც ჯერ გასაიდუმლოებული იყო, ხოლო, ათწლეულების შემდეგ, მეტად იდუმალ ვითარებაში, ინტერნეტის ქსელში მოხვდა. ფოტოსურათების ხარისხი ძალიან ცუდია. მიზეზი კი, შესაძლოა ხანდაზმულობა და გარემოს ზემოქმედება იყოს. თუმცა, ამის მიუხედავად, ფოტოებზე მაინც შეიძლება იდუმალი ქალაქების და ცალკეული ნაგებობების გარჩევა. გარდა ამისა, ფოტოებზე ასევე ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებიც არიან, რომელთა ფოტოგრაფირება, პლანეტის სიღრმეში უნდა მომხდარიყო. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ამ ალბომს მაშინვე "საიდუმლო გრიფი" დაედო. რა თქმა უნდა, რთული დასაჯერებელია, რომ ექსპედიციის წევრებმა დედამიწის სიღრმეში სხვა სამყარო და ცივილიზაცია აღმოაჩინეს და ამიტომ, სოციალურ ქსელებში კამათი, სურათების ავთენტურობასთან დაკავშირებით, ფოტოსურათების გამოჩენისთანავე დაიწყო... და თუ ერთი წუთით დავუშვებთ, რომ ეს ყველაფერი მორიგი "ფეიკი" არ არის? ეს სამყარო, ნამდვილად რომ არსებობდეს?... და თუ მართლაც არის, ნამდვილად რომ, მომაჯადოებლად გამოიყურება. თუმცა, თავად ნახეთ… P. S. მიწისქვეშა სამყარო კიდევ ერთმა ადამიანმა იხილა და საუბარი იმის შესახებ, რომ ადმირალი რიჩარდ ბერდი (Richard Evelyn Byrd (1888 – 1957 წწ.), თავისი ანტარქტიდული ექსპედიციის დროს, სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს დაეკონტაქტა, ჯერ კიდევ მისი სიცოცხლის პერიოდში დაიწყო, ხოლო სახელგანთქმული მკვლევარის გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო გაძლიერდა. ამ ისტორიის დავიწყების საშუალებას კი, აშშ–ს ხელისუფლების პოზიცია არ იძლევა, რომელიც თითქმის 60 წლის მანძილზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს, რითაც ადამიანების ინტერესს უფრო მეტად აღვივებს. კონტრ–ადმირალი რიჩარდ ბერდი ექსპედიციაში, ორივე პოლუსზე, არაერთხელ იყო. მისი ერთ–ერთი, ბოლო ექსპედიცია კი, დღემდე მწვავე კამათის საფუძველია, რადგან სწორედ მაშინ აღმოაჩინა მან კაცობრიობის წინაპრები, რომლებიც ჩვენი სამყაროს პარალელურად, დედამიწაზე არსებობენ და ამავდროულად, არამიწიერები არიან... გაგრძელება >>>
არხის სხვა სიახლეები:* ყველაზე საშინელი ადგილი მსოფლიოში* ლა-პალმაზე ვეშაპის კუჭში ძვირფასი განძი აღმოაჩინეს* უცნაური რამეები და სახალისო ფოტოები (VI ნაწილი)* პატარა კოტეჯი ბორბლებზე საოცრად მიმზიდველი ინტერიერით492 2-ს მოსწონს
|