x
image
ქეთი1988
Mediator image
როგორ ცხოვრობდნენ შავკანიანები ამერიკაში- 6 ამაზრზენი ისტორიული კადრი, რომლებიც უნდა ნახოთ

image
ოფიციალურად, რასობრივი სეგრეგაცია შეერთებულ შტატებში არსებობდა მას შემდეგ, რაც 1865 წელს მიღებულ იქნა კონსტიტუციის მე-13 შესწორება, რომელიც კრძალავს მონობას. თეთრი მოსახლეობის შავკანიანებისა და ინდიელებისგან გამოყოფა აისახა ცალკეულ განათლებაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილების დელიმიტაციაში და ზოგიერთი დაწესებულების შავკანიანების მიღების აკრძალვაში. საკანონმდებლო თვალსაზრისით, რასობრივი სეგრეგაცია გაუქმდა ჯერ კიდევ 1963 წელს, თუმცა მისი ზოგიერთი გამოვლინება დღესაც კი გვხვდება. წარმოგიდგენთ საარქივო ფოტოსურათებს, რომლებიც კარგად ასახავს, თუ როგორ ეპყრობოდნენ ამერიკელი თეთრკანიანები შავკანიან მოსახლეობას მონობის გაუქმების შემდეგ:

1. შავკანიანი მოსახლეობის ინტეგრაციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად სკოლის წინ შავკანიანი ადამიანის ფიგურა ჩამოკიდეს, ტეხასი, 1956 წელი
image

2. სასტუმროს მენეჯერი ასხამს მჟავას აფრიკელი ამერიკელებით სავსე აუზში, 1964 წელიimage


3. ჰენრი ფორდის ქარხნებში გაფიცვის დროს მუშები სცემენ შავკანიან შემცვლელებს, 1942 წელიimage

4. ლინჩის წესით დასჯა. სასამართლო პროცესი სასამართლოს გარეშე განსაკუთრებით გამოიყენებოდა აშშ-ში შაკვანიანების წინააღმდეგ სამოქალაქო ომის შემდეგ.image

5. მარში ვაშინგტონში, სადაც მარტინ ლუთერმა წარმოთქვა თავისი ცნობილი ფრაზა "მე მაქვს ოცნება". ამის შემდეგ აფროამერიკელების უფლებები გაათანაბრეს აშშ-ში, 1963 წელიimage

6. ოფიცერი უსაფრთხოების მიზნით აცილებს მამაც გოგონას, რუბი ბრიჯსს, ის ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი იყო, რომელიც თეთრკანიანებისთვის განკუთვნილ სკოლაში მიიღეს. 1960 წელი.image

0
164
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0