საზოგადოება D ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები 2023, 28 ივლისი, 13:41
D ვიტამინის დეფიციტი ჯანმრთელობის რიგ პრობლემებს იწვევს.
მას მზის სხივების ვიტამინსაც უწოდებენ. ძალიან სასარგებლოა ძვლისა და კბილების ზრდა-განვითარებისთვის, იმუნიტეტისთვის, დადებითად აისახება ჩვენს გუნება-განწყობილებაზე, გვეხმარება კალციუმის ათვისებაში. როგორც წესი ამ ვიტამინის დეფიციტით იტანჯებიან ოფისში დასაქმებულები, რომლებიც დღის დიდ მონაკვეთს კომპიუტერის წინ ატარებენ. D ვიტამინის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი სოფიო ფუტურიძე. D ვიტამინის დეფიციტისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
D ვიტამინის მიღება ტაბლეტის სახით თვითნებურად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე დაუშვებელია! თუ ჩივილები თქვენთვის ნაცნობია, სასურველია, მიმართოთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, კლინიკის ლაბორატორიაში ჩაიტაროთ სპეციალური ანალიზი, რომელიც სისხლში D ვიტამინის განსაზღვრას გულისხმობს. სწორედ ანალიზის პასუხის შესაბამისად, ენდოკრინოლოგი ამ ვიტამინის ადეკვატურ დოზას დაგინიშნავთ. D ვიტამინის დეფიციტის სკრინინგი რეკომენდებულია ჩატარდეს მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებში, მაგალითად: ოსტეოპოროზის მქონე პაციენტები, მალაბსორბციის სინდრომის მქონე ადამიანები, ჭარბწონიანები, პირები D ვიტამინის მეტაბოლიზმზე მქონე დარღვევებით, მაგალითად, თირკმლის ქრონიკული დაავადებით. გაითვალისწინეთ, რომ D ვიტამინის მიღების პირდაპირი და ბუნებრივი წყარო მზის სხივებია. სასურველია, მზიან ამინდში დიდი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე, რადგან სწორედ ამ გზით შეითვისებს ორგანიზმი D ვიტამინს. ასევე ამ ვიტამინს შეიცავს: ორაგული, კვერცხის გული, რძე, მარცვლეული, იოგურტი, ფორთოხალი. რასაკვირველია, სასარგებლოა ეს რაციონიც, მაგრამ D ვიტამინი კანში წარმოიქმნება და სისხლში ორჯერ მეტი ხანგრძლივობით რჩება მაშინ, როცა ადამიანი მზის სხივებით ტკბება. 154 1-ს მოსწონს
|