x
მეტი
  • 09.07.2024
  • სტატია:135860
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
ნახეთ, როგორ უმკლავდებიან სიცხეს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ტემპერატურა ლამის მაქსიმუმს აღწევს

image
ზაფხულში დასვენების დროს ყველას ერთი სული აქვს სადმე ქალაქგარეთ, სიგრილეში გაემგზავროს და იქ დაისვენოს. ზოგიერთ ქვეყანაში კი იმდენად ცხელა, რომ ხალხი ქალაქგარეთ გასვლაზე კი არა იმაზე ფიქრობს, როგორ გაგრილდეს:

1. არაბეთის გაერთიანებული ემირატები

ზაფხული ემირატებში შეიძლება იყოს წარმოუდგენლად ცხელი, აუზი კი დაგეხმარებათ მახრჩობელა სიცხისგან თავის დაღწევაში. მართალია, ყველას არ აქვს თერმოსტატები და მათ გარეშე წყალი სწრაფად თბება. მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ აქ გამოჩნდა ახალი სერვისი: გარკვეული თანხით შეგიძლიათ შეუკვეთოთ 25 კილოგრამიანი ყინულის ბლოკების. მათ აუზში ყრიან და წყლის ტემპერატურაც ეცემა.image

2. მექსიკა

ბევრ ადგილობრივს ურჩევნია ზაფხულში დაიძინოს არა საწოლებში, არამედ ჰამაკებში, რომლებიც აივანზე და ტერასებზეა ჩამოკიდებული. image

3. ევროპის ქვეყნები

2003 წლიდან საშინელ სიცხეს მიუჩვეველი დასავლეთ ევროპის ქვეყნები ზაფხულის სიცხემ დამთრგუნველი კანონზომიერებით მოიცვა. ამიტომ, ადამიანებმა დაიწყეს სხვადასხვა ცხოვრებისეული ხრიკის გაზიარება, რაც ხელს უწყობს ცხოვრების ოდნავ გაადვილებას.
მაგალითად, შენობას არ ანიავებენ დღის განმავლობაში, როცა ტემპერატურა გარეთ უფრო მაღალია, ვიდრე შიგნით. ბევრი ევროპელი ხურავს და ფარდებს აფარებს ფანჯრებს, მზის ჩასვლის შემდეგ კი ისევ აღებს მათ.image

სიცხეში ბიუსტჰალტერმაც კი შეიძლება ბევრი უხერხულობა გამოიწვიოს. მის ქვეშ სხეული იწყებს ოფლიანობას, ლაქები ჩნდება ტანსაცმელზე და ნესტიანი ქსოვილი უმოწყალოდ ასველებს კანს. ყველა ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, ქალები ასეთ “ლაიფჰაკს" მიმართავენ.image
ასევე, გიფიქრიათ ბალიშისპირების მაცივარში შენახვაზე?image


4. ტაილანდი


ამ ცხელ ქვეყანაში ზაფხულში ქუდებს აი ასეთ პლასტირს აკრავენ. ჩვეულებრივ ისინი სიცხიან პაციენტებთან გამოიყენება, რადგან ეს საშუალება ტემპერატურას დაბლა სწევს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ზაფხულშიც გაგრილების მშვენიერი საშუალებაა. image

5. ინდოეთი

ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა 47 °C-ს აღწევს. ხალხი ცდილობს შენობიდან გარეთ არ გავიდეს, სახლში კი ყველას აქვს გაგრილების რაიმე საშუალება.
მართალია, ასეთი მოწყობილობა უფრო ცუდად მუშაობს, ვიდრე კონდიციონერი. ცოტა უფრო ეფექტური რომ ყოფილიყო, ვენტილატორის წინ დებენ თასს ცივი წყლით, ან ბადეზე უმაგრებენ ყინულის კონტეინერების ზოგი სახლის იატაკს წყლით ასველებს. წყალი ორთქლდება, ტენიანობა კი ამცირებს ტემპერატურას ოთახში.image
ზოგიერთი ინდოელი სახლების სახურავებს თეთრად ღებავს. ეს ხელს უწყობს ოთახის ტემპერატურის შემცირებას 5-10°C-ით. საღებავი შედარებით იაფია და საჭიროა მისი განახლება 2-3 წელიწადში ერთხელ.image

6. იაპონია

იაპონიაში არის ბევრი შესანიშნავი რამ, რაც გეხმარებათ სწრაფად გაგრილებაში. ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური გამაგრილებელი ნაჭრები, გელი, სპრეი ან ლოსიონი. იაპონიაში ცხელი ამინდისთვის სპეციალურ ტანსაცმელსაც კი აწარმოებენ. კაბები და საცვლები იკერება სპეციალური მასალისგან, რომელიც სწრაფად შთანთქავს და აორთქლებს ტენიანობას, ასევე ირეკლავს ულტრაიისფერ შუქს. მუშები ძირითადად ატარებენ ქურთუკებს ჩაშენებული კონდიციონერებით, რომლებიც იცავს მათ გადახურებისგან.image

7. სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეას აქვს სპეციალური კერძები ყველა სეზონისთვის. მაგალითად, ცივი ლაფშა ხელს უწყობს გაგრილებას. ზოგჯერ ამ კერძს ყინულითაც კი ამზადებენ. ზოგიერთი კორეელი იმასაც ამტკიცებს, რომ სიცხეში ყველაზე კარგი საშუალება სწორედ ცხელი კერძების ჭამაა.image

ზაფხულში კორეელები ცდილობენ სახლიდან ქოლგის გარეშე არ გავიდნენ. არ აქვს მნიშვნელობა, წვიმს თუ მზე ანათებს გარეთ. ქოლგები მშვენივრად იცავს მზის სხივების ზემოქმედებისგან. ხოლო საცალფეხო გადასასვლელების გვერდით არის ფარდულები, რომელთა ჩრდილში შეგიძლიათ დაელოდოთ შუქნიშნის მწვანე სიგნალს.
ზოგიერთი იმალება სიცხისა და ტენიანობისგან სუპერმარკეტებში, კაფეებსა და კინოთეატრებში. გარდა ამისა, სეულში ყველგან იპოვით ჩრდილს.image




1
357
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
357
  
2023, 28 ივლისი, 23:22
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1