x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ურეკიდან მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ....."- ლელა კაკულიას საგანგებო მიმართვა საზოგადოებას

image


ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია, რომელიც ამჟამად ურეკში იმყოფება სოციალურ ქსელში ე.წ. "დაბინძურებული" შავის ზღვის შესახებ საგანგებო პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"მეგობრებო,


ქალბატონი ლელა ურეკიდან მოგესალმებათ კეთილი სურვილებით და გაცნობებთ, რომ "საქართველოს შავი ზღვა სუფთაა!!!"- ვკითხულობთ ლელა კაკულიას ფეისბუქსტატუსში.


შეგახსენებთ, რომ კახოვკის ჰესის დანგრევისა და წყალდიდობის შედეგად, საფრთხე შეექმნა შავ ზღვასაც. ეკოსისტემის დაზიანების გარდა, გაჩნდა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკები, მათ შორის - საქართველოშიც.


ჰესის აფეთქება საერთაშორისო დონეზე უკვე შეფასდა რუსეთის მიერ ჩადენილ ეკოციდად და ომის დანაშაულად, რომლის შედეგადაც რამდენიმე ათეული დასახლება დაიტბორა, ხალხი უსახლკაროდ დარჩა, დაკარგულად მიიჩნევა არაერთი ადამიანი და მასობრივად დაიხოცნენ ცხოველები - მათ შორის - კახოვკის ზოოპარკში.


ექსპერტები ამბობენ, რომ ამ საშინელი აქტით რუსეთმა მოახერხა ერთადერთი - დროებით შეაჩერა უკრაინელების კონტრშეტევა ხერსონის მიმართულებით, საიდანაც უკრაინის სამხედრო ძალებს წვდომა ექნებოდათ ყირიმზე.


"საქართველოში მწვანეთა მოძრაობის" დამფუძნებელმა ნინო ჩხობაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო ამ ეტაპზე რისკის ზონაში არ არის, რადგან დინება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მიედინება. როგორც ჩხობაძე განმარტავს, საქართველოს ტერიტორიამდე კაშხლის აფეთქების გავლენამ, შესაძლოა, 5-6-თვიან პერიოდში მოაღწიოს, თუმცა სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ამ პერიოდამდე შავი ზღვა ჯანსაღი ეკოსისტემის გათვალისწინებით, ბალანსის აღდგენას მოახერხებს.



გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ, გა­სულ კვი­რას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, შავი ზღვის წყლის სინ­ჯებ­ში ბი­ო­გე­ნუ­რი ელე­მენ­ტე­ბის, მძი­მე მე­ტა­ლე­ბი­სა და ჯა­მუ­რი ნავ­თო­ბის ნახ­შირ­წყალ­ბა­დე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბი ნორ­მის ფარ­გლებ­შია. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს. მათი ცნო­ბით, ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო და გამჭვირ­ვა­ლეა.









0
832
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
832