x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ოფისში ილია ჭავჭავაძის პოსტერი რომ გიკიდია არ ნიშნავს რომ შენ მისი რამე გცხია"- დაპირისპირება ცოტნე კობერიძესა და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის

image


პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ერთ - ერთი ლიდერი, ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ყველა იმ ადამიანს საჯაროდ ბოდიშს უხდის, ვისაც აქამდე "ევროპულ საქართველოსთან" შესაძლებლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით არწმუნებდა:


"მოკლედ, ყველა იმ ადამიანს, ჟურნალისტს, მეგობარს, თანაპარტიელს, სხვა პრტიელს – ბოდიშს ვუხდი იმის გამო, რომ ვუმტკიცებდი ევროპულ საქართველოსთან კარგი ურთიერთობა შესაძლებელიათქო.


მათი ის პოზიცია რომ მე კარგ ამომრჩეველს დავაგროვებ და რაც არ უნდა ცუდად ვიქცეოდე მაინც ხომ დამელაპარაკებით არჩევნების წინ არის სისულელე.
მე ატომისტი ვარ, ვუყურებ ინდივიდებს, სულ რომ ჩემმა ოჯახმა, შეყვარებულმა, ძმაკაცმა, დაქალმა, მთელმა საქართველომ მისცეს ხმა, მე მკიდია. იდეოლოგიური თანხვედრა აფერისტობაა როცა ადამიანს როგორც ღირებულებას ვერ განიხილავ, თუ მას პატივს არ სცემ, შეუძლებელია მისი ავტონომიურობის და უფლებების გესმოდეს.


მოჩვენებითი იდეოლოგიური თანაკვეთა იაგოსთან და ვახოსთან რომ მაქვს ეგეთი უნდა, ოფისში ილია ჭავჭავაძის პოსტერი რომ გიკიდია არ ნიშნავს რომ შენ მისი რამე გცხია.


ჰოდა, იმის მუქარა რომ ხმებს წამართმევ, ისე როგორც ფანდრაიზერი წამართვით და ყოფილი თანაპარტიელი, ღიმილს იწვევს და იცოდეს ევროპულმა საქართველომ აი მარტო მე და ჩელემ, ერთი კამერა და შტატივი რომ დავიჭიროთ, ცოტა ხანს ჭკუა და გონება მაგ კუთხით დავძაბოთ, ვინ ვის რას წავართმევს მაგასაც ვნახავთ.
უბრალოდ ახლა იმის მიზნად დასახვა რომ ევროპულმა საქართველომ კონკურენცია ვერ გამიწიოს არაფრის მომცემია, სხვა ამბიციით ვმოძრაობთ.


გიგა ბოკერია ჩემი საყვარელი პოლიტიკოსი იყო, ცუდია რომ შექმნა პარტია, რომელთან ურთიერთობას ყველაზე ტოქსიკურ გოგოსთან ურთიერთობა მირჩევნია.
პს. აქეთ დავბლოკე დავასწარი, გშურდეთ????????"– წერს ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში.


"გირჩის" ერთ - ერთი ლიდერის ფეისბუქპოსტი უყურადღებოდ "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელს არ დარჩენია, ცოტნე კობერიძიეს მალევე ის საპასუხო სტატუსითვე გამოეხმაურა:


"ამ ბიჭს (რომელიც დღესაც მირჩევნია ბევრ დიდს), თუ დებატებს არ შეაჩვევთ ტელევიზოებო, აი ასეთ დრამებს დადგამს მერე მინიმალური განსაცდელისას.


ანუ ავარჯიშეთ ფლზ

What a drama queen ???? ეს ფიფქი აპირებს ვანო მერაბიშვილის და სააკაშვილის დაბალანსებას კოალიციურ მთავრობაში?"- დაწერა ჩერგოლეიშვილმა პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ მათ შორის დაპირისპირება "ტვ პირველის" გადაცემაში სტუმრობას მოჰყვა, რაც შემდგომ უკვე სოციალურ ქსელშიც გადაიზარდა.








0
243
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
243