x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135860
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
ოჯახმა კატა შეიფარა, გარკვეული დროის შემდეგ კი მის ირგვლივ კუპიურების პოვნა დაიწყეს

ეს ფუმფულა სახელად სერ უაინი და მეტსახელად კეში "მუშაობს" ოკლაჰომაში მდებარე საოჯახო ფირმაში. ბიზნესის მფლობელებმა აიყვანეს შინაური ცხოველი თავშესაფრიდან და ახლა ის მათ ოფისში ცხოვრობს. კატას აქვს უნიკალური ნიჭი, რომელიც სრულად გამოვლინდა კომპანიაში მისი პირველი გამოჩენიდან რამდენიმე ხნის შემდეგ. ფაქტია, რომ კატამ იცის ფულის შოვნა.image
ერთ დილით, სამსახურში მისულმა კომპანიის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ შესასვლელთან რამდენიმე ბანკნოტი ეგდო. თავიდან მათ ვერ გაიგეს, საიდან მოვიდა ფული, შემდეგ კი ჩათვალეს, რომ წვეულებიდან წამოსულმა ვიღაც მთვრალმა გადაწყვიტა კატასთან თამაში და ამიტომ მინის კარის ღრიჭოში ფულის კუპიურა შეაცურა, კატაც არ დაიბნა და გამოსტაცა ფული. კატა კი არ იყო ზარალში და გამვლელს ხელიდან წაართვა ფული. თანამშრომლებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი კატასთან და მათი თეორია დადასტურდა.image
ბანკნოტების გამოჩენა არ შეწყვეტილა და კომპანიის თანამშრომლებმა დაიწყეს სახალისო ვიდეოების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში, სადაც ადგილობრივები ბანკნოტებს კარში დებენ, კატა კი მათ ართმევს.სერ უანი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა და კარგ ფულსაც აკეთებდა.

კომპანიის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს შეგროვებული თანხა ქველმოქმედებისთვის გადაეცათ და ოფისის კარზე შეტყობინება დაწერეს: „გაფრთხილება! კატა არის თაღლითი დიდი გულით. ის მოიპარავს შენს ფულს! თანხა უსახლკაროთა თავშესაფარში გადაიგზავნება“. ამან მხოლოდ გაზარდა ფულადი ნაკადი. ზოგი ქაღალდის ფოსტით გზავნიდა ფულად საფოსტო ბარათებს და მცირე თანხებს.image
კატის პოპულარობა დროთა განმავლობაში იმდენად გაიზარდა, რომ ახლა მას ჰყავს უამრავი გულშემატკივარი და საკუთარი ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ შემოწირულობის გაკეთება, ასევე მისი გამოსახულების სუვენირების შეძენა.



1
359
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
359
  
2023, 26 ივლისი, 22:56
ცხელი გოგონები გელოდებით ---- www.Xmiss.pw
0 1 1