x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჩემს ქმარს უთხრეს, ან ხელს დაადებ ან შენ ცოლს დავაპატიმრებთო" -ვისზე საუბრობს მეგი გოცირიძე

image


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მეგი გოცირიძე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში მისი ოჯახის წევრის ფინანსურ განყოფილებაში დაბარების ისტორიას იხსენებს და წერს:


"როგორც კი მოეთრნენ, ეგრევე ხომ ჩვენი, ანუ ნაციონალების დაბარებები დაიწყეს ფინანსურში, სადაც-ზოგის გადაბირებას ცდილობდნენ, ზოგის დაშანტაჟებასა თუ დაშინებას... ერთერთი პირველი დაიბარეს, ჩემი ქმარი და უგულავაზე რაც უნდა ეთქვა, ტექსტი დაუდეს მაგიდაზე და ჩემმა ქმარმა რომ რუსსკი კარაბლის მიმართულებით გაუშვა, გამოშვეს დროებით, სამ დღეში კვლავ დაიბარეს და პირდაპირ უთხრეს ან ხელს დაადებ უგულავას ან შენ ცოლს დავაპატიმრებთ და შენ ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, "პერედაჩის" ფულიც არ გექნებაო და დათო პასუხობს: მეგის თუ დაიჭერთ, ციხეში ისეთ "პალაჟენიას" დაამყარებს, ჩემი მიტანილი "პერედაჩი" კი არა, მთელ პარტიას იქეთ შეგვინახავსო და მიხვდნენ აზრი არ ჰქონდა გაგრძელებას, ვერ ხართ მატორზეო, გამოაგდეს ფინანსურიდან და თავი დაანებეს"- წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.








0
296
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
296