x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დარჩენილები... – უხრწნელი სხეულის ფენომენი

ბუნების კანონის მიხედვით, ყოველი სიცოცხლე სიკვდილით სრულდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არიან ადამიანები, რომლებიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე რჩებიან. ასეთ მდგომარეობაში, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი პრაქტიკულად, ჩერდება, სხეული ქვავდება, მაგრამ არ კვდება. ადამიანის ასეთ მდგომარეობას ბუდიზმში და ინდუიზმში სამადჰისს («მთლიანობა, ერთიანობა; განხორციელება, დასრულება; სრულყოფილება») ეძახიან. ეს არ არის ლეთარგიული ძილი, რადგან ამ მდგომარეობაში, ადამიანი არ სუნთქავს, არ ესინჯება პულსი და სისხლის მიმოქცევაც შეჩერებულია.

მსოფლიოში, უხრწნელ მდგომარეობაში მყოფი, არაერთი ადამიანის ვინაობაა ცნობილი და ალბათ, კიდევ უფრო მეტი დაკრძალულია... აქ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ და შევეცდებით იმის გარკვევას, თუ რა ფენომენთან გვაქვს საქმე.


წმ. ეკატერინე ლაბურეimage


გადმოცემით, ეკატერინე ლაბურეს ხილვები ჰქონდა და ყველაზე ხშირად, ღვთისმშობელი ეცხადებოდა. ერთ-ერთი ასეთი ხილვის დროს, მას ესაუბრა კიდეც. ეკ. ლაბურე 1876 წ. გარდაიცვალა და ჩვეულებრივი, ხის სასახლით დაკრძალეს. 1993 წელს მისი ექსჰუმაცია მოახდინეს, წმინდანად შერაცხვის მიზნით და აღმოჩნდა, რომ მისი სხეული იდეალურ მდგომარეობაში იყო.


დიდი ბუდისტი ბერიimage


ჰამბო ლამა დაში-დორჟო ითიგელოვის სხეული სარკოფაგიდან 2002 წელს ამოიღეს. ის ბუდისტი ბერი იყო, რომელიც 1927 წელს გარდაიცვალა. ექსჰუმაცია დღეს საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და აქ გასაკვირი არაფერია... მაგრამ, ამოღებული სხეული, ზოგიერთი ნიშნის მიხედვით, ცოცხალი იყო!

ანდერძის თანახმად, ბერის სხეული სარკოფაგიდან 1955 და 1973 წლებშიც ამოიღეს და რელიგიური რიტუალების ჩატარების შემდეგ, ისევ სარკოფაგში ჩაასვენეს. მესამედ ამოღების და ბუდისტური რიტუალების ჩატარების შემდეგ, ბერი აღარ დამარხეს და ივოლგინსკის დაცანში (ბუდისტური სალოცავი, ბურიატია, რუსეთი) გადაასვენეს. ბერი მედიტაციის მომენტში გარდაიცვალა და ანდერძის თანახმად, მისთვის მდგომარეობა არ შეუცვლიათ.

ბერის ისტორიამ, სამეცნიერო წრეებში, დიდი ინტერესი გამოიწვია და კვლევის ჩასატარებლად მათ, ბერის ქსოვილის ნიმუშები (თმა და ფრჩხილები) გადაეცათ. სპექტრალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქსოვილის ცილოვანი ფრაქცია ისეთივე იყო, როგორიც ცოცხალ ადამიანებს აქვთ.


წმინდა ზიტაimage


ისე, როგორც, წმინდანებად შერაცხილთა უმრავლესობა, სიცოცხლეში ძალიან კეთილი ადამიანი იყო. ზიტა 1212 წელს ტოსკანას ოლქში, ქ. ლუკას მახლობლად დაიბადა. როდესაც მას 12 წელი შეუსრულდა, ფატინელების ოჯახის მოახლე გახდა და მთელი ცხოვრება, სწორედ იმ ოჯახში გაატარა, რადგან თავის სამუშაოს ღმერთის მიერ მინიჭებულ მოწოდებად და პირადი მორჩილების ელემენტად მიიჩნევდა.

ზიტა 1272 წელს გარდაიცვალა და როდესაც 300 წლის შემდეგ, მისი ექსჰუმაცია მოახდინეს, აღმოჩნდა, რომ სხეული უხრწნელ მდგომარეობაში იყო. ის ქ. ლუკას წმ. ფრიდიანის ბაზილიკაში გადაასვენეს. ხოლო, 1696 წელს, კათოლიკურმა ეკლესიამ ზიტა წმინდანად შერაცხა.

კათოლიკური ეკლესიის მიერ, უხრწნელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების, წმინდანებად შერაცხვის არაერთი ფაქტი არსებობდა და მათმა რიცხვმა, XIX-XX საუკუნეში, განსაკუთრებით იმატა. მაგრამ, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს!


ზოგადად, გარდაცვალების შემდეგ სხეულის უხრწნელობა, რელიგიების უმრავლესობაში, იმის ნიშანია, რომ ადამიანმა წმინდანის ცხოვრებით იცხოვრა. მაგრამ, რეალურად, ამ მდგომარეობაში, შეიძლება, როგორც ღვთის მოშიშნი, ისე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ:


La Doncella (ქალწული)image


ლა დონცელა ანუ ქალწული — 15 წლის გოგონას კარგად შენახული სხეულია. ის ინკების ტომიდანაა და 500 წლის წინ, სავარაუდოდ, მსხვერპლად შესწირეს. რიტუალი არგენტინის ვულკანის ლიულიაილიაკოს მწვერვალზე ჩატარდა, ზღვის დონიდან 6700 მ. სიმაღლეზე.


image


მისი და კიდევ ორი ბავშვის გვამი 1999 წ. აღმოაჩინეს. კვლევამ აჩვენა, რომ მსხვერპლშეწირვის რიტუალის ჩატარებამდე, მისი ტომის წარმომადგენლები, გოგონას დამშვიდებას ცდილობდნენ, რაც იმ პერიოდში დიდ პატივად ითვლებოდა. ანალიზმა, მის სხეულში, დიდი რაოდენობით სიმინდის ლიქიორის კვალი, ხოლო პირში — კოკას (მცენარე, რომლისგანაც კოკაინს ამზადებენ) ფოთლის ფრაგმენტები აჩვენა. ინკები ამ საშუალებას იმისთვის იყენებდნენ, რომ სიმაღლის შიში დაეძლიათ.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, უხრწნელი სხეულების ფენომენი მეცნიერთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. მაგრამ, საუკუნეთა მანძილზე, მათ წმინდანებთან მიახლოების და კვლევის ჩატარების საშუალება არ ეძლეოდათ. პათოლოგ ანატომებმა, ქიმიკოსებმა და რადიოლოგებმა, აღნიშნული სიწმინდეების დეტალურად შესწავლის უფლების მიღება, მხოლოდ ბოლო წლებში შეძლეს... და როგორც აღმოჩნდა, უმეტეს შემთხვევაში, ეს ადამიანების მუმიფიცირებული გვამები იყო, რომლებიც, ამა თუ იმ მიზეზით, წმინდანებად შერაცხეს.

მაგ., ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იტალიელი წმინდანის მარგარიტა კორტონელის ნეშტი, რომელიც 1297 წელს გარდაიცვალა, ხელოვნურად იყო მუმიფიცირებული: მას შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა, ხოლო სხეული სპეციალური ეთერზეთებით იყო გაჟღენთილი.

მაგრამ, იგივე წმინდა ზიტას ნეშტის დეტალურმა კვლევამ, აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შინაგანი ორგანოები ადგილზე ჰქონდა, მაინც კარგად იყო შენახული...

ამრიგად, აღნიშნული საკითხისადმი დამოკიდებულება, ორგვარი შეიძლება იყოს:

I. მისტიკური — რომლის მიხედვით, უხრწნელობის ფენომენი ღვთაებრივი ჩარევით იხსნება.

II. სამეცნიერო — ითვლება, რომ ზოგიერთ სამარხში მიკროკლიმატი ეფექტურად მოქმედებს ბაქტერიებზე და სრულად სპობს მათ, რითაც მიცვალებულის სხეულს ყოველგვარი ცვლილებისგან იცავს და მის ბუნებრივ მუმიფიცირებას უზრუნველყოფს.

ამ მიდგომებიდან, თუ რომელს ჩათვლით სარწმუნოდ — თქვენი გადასაწყვეტია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ვინ გახდა ფიურერი ჰიტლერის შემდეგ? – საინტერესო ფაქტები ნაცისტური გერმანიის შესახებ

* ქვანახშირის მაღაროში აღმოჩენილი უცნაური არტეფაქტები

* უცნაური რამეები და სახალისო ფოტოები (V ნაწილი)

* როგორ მოქმედებს სხვისი ენერგია ჩვენს ცხოვრებაზე?



1
465
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
465
  
2023, 26 ივლისი, 22:55
ცხელი გოგონები გელოდებით ---- www.Xmiss.pw
0 1 1