საზოგადოებრივი ვინ გახდა ფიურერი ჰიტლერის შემდეგ? – საინტერესო ფაქტები ნაცისტური გერმანიის შესახებ 2023, 25 ივლისი, 12:19 ![]() რომელი ქვეყნები შედიოდნენ ე.წ «ჰიტლერულ კოალიციაში»? როგორ ცდილობდნენ ნაცისტები შობის «ახლიდან გამოგონებას» და ბიბლიის რედაქტირებას?... და სხვა საინტერესო ფაქტები, ნაცისტური გერმანიის შესახებ. Adidas–ის დამფუძნებლები, ძმები დასლერები ნაცისტური პარტიის წევრები იყვნენკომპანია Adidas–ის დამაარსებელი (1924 წ.) ძმები დასლერები ნაცისტური პარტიის წევრები იყვნენ, რაც იმ წლების გერმანიაში, უფრო ნორმა იყო, ვიდრე გამონაკლისი.
«ჰიტლერულ კოალიცია»როდესაც «ჰიტლერის კოალიციაზე» საუბრობენ, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იტალიას და იაპონიას ახსენებენ. მაგრამ, გერმანიის მოკავშირე, ამ ომში, უფრო მეტი იყო. ეს ქვეყნებია: რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, ფინეთი, ირანი, ერაყი და ტაილანდი. უშიშარი მომღერალიედიტ პიაფი, ოკუპაციის დროს, გერმანიაში მდებარე, სამხედრო ტყვეების ბანაკებში კონცერტებს მართავდა. გამოსვლის დამთავრების შემდეგ, ის გერმანელ ოფიცრებთან, «სამახსოვრო» ფოტოებს იღებდა. პარიზში, ამ ფოტოებიდან, გერმანელების სახეებს ჭრიდნენ და ყალბ საბუთებში აკრავდნენ. პიაფი ამ ბანაკებში, განმეორებით ჩადიოდა და ფარულად პასპორტები ჩაჰქონდა, რომლის მეშვეობით, გაქცევა არაერთმა ტყვემ მოახერხა. ![]() ახალი წესები – «ახალი შობა»ნაცისტურ გერმანიაში შობის «ხელახლად გამოგონება» სცადეს, რადგან იესოს დაბადებასთან დაკავშირებული დღესასწაული, III რაიხის იდეოლოგიას არ ემთხვეოდა. ამიტომ, მათ დღესასწაულის აღნიშვნა ნაბუნიობის დღეს — 21 დეკემბერს გადაწყვიტეს. ამ დღეს Julfest–ი დაარქვეს, ხოლო, საშობაო ვარსკვლავი, ნაძვის ხეზე, — სვასტიკით შეცვალეს. ნაცისტები მათ მხარეზე გადასულ კომუნისტებს «სტეიკებს» ეძახდნენგერმანიაში ტერმინი — «beefsteaks»–ი (სტეიკი), მათ მხარეს, საკუთარი ნებით გადასული კომუნისტების და სოციალისტების მიმართ გამოიყენებოდა, რადგან როგორც ამბობდნენ, «ისინი გარედან ყავისფრები, ხოლო შიგნით, წითლები იყვნენ» (ყავისფერი ნაცისტების ფორმა იყო, ხოლო წითელი — კომუნიზმისა და სოციალიზმის იდეების თანაგრძნობა). «გერმანიას ვეღარ იცნობთ!»როდესაც საბჭოთა და მოკავშირეების ჯარები ბერლინში შევიდნენ, მათ სარეკლამო ბანერზე ჰიტლერის ციტატა აღმოაჩინეს: «მომეცით 5 წელი და გერმანიას ვეღარ იცნობთ!» — და ფიურერმა სიტყვა შეასრულა... ![]() ფინელი ებრაელები SS–ის არმიაში მსახურობდნენ
ნაცისტებმა ბიბლია ჩაასწორეს1940 წ. ნაცისტებმა საკუთარი ბიბლია შექმნეს, რომელშიც ძველი აღქმა არ შედიოდა. ხოლო ახალი, რედაქტირებული იყო: ამოიღეს ებრაული სახელები და იესოს გენეალოგია, რომელიც მის ებრაულ წარმომავლობას ადასტურებდა. სამაგიეროდ, ებრაელების ყველა ქმედება დატოვეს, რომელიც ამ ერის ცუდი მხრიდან წარმოაჩენდა. ![]() «Lügenpresse», ანუ «ფეიკ news»?ჰიტლერი პოპულარობას უწევდა «Lügenpresse» («ფეიკ news») ტერმინს, რომელიც რეინჰოლდ ანტონის (Reinhold Anton) 1914 წ. გამოსულ, იგივე დასახელების წიგნში, «მტრის პროპაგანდას» აღნიშნავდა. ხოლო, ჰიტლერმა ეს ტერმინი მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებაზე გაავრცელა (მათ შორის, გერმანულზეც), რომელიც ნაცისტურ პარტიას მხარს არ უჭერდა. იცით, ვინ გახდა ფიურერი ჰიტლერის შემდეგ?ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ, რაიხპრეზიდენტის ადგილი კარლ დენიცმა დაიკავა. მისი კაბინეტი, თათბირის ჩასატარებლად, დილის 10 სთ–ზე ყოველდღიურად იკრიბებოდა. მაგრამ, დენიცის კაბინეტს რეალური ძალაუფლება არ ჰქონდა. ე. წ. მინისტრთა საბჭო სხდომებზე გერმანიის მომავლის საკითხებს განიხილავდა. თუმცა, მათი გეგმები, არც გერმანიაში და არც მის საზღვრებს გარეთ, არავის აინტერესებდა... მათი «მმართველობა» იმით დასრულდა, რომ დენიცი, 1945 წლის ოქტომბერში, ბრიტანელებმა დააკავეს და ნიურნბერგი სამხედრო დამნაშავეთა ტრიბუნალს გადასცეს. ![]() ![]() არხის სხვა სიახლეები:* უსაფრთხო რუჯი და კოსმეტიკასთან დაკავშირებული მითები* არ სვამენ, არ ეწევიან, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, მაგრამ... – "უმიზეზოდ" სიმსივნით დაავადების 5 შესაძლო მიზეზი* უცნაური რამეები და სახალისო ფოტოები (V ნაწილი)* იაფი და პრაქტიკული მასალა ბაღისა და სახლის მოსაწყობად – 55 საოცარი იდეა389 3-ს მოსწონს
|