სხვა "ერთმოწმუნე თინა ქანდელაკი"-რა ვიდეოს აქვეყნებს ტრანსგენდერი კრისტი ლაბაძე? 2023, 23 ივლისი, 13:26
გერმანიაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალი, ქრისტი ლაბაძე სოციალურ ქსელში რუსეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტის, თინა კადელაკის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის ქალს ტუჩებში კოცნის.
"ერთმორწმუნე თინა ქანდელაკი", - ასეთი ირონიული მინაწერი გაუკეთა ვიდეოს ქრისტი ლაბაძემ. ცნობისათვის, საუბარია ქსენია სობჩაკის და თინა კანდელაკის სკანდალურ კოცნაზე; პირველად მსგავსი შემთხვევა 2007 წელს მოხდა GQ Awards-ზე. ნომინაციაში "წლის ქალი" პრიზის გადაცემისას ტელეწამყვანებმა კამერის წინ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს, რამაც დარბაზში აპლოდისმენტები გამოიწვია. მაგ პერიოდში სობჩაკი და კანდელაკი ახლო მეგობრები იყვნენ. მათ შორის უთანხმოება 2009 წლიდან დაიწყო, როდესაც თინამ გამოაცხადა, რომ აღარ აინტერესებდა ტელეწამყვანად მუშაობა, რაზეც სობჩაკმა დასცინა. კანდელაკის თქმით, ამის მიზეზი გახდა მაშინდელი ჭორები, რომ თითქოს ჟურნალისტს რომანი ჰქონდა ქსენია სობჩაკის მაშინდელ საყვარელთან, რუს პოლიტიკოს სერგეი კაპკოვთან.ასე იყო თუ ისე, მეგობრები წლების განმავლობაში ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ და პირველსავე შემთხვევაზე, ერთმანეთს კბენდნენ და დასცინოდნენ.თინამ და ქსენიამ ლეგენდარული კოცნა 2021 წელს გაიმეორეს დოკუმენეტური ფილმის "Бондарчук. Battle"ს პრემიერაზე, რითაც მიანიშნეს, რომ ისინი შერიგდნენ, სწორედ ეს ვიდეო გააზიარა ქრისტი ლაბაძემ, (ყოფილი გიგი ჭელიძე)რომელმაც რამდენიმე წელია მუქარის შიშით თავი შეაფარა ჯერ გერმანიას და შემდეგ ავსტრიას. 144 2-ს მოსწონს
|