x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უსაფრთხო რუჯი და კოსმეტიკასთან დაკავშირებული მითები
image


ძალიან ხშირად, თავის მოვლის საშუალებების შერჩევისას, ყველაზე დიდ გავლენას რეკლამა, ან თვალისმომჭრელი შეფუთვა ახდენს. თუმცა, ვიზაჟისტი და კოსმეტოლოგიის ექსპერტი პაულა ბეგუნი თვლის, რომ მწარმოებლების ნდობა ბოლომდე არ შეიძლება, რადგან მათ მყიდველებზე ზემოქმედების უამრავი ხრიკი და ბერკეტი აქვთ. მათ შორის ათს აქ წარმოგიდგენთ:


მითი № 1. რაც უფრო ცნობილია ბრენდი, მით უკეთესია ეფექტიimage


რეალურად, კოსმეტიკურ საშუალებებში, ყველაზე მთავარი მისი ქიმიური შემადგენლობაა! მარკა და მაღალი ფასი, ავტომატურად, პროდუქციის მაღალი ხარისხის გარანტია ვერ იქნება.


მითი № 2. დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკა არსებობსimage


როგორც ახალგაზრდობის, ისე ხანდაზმულ ასაკში, მთავარი — საკუთარი კანის ტიპის განსაზღვრა და შესაფერისი საშუალებებით სარგებლობა არის. სამწუხაროდ, სიბერისგან დამცავი კრემი არ არსებობს და როდესაც კომპანიის მარკეტოლოგები ასაკოვანი ადამიანებისთვის განკუთვნილ კოსმეტიკაზე საუბრობენ, მხედველობაში საშუალებები აქვთ, რომლებიც პიგმენტურ ლაქებს აქრობს, კანის ელასტიკურობას აუმჯობესებს და ნაოჭებს შედარებით შეუმჩნეველს ხდის.


მითი № 3. ქუთუთოების სპეციალური კრემი არსებობსimage


სინამდვილეში, თვალის კრემი არაფრით განსხვავდება სახის კრემისგან. ეს იგივე კრემია, – უფრო პატარა შეფუთვით და ბევრად გაზრდილი ფასით.



მითი № 4. ცელულიტის მოცილება კრემით შეიძლებაimage


ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, არც ფოტოშოპი და არც ჟურნალებისთვის გადაღებული სურათების რედაქტირება იქნებოდა საჭირო. მოცემული მომენტისთვის, არ არსებობს სამეცნიერო კვლევა კოსმეტიკის რომელიმე კომპონენტთან დაკავშირებით, რომელსაც ცელულიტის გაქრობა შეუძლია.

ცელულიტის არსებობის შემთხვევაში ეფექტურია დიეტები, ფიტნესი და აპარატურული პროცედურები, რომლებსაც გავლენის მოხდენა შეუძლია კანქვეშ არსებულ ცხიმოვან ქსოვილებზე. ხოლო, ყველა კრემი მსგავსი დანიშნულებით, ერთნაირად არაეფექტურია.


მითი № 5. ორგანული კოსმეტიკა ჩვეულებრივზე უკეთესიაimage


რეალურად — ეს განცხადებაც ჩვეულებრივი პიარ-სვლა არის. პროდუქციაში ორგანული ნედლეულის არსებობა, იმას არ ნიშნავს, რომ ის ეფექტურია და რამე მნიშვნელობა აქვს, როგორც კონკრეტული კოსმეტიკური საშუალების კომპონენტს. ე. წ. «ორგანული კოსმეტიკა» ნამდვილად შეიძლება იყოს უსაფრთხო, მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეიცავს საშიშ ნივთიერებებს. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, მწარმოებლები არაფერს ამბობენ იმ ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც ორგანული ნივთიერების ეფექტურობაზე «ზრუნავენ» და მას ვარგისიანობის ვადას უხანგრძლივებს.


მითი № 6. კრემი მიმიკურ ნაოჭებს აქრობსimage


არ არსებობს კრემები და კოსმეტიკური საშუალებები დაჭიმულობის, ნაოჭების და თვალების ქვეშ შავი წრეების წინააღმდეგ. არ არსებობს კრემი, რომელსაც ისეთივე ეფექტი ექნება, როგორიც ბოტოქსს ან ინიექციურ პრეპარატებს აქვს. სამწუხაროა, მაგრამ მეცნიერება ჯერ ასე შორს არ წასულა. არ შეიძლება კოსმეტიკის გამოყენებით მიმიკური ნაოჭების მოცილება ან ცხვირ-ტუჩის ნაოჭის გასწორება.


მითი № 7. მზისგან დასაცავი კრემი მხოლოდ რუჯის მიღების დროს არის საჭიროimage


რეკლამებს თუ დავუჯერებთ, მზისგან დამცავი კრემი ზაფხულის მზისგან თავის და კანის დასაცავად უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მზისგან დამცავი კრემი კანს ნაოჭების და პიგმენტური ლაქების გაჩენის და ელასტიკურობის და კოლაგენის დაკარგვისგან იცავს. ასე რომ, მისი გამოყენება საჭიროა ოქტომბერშიც, დეკემბერშიც და ნებისმიერ სხვა თვეში. რატომ აკეთებენ რეკლამებში აქცენტს ზაფხულზე? იმიტომ, რომ სხვა დამატენიანებელი კრემებისგან გამოარჩიონ და მას «გადამრჩენელის» სტატუსი მიანიჭონ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მზისგან დამცავი კრემის ჩანაცვლება ნებისმიერი დამატენიანებელი ან ტონალური კრემით შეიძლება, თუ ის SPF-ს (Sun Protection Factor) შეიცავს ან სხვა კრემით, – მთავარია რომ მის შემადგენლობაში თუთიის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი ან ავობენზონი იყოს.


მითი № 8. შამპუნს თმის ცვენის შეჩერება შეუძლიაimage


შეფუთვაზე როგორი საოცრებებიც არ უნდა ეწეროს, შამპუნი ვერანაირად მოახდენს თმაზე და თავის კანზე მნიშვნელოვან გავლენას. მისი დანიშნულება — თმის გასუფთავება არის. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს არც ბრენდს და არც ფასს, რადგან მისი გაჩერება თავზე დიდი ხნის მანძილზე არ შეიძლება. ამიტომ, სულ ჯადოსნურ კომპონენტსაც რომ შეიცავდეს, ის მოქმედებას ვერ მოასწრებს. «თმის მოვლის საიდუმლო» — ბალზამ–კონდიციონერი და თმის ნიღაბია.


მითი № 9. თმის შეღებვა მისთვის ზიანის მიყენების გარეშე შეიძლებაimage


სინამდვილეში, თმის საღებავის მოქმედება იმაში მდგომარეობს, რომ თმის პიგმენტები გაანადგუროს და ის საღებავის პიგმენტებით ჩაანაცვლოს. თუ საღებავი მდგრადია, მისი პიგმენტი 3 თვის მანძილზე «ზის» თმაზე, თუ არამდგრადი — 1 თვე. რომელი საღებავია უსაფრთხო? ის, რომელიც თმის პიგმენტებს არ შლის. მაგრამ, მაშინ მას ეფექტი არ ექნება. ანუ — ყველა საღებავი ერთნაირად მოქმედებს (ნატურალური ბასმას და ხნის გარდა) და არ შეიძლება თმისთვის უსაფრთხო იყოს.


მითი № 10. რუჯი — უსაფრთხოაimage


რეალურად, ორივე სახის რუჯი, — როგორც ბუნებრივი (მზით), ისე ხელოვნური (სოლარიუმით), — სახიფათოა!

თუ ლამაზი, შოკოლადის ფერის კანი გინდათ რომ გქონდეთ, ყველაზე უსაფრთხო — ავტო–რუჯია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ლეონარდო და ვინჩის ყველაზე დიდი საიდუმლო და სახლი, რომელშიც მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა

* უცნაური რამეები და სახალისო ფოტოები (V ნაწილი)

* 7–ის "მაგია" – ეს მნიშვნელოვანია



1
19
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
19
  
2023, 28 ივლისი, 23:21
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1