საქართველო "ეს რომ მლანძღავს მიხარია, კარგი რომ თქვას გულიც გამისკდება"- ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი 2023, 22 ივლისი, 22:12 პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი იაგო ხვიჩიას მიერ "აფხაზეთთან ურთიერთობის აღდგენის გეგმასთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "გირჩის" ლიდერს "უტიფარს" და "სამარცხვინოს" უწოდებს:"ეს ხიდან ჩამოვარდნილი "შიშკა" ხვიჩია, რომ მლანძღავს მიხარია, ამან რომ კარგი თქვას გულიც გამისკდება, ეს -აფხაზეთის ერთ წამში "გამჩუქებელი" ესაანუ რა თქვა იაგო ხვიჩიამ : ესე იგი, დევნილები რომ დაბრუნდებიან აფხაზეთში, "იქ უკვე მათ სახლებში სხვები არიან დაბადებულნი და ამათ თავიანთი რომ მოითხოვონ უკან, არ იქნება სწორიო, ვინმემ რომ მითხრას, მე სადაც დავიბადე ის ადგილი მე არ მეკუთვნისო, ეს არ იქნება სამართლიანიო" -ასე ამბობს იაგო.ხალხნო გესმით???? გესმით, რას და ვის ახმოვანებს ეს ვითომ "იდიოტი" პოლიტიკანი????? …..მოკლედ, ხვიჩიამ "დაუკანონა" დევნილებისთვის წართმეული ქონება "წამრთმევს" -ოკუპანტს, მოკლედ ასეთი განცხადება გარეწარ სოლოვიოვსაც კი არ გაუბედია საქართველოსთვის, მარგარიტა სიმონიანმა გაბედა მხოლოდ!ჰოდა, ამ უტიფარს იქნებ პასუხი მოსთხოვოს ოპოზიციამ ამ გამიზნული ანტისახლმწიფოებრივი განცხადების გამო, თორემ ბითური ხდება უკვე ყველანაირი ბრძოლა ამ "ფსკერთან" ერთად, კატასტროფაა!ანუ უარს ამბობ აფხაზეთზე იაგო???რომელ ერთ ქონებაზე ლაპარაკობ შე სამარცხვინოვ, მთლიანად აფხაზეთია წართმეული??? ერთი დევნილებს შეხვდი და ჰკითხე, აბა თუ ვაჟკაცი ხარ?!აბა საქართველოს ჰკითხე?! " "არაკონონიერი იქნება დევნილებმა რომ საკუთრება უკან მოითხოვონ აფხაზეთშიო " ბრძანა იაგო ხვიჩიამ -იურისტმა, და უკანონოდ რომ შევარდნენ -ოკუპანტები სხვის გამართულ სახლებში და იარაღით დახვრიტეს და გამოყარეს ხალხი ეს კანონიერია, იაგო "პოლიტიკოს-იურისტო"? ვისი დავალება გაახმოვანე იაგო ზუსტად იცის ხალხმა !!!!!!! ეს არის სწორედ ბინძური და არასახელმწიფოებრივი განცხადება და გზა პოლიტიკაში, რაც შენ გაქვს არჩეული იაგო!!!!!"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ "გირჩის" ლიდერმა "გირჩი TV"-ს გადაცემაში "აფხაზეთთან ურთიერთობის აღდგენის გეგმასთან" დაკავშირებით განაცხადა რომ მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი საკუთრებაზე კონფლიქტებია. "გირჩის" დეპუტატის აზრით, საკუთრებაზე დავები "აფხაზურმა სასამართლომ" უნდა განიხილოს, "წაგებულ მხარეს" კი - სადავო ქონების იდენტური ან მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება გადასცეს.ცოდნისთვის, ცოტა ხნის წინ იაგო ხვიჩიამ "გირჩი TV"-ს ეთერში აღნიშნა, რომ აფხაზეთში "ერთი მხარე გვყავს ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს იქ საკუთრება სრულიად უსამართლოდ და მეორე მხრივ, გვყავს ადამიანები, რომლებმაც მიიღეს საკუთრება ასევე სრულიად უსამართლოდ. მაგრამ დღეს არიან იქ ადამიანები, შეიძლება თაობა შეცვლილია, რომლებიც საერთოდ იქ დაიბადნენ, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ ადრე და "თუ იქ დავიბადე, მე სამართლიანად მაქვს მიღებული". თუ ვინმე მეტყვის, რომ მე სადაც დავიბადე, ის ადგილი სამართლიანად არ მეკუთვნის, ეგ არასწორია ჩემი აზრით"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.332 შეფასება არ არის |