სხვა თუ არ იცით მისაღები როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები დაგეხმარებათ - ყველაზე პოპულარული და ტრენდული ფერი ინტერიერის დიზაინში 2023, 23 ივლისი, 12:45 ვარდისფერის გამოყენება მისაღებ ოთახში საკმაოდ დელიკატური საქმეა. ზოგადად ითვლება, რომ აღნიშნული ფერი მხოლოდ საბავშვო ან გოგონების ოთახისთვისაა შესაფერისი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ის წარმოუდგენლად მოდური, თანამედროვე და ორიგინალური არჩევანია ნებისმიერი სტილის მისაღები ოთახისთვის. რა უპირატესობა აქვს ვარდისფერის გამოყენებას მისაღებ ოთახში?რატომ არის ვარდისფერი ასეთი პოპულარული? უპირველეს ყოვლისა, ის მოსაწყენი არ არის. ღია და მხიარული, ის ხალიასიან ნოტებს მატებს ყოველდღიურ ნაცრისფერ ცხოვრებას. მისაღები ოთახის ვარდისფერი ინტერიერი გამოიყურება საოცრად კომფორტულად. ფერი თავისთავად პოზიტიურ განწყობას ქმნის. ნაზი ვარდისფერი ამშვიდებს და ამავდროულად შთამაგონებელიცაა. ის დიდებული არჩევანი იქნება მათთვის, ვისაც მოდუნება უჭირს დამღლელი დღის შემდეგ. მსგავს ატმოსფეროში მოხვედრისას, ადამიანი სწრაფად შეიგრძნობს სიმსუბუქეს და ფიზიკური ძალების მოზღვავებას. ვარდისფერი უნივერსალურია და ნებისმიერ ოთახს დაამშვენებდა. ის იდეალური იქნება პატარა ოთახისთვის, რომელსაც ვიზუალურად უფრო დიდს აჩენს. ცუდად განათებულ ოთახს კი უფრო ნათელს ხდის. სხვა ფერებთან, როგორც მსუბუქ, ისე გაჯერებულ ტონებთან შერწყმის შესაძლებლობა საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ ის სხვადასხვა სტილისტური მიმართულებით. როგორ შევუხამოთ ვარდისფერი სხვა ფერებს?ვინაიდან ღია ვარდისფერი პალიტრა საკმაოდ მრავალფეროვანია, ეს ტონები კარგად ეხამება თითქმის ნებისმიერ ფერს. რომელია ყველაზე მომგებიანი კომბინაციები, როდესაც გსურთ მისაღები ოთახის ინტერიერი ვარდისფერ ტონებში გადაწყვიტოთ? თეთრი – საოცრად ნაზი და ნათელი კომბინაციაა, რომელიც იდეალურია პროვანსის, სკანდინავიური და თანამედროვე სტილის ინტერიერისთვის. კრემისფერი – ვარდისფერის და კრემისფერის კომბინაცია საოცრად ნაზია და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. აღნიშნული ფერი შეიძლება გამოჩნდეს ბუნებრივი ფერის სახით. ნაცრისფერი – ვარდისფერ–ნაცრისფერის კომბინაციას ხშირად აღმოაჩენთ სკანდინავიურ სტილში. ეს ტონები საკმაოდ მკაცრი და მინიმალისტურია, თუმცა, ამავდროულად სულაც არ არის მოსაწყენი. ცისფერი – ვარდისფერი და ლურჯი ძალიან ორიგინალური და ეფექტური გადაწყვეტილებაა. მსგავსი ინტერიერი საკმაოდ კაშკაშა და ვიზუალურად საინტერესოა. მწვანე – ვარდისფერის და მწვანე ფერის კომბინაცია იდეალურია ისეთი ინტერიერისთვის, სადაც ბევრი სახლის მცენარეა. ბუნებრივი ტონები და გამწვანება გაზაფხულის აყვავებული ბაღის ატმოსფეროს ქმნის, რომელიც შთააგონებს და ახალისებს. შავი – ამ ფერის აქცენტები მკაცრად გამოიყურება, ამიტომ ეს კომბინაცია შესანიშნავია მინიმალისტური და თანამედროვე ინტერიერისთვის. ვარდისფერის გამოყენება მისაღებ ოთახში და ინტერიერის ზღაპრული დიზაინივარდისფერი მრავალმხრივ შეიძლება გამოვიყენოთ ინტერიერის დიზაინში, არჩეული კონცეფციიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს ფონი ან აქცენტი. როგორ გამოვიყენოთ ეს ფერი ჰარმონიული და დაბალანსებული ატმოსფეროს შესაქმნელად? ქვემოთ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ: ვარდისფერი კედლები იდეალურ თბილ საკომუნიკაციო გარემოს შექმნის ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან. ეს ნამდვილად კარგი არჩევანია ისეთი ბინისთვის, სადაც დიდი ოჯახი ცხოვრობს. კედლებზე დაამატეთ ოქროსფერი ელემენტები – სარკეები და სურათები ოქროსფერი ჩარჩოთი, გამოიყენეთ დეკორატიული და პრაქტიკული ნივთები, როგორიცაა ვაზები, ლამპები, მაგიდები. თუ უპირატესობას უფრო რომანტიულ ატმოსფეროს ანიჭებთ, ამ შემთხვევაში ვარდისფერი შეუხამეთ თეთრს ან ნებისმიერ პასტელის ტონს. რაც შეეხება სკანდინავიურ და მინიმალისტურ სტილს, უმჯობესია თუ ფუნქციურ ავეჯს შეარჩევთ კრემისფერ, ნაცრისფერ, შავ ტონებში და სადა დეკორს მარტივი ფორმებით. რბილი ავეჯი: დივნები, სავარძლები, პუფები ვარდისფერი დივანი და სავარძელი ნამდვილად შეავსებს, როგორც კლასიკურ სტილს ისე თანამედროვეს. კლასიკური სტილის ინტერიერში მსგავსი ტიპის ავეჯი იდეალურად ეხამება სტიკოს ელემენტებს, ნახატებს მოჩუქურთმებული ჩარჩოებით და ოქროს აქსესუარებით. ვარდისფერი დივანი ან პუფი ნამდვილად ნათელი აქცენტი იქნება ინტერიერში. ტექსტილი ვარდისფერში ვარდისფერი ტექსტილის გამოყენება კიდევ ერთი შესანიშნავი გზაა ამ დელიკატური ტონის ნებისმიერ ინტერიერში ჩართვისთვის. რბილი საბანი ან დეკორატიული ბალიში იდეალურად ავსებს სკანდინავიური და ბოჰემური სტილის ინტერიერს. მისაღები ოთახი სახლის ცენტრია, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ რბილი და ნათელი ფერებით ან შეუხამოთ ვარდისფერი მუქ ლურჯს ან ნაცრისფერს და შექმნათ ნეიტრალური და ამავე დროს გამორჩეული ინტერიერი. 1.2.3.4.5.6.7.8.9.10.11.12.13.14.15.16.17.18.19.20.21.22.23.24.25.26.27.28.29.30.31.32.33.34.35. ასევე დაგაინტერესებთ: ნიჟარის ფორმის სახლი საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერით როგორ გამოვიყენოთ ბამბუკი ინტერიერის დიზაინში – 55 საოცარი იდეა პატარა ხის სააგარაკო სახლი დიდი აუზით და დახვეწილი ინტერიერით სარდაფის და ნახევრად სარდაფის მოწყობის ორიგინალური იდეები კონტეინერებისგან შექმნილი სახლი – ინტერიერი ისევე მოგხიბლავთ, როგორც ექსტერიერი რემონტი და დიზაინი: როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 70 კრეატიული იდეა (ნაწილი II) მისაღები ოთახი – 30 ორიგინალური იდეა რემონტამდე და რემონტის შემდეგ 94 6-ს მოსწონს
|